შპს ,,გზაარამადნეული” - ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/38066-16
საოქმო განჩინება
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2017 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე − თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი − მარიამ ხიდაშელი
განმცხადებელი (კრედიტორი) − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
წარმომადგენელი − სანდრო ვაშაყმაძე
მოვალე − შპს „გზაარამადნეული“ (ს.კ 209442110)
დირექტორი − შპს „რეაბილიტაცია“
წარმომადგენელი − ამირან დადვანი
მოთხოვნა − კრედიტორთა კრების მოწვევა
მოსამართლე აცხადებს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ განჩინებას:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება შპს „გზაარამადნეულის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში.
2017 წლის 24 აპრილს, 15:00 სთ-ზე გამართულ კრედიტორთა კრებაზე დამტკიცდა მოვალე შპს „გზაარამადნეულის“ გადაწყვეტილება მომრიგებელი საბჭოს პირველ წევრად ლევან გოგოხიას დანიშვნის შესახებ.
2017 წლის 22 ივნისს, 17:00 სთ-ზე გამართულ კრედიტორთა კრებაზე დამტკიცდა კრედიტორის შპს „საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ გადაწყვეტილება მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრად თამთა გიგაურის დანიშვნის თაობაზე. ვინაიდან მოცემულ კრებაზე მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ ვერ დასახელდა მომრიგებელი საბჭოს წევრის მესამე კანდიდატურა, კრედიტორთა პირველი კრება უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს სხვა დროისათვის.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.
დაადგინა:
1. კრედიტორთა პირველი კრება შეწყდეს და გაგრძელდეს 2017 წლის 12 ივლისს, 16:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში , დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე