შპს ,,ტაურუსის" გაკოტრების მმართველის დანიშვნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/3535-16
საოქმო განჩინება
გაკოტრების მმართველის დანიშვნის თაობაზე
2017 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი – მარიამ ხიდაშელი
განმცხადებელი (მოვალე) – შპს „ტაურუსი“
(ს.ნ 230867951)
დირექტორი – ვადიმერ ბაკურაძე
წარმომადგენელი – ლევან თოთლაძე
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ
დღის წესრიგი – გაკოტრების მმართველის დანიშვნა
მოსამართლე აცხადებს განჩინებას გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესის შესაბამისად, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
2017 წლის 22 ივნისს გამართულ კრედიტორთა კრებაზე დღის წესრიგის შესაბამისად განხილულ იქნა გაკოტრების მმართველის არჩევის საკითხი. ვინაიდან კრებაზე არ გამოცხადდნენ კრედიტორები, კანონის მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო გაკოტრების მმართველად ნიშნავს სსიპ– აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7– მე-8, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტაურუსის“ (ს/კ 230867951) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
2. სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუწყდეს მოვალე შპს „ტაურუსის“ (ს/კ 230867951) მეურვის უფლებამოსილება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე