პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.06.2017
ძალაში შესვლა 01.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №328
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016656
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,148 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.2017 მიღება
01.07.2017 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

კანონი (1)

🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
  • პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი „პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და "

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 26.08.2020 საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 86% 02.05.2024 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ საქართველოს კანონი 85% 22.03.2017 „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 85% 12.03.2024 პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განხორციელების, მათ შორის, მონაცემების სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში გადამოწმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 07.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №328 2017 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, მე-60 მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების პირობებსა და პროცედურებს. მუხლი 2🔗. სამართლებრივი საფუძვლები ეს წესი შემუშავებულია „პოლიციის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ატების შესაბამისად. თავი II პოლიციის სარგებლობაში არსებული შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით პატრულირების წესი მუხლი 3🔗. შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით პატრულირების სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრა 1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეზღუდული რაოდენობის საგზაო მონაკვეთზე შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით პატრულირება (შემდგომში – უკონტაქტო პატრულირება). 2. უკონტაქტო პატრულირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მოსამსახურე (შემდგომში – უფლებამოსილი პირი).  3. უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დირექტორის მიერ დასაბუთებული ბრძანების საფუძველზე. ბრძანების გამოცემისას დეპარტამენტის დირექტორი ითვალისწინებს კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების რაოდენობას, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობას, პოლიციის სარგებლობაში არსებული სტაციონარული ვიდეო- სამეთვალყურეო სისტემების რაოდენობასა და განლაგებას, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან სხვა გარემოებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება უკონტაქტო პატრულირების განხორციელების სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ გასაცნობად და აღსასრულებლად ეგზავნება ცენტრს და თავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. 5. ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესაძლო გამოყენების შესახებ გამაფრთხილებელი ინფორმაცია მიეთითება შესაბამისი საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა (შესასვლელებსა) და გამოსასვლელში (გამოსასვლელებში) თვალსაჩინო ადგილას შესაბამისი ნიშნის (დანართი №1) განთავსების გზით. მუხლი 4🔗. უკონტაქტო პატრულირების განხორციელება 1. უკონტაქტო პატრულირების განხორციელების მიზნით ცენტრი უზრუნველყოფს: ა) დეპარტამენტის დირექტორის დასაბუთებული ბრძანებით განსაზღვრულ დროსა და ადგილებზე შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით პატრულირებას; ბ) უკონტაქტო პატრულირებისას გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან/და სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციის ვიდეო ან/და ფოტოფირზე, აგრეთვე  არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს საშუალებით დაფიქსირებასა და რეაგირებისთვის გადაცემას; გ) უკონტაქტო პატრულირებისას მოპოვებული მონაცემების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამუშავებას; დ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ინფორმაციის განთავსების მიზნით შესაბამისი ადგილების შერჩევას. 2. უკონტაქტო პატრულირებისას უფლებამოსილი პირი ახორციელებს ქალაქის გზებსა და ქუჩებში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118​1, 118​2, 118​3, 120-ე, 122-ე, 123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის ვიდეო- ან/და ფოტოფირზე, აგრეთვე არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს საშუალებით დაფიქსირებას. ავტომაგისტრალზე უკონტაქტო პატრულირების განხორციელებისას უფლებამოსილის პირი ახდენს მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისა და იმ ადმინისტრაციულi სამართალდარღვევების დაფიქსირებას, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა. 3. უკონტაქტო პატრულირებისას უფლებამოსილი პირი არ ახდენს უშუალო რეაგირებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან/და სავარაუდო დანაშაულის შემთხვევაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება იმწუთიერი და რეალური საფრთხე. უფლებამოსილი პირი ვალდებულია ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის შესახებ დაუყოვნებლივ მიაწოდოს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – „112“, ასევე ერთობლივი ოპერაციების ცენტრს. 4. უკონტაქტო პატრულირების განმახორციელებელ  უფლებამოსილ პირს ეკრძალება: ა) განსაზღვრული სამოქმედო ტერიტორიიდან და მარშრუტიდან თვითნებური გადახვევა; ბ) სამართალდამრღვევთან კომუნიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ან არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს მეშვეობით ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში ჩაწერა. მუხლი 5🔗. შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების აღჭურვილობა 1. უკონტაქტო პატრულირების განხორციელების მიზნით შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალება შესაძლებელია აღჭურვილი იყოს: ა) GPS მოწყობილობით; ბ) ავტომაგისტრალზე არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოთი; გ) გზებზე შესაბამისი ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ვიდეოკამერით; 2. უკონტაქტო პატრულირების განხორციელებისას უფლებამოსილ პირებს შორის კოორდინაცია ხორციელდება სპეციალური რადიოკავშირის საშუალებით. თავი III უკონტაქტო პატრულირების გზით მოპოვებულ მონაცემთა დამუშავება მუხლი 6🔗. მონაცემთა დამუშავება 1. უკონტაქტო პატრულირების გზით მოპოვებულ მონაცემებს/ინფორმაციას ამუშავებს ცენტრი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, აგრეთვე არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს გამოყენების შედეგად მოპოვებული მონაცემები/ინფორმაცია უნდა განადგურდეს მისი მოპოვებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, თუ იგი არ შეიცავს ინფორმაციას: ა) საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულის შესახებ. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები ინახება ადმინისტრაციული საქმისწარმოების ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა. ვადის გასვლის შემდეგ ინფორმაცია სრულად ნადგურდება – ელექტრონული ფაილების შემთხვევაში – სისტემიდან მათი სრული წაშლით, ხოლო მატერიალური სახით არსებობის შემთხვევაში – მათი დაწვით, დაჭრით ან სხვა ისეთი გზით, რაც შეუძლებელს ხდის მომავალში მისი აღდგენის შესაძლებლობას. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების/ინფორმაციის ამოღება და დამუშავება ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 5. ფოტოფირზე ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული, ან სიჩქარის მზომი არასტაციონალური ხელსაწყოს მეშვეობით დაფიქსირებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ მოპოვებული მონაცემები/ინფორმაცია გადაეცემა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით.  აღნიშნულ სამართალდარღვევებზე რეაგირება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. მუხლი 7🔗. მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა 1. სამინისტრო ვალდებულია დაიცვას მონაცემები/ინფორმაცია შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან. 2. სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონული ფორმით არსებული მონაცემების/ინფორმაციის მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების აღრიცხვა. არაელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა დამუშავებისას მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა გამჟღავნებასთან ან/და ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედების აღრიცხვა. მუხლი 8🔗. მონაცემთა გასაჯაროებისა და გადაცემის წესი 1. ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის, აგრეთვე, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს გამოყენების შედეგად მოპოვებული პერსონალური მონაცემების გასაჯაროება ან/და მესამე პირისთვის გადაცემა შესაძლებელია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმდება არ ვრცელდება ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის, აგრეთვე, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს გამოყენების შედეგად მოპოვებულ იმ ინფორმაციაზე, რომელთან დაკავშირებითაც მიღებულია სათანადო ზომები პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობის გამოსარიცხად. მუხლი 9🔗. მონაცემთა სუბიექტის უფლებები 1. მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია მოითხოვოს ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის, აგრეთვე არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს გამოყენების შედეგად მოპოვებული, მის შესახებ არსებული მონაცემი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები. 2. თუ მონაცემთა სუბიექტის მიერ მის შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს მესამე პირთა პერსონალურ მონაცემებს, მონაცემთა სუბიექტს მის შესახებ არსებული ინფორმაცია მიეწოდება მესამე პირების იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით. 3. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №1 უკონტაქტო პატრულირების განხორციელების შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების ნიმუშები ა) ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესაძლო გამოყენების შესახებ შესაბამისი საგზაო მონაკვეთის შესასვლელში (შესასვლელებში) განსათავსებელი გამაფრთხილებელი ნიშანი სიგანე – 29,7 სმ, სიმაღლე – 42 სმ ბ) ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესაძლო გამოყენების შესახებ შესაბამისი საგზაო მონაკვეთის გამოსასვლელში (გამოსასვლელებში) განსათავსებელი გამაფრთხილებელი ნიშანი სიგანე – 29,7 სმ, სიმაღლე – 42 სმ