„კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1235 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1194
2017 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
„კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1235 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1235 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამავე პუნქტის მიხედვით, კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების შესყიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდეს ეტაპობრივად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გასაზღვრული ანგარიშსწორების გრაფიკის შესაბამისად. ამასთან, საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 2017 წლისა (გარდა №6, №10 და №11 დანართებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციებისა). ამავე განკარგულების №10 და №11 დანართებით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს საბოლოო ანგარიშსწორების ვადად განესაზღვროს არაუგვიანეს 2018 წლისა, ხოლო №6 დანართით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციას საბოლოო ანგარიშსწორების ვადად განესაზღვროს არაუგვიანეს 2020 წლისა.“;
ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ განკარგულების დანართებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის (გარდა №3, №6, №10, №11, №16, №17, №18 და №19 დანართებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციებისა), ამავე დანართებში მითითებული ოდენობების შესაბამისად, კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების მიწოდება – 3 (სამი) ეტაპად, ხოლო ამ განკარგულების №3, №10, №11, №16, №17, №18 და №19 დანართებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის – 2 (ორი) ეტაპად და №6 დანართით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის – 1 (ერთი) ეტაპად, ამავე დანართებში მითითებული ოდენობების შესაბამისად;“;
გ) განკარგულების №11 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი