საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1209
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023999
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1209

2017 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს წინასწარი თანხმობა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი: 36 01 01 01) 1 (ერთი) ერთეული A3 ფორმატის მრავალფუნქციური ლაზერული ფერადი პრინტერის (კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები – CPV 30200000) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                გიორგი კვირიკაშვილი