სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუპლების შესახებ
მიღების თარიღი 29.06.2017
ძალის დაკარგვა 29.06.2017
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 210050000.35.106.016222
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/07/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა | ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუპლების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2017 წლის 29 ივნისი
ქ. ხობი
სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და მე-4 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1.
სახელმწიფოს ან ადგილობრივი თითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ხობის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გათავისუფლდნენ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისას) ნებართვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.
2.
ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს ხობის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით პირველ პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა