ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 26.06.2017
ძალაში შესვლა 01.07.2017
ძალის დაკარგვა 19.07.2017
გამომცემი ორგანო ერედვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.147.016163
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 5 | პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე |
| 6 | მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე |
| 7 | მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე |
| 8 | მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე |
| ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ბერუაშვილი | ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | რანგი |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 14.07.2017
დოკუმენტის ტექსტი
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2017 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №10 დადგენილება (სსმ, 22, 07/09/2010; 010.320.010.35.147.000.612) ,,ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი
დანართი №1
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
№
რანგი
თანამდებობის დასახელება
თანამდებობრივი სარგო
1
საკრებულოს თავმჯდომარე –
პოლიტიკური თანამდებობის პირი
2650
2
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – პოლიტიკური თანამდებობის პირი
1800
3
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე – პოლიტიკური თანამდებობის პირი
1550
4
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – პოლიტიკური თანამდებობის პირი
1550
5
პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე
საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი –
აპარატის უფროსი
1200
6
მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე
საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი – აპარატის განყოფილების უფროსი
950
7
მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე
საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
700
8
მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე
საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
700