,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ,, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
010205005.35.105.016328
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2017 წლის 27 ივნისი

ქ. ზუგდიდი

 

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის №19 დადგენილებში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ს/ნ 010250050.35.105.016307, 11/04/2017) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

1. დადგენილების დანართის მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 19. ქალაქთმშენებლობითი ზონების ტერიტორიების გამოყენების დაშვებული სახეობების ჩამონათვალი

1. საცხოვრებელი ზონა 2 (სზ–2): განაშენიანების დომინირებული სახეობაა ერთბინიანი საცხოვრებელი სახლები.

ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

• ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობაა);

• ბაღი;

• სკვერი;

• საოჯახე საბაღე და საბოსტნე მეურნეობა (არასამეწარმეო);

• ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა;

• ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;

• საბავშვო და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;

• დაწყებითი სკოლა; საჯარო სკოლა;

• ღია საცურაო აუზი;

• სპორტული მოედანი;

• ამბულატორია;

• აფთიაქი;

• კლუბი ( მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის);

• პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია;

• საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილებები;

• ღია ავტოსადგომი, ცალკე მდგომი ჩაშენებული გარაჟი.

ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:

• პარკი;

• ბულვარი;

• განაშენიანების დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი;

• პოლიკლინიკა;

• ბარი;

• კაფე;

• საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი;

• საცალო ვაჭრობისა და მომსახურების ჯიხურები, დროებითი პავილიონი;

• ბანკის ფილიალი, განყოფილება;

• კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი;

• ოფისი და კანტორა;

• საერთო სარგებლობის და ავტოსადგომი;

• საკულტო შენობები და ნაგებობები.

 2. საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3); დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები.

ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

• ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა);

• განაშენიანების დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (არადომინირებული სახეობა);

• ბაღი;

• სკვერი;

• საოჯახო საბაღე და საბოსტნე მეურნეობა (არასამეწარმეო);

• საბავშვო მოედნები;

• საოჯახო ორანჟერეა და სათბური (არასამეწარმეო);

• ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა;

• ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;

• საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;

• დაწყებითი სკოლა; საშუალო სკოლა;

• ღია საცურაო აუზი;

• სპორტული მოედანი;

• ამბულატორია;

• აფთიაქი;

• კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისთვის);

• პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია;

• საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება;

• ღია ავტოსადგომი, ცალკე მდგომი ჩაშენებული გარაჟი;

 ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:

• პარკი;

• ბულვარი;

• პოლიკლინიკა;

• ბარი;

• კაფე;

• საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიქტი;

• ჯიხურები, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;

• ბანკის ფილიალი, განყოფილება;

• სასურსათო და საყოფაცხოვრებო საქონლის სავაჭრო ცენტრი;

• ოფისი და კანტორა;

• პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;

• კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი;

• საერთო სარგებლობის ღია ავტოსადგომი;

• საკულტო შენობები და ნაგებობები.

 3. საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5); საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები.

 ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

• ინდივიდუალური და განაშენიენების საშუალო ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა);

• პარკი,

• ბაღი;

• სკვერი;

• ბულვარი;

• საბავშვო მოედანი;

• ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;

• საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;

• დაწყებითი სკოლა;

• საშუალო სკოლა;

• პოლიკლინიკა;

• ამბულატორია;

• აფთიაქი;

• სპორტული დარბაზი;

• ღია საცურაო აუზი;

• სპორტული მოედანი;

• კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის);

• კინოთეატრი;

• საინფორმაციო ცენტრი;

• საგამოფენო დარბაზი;

• პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია;

• სამრეწველო საქონლის მაღაზია;

• სასურსათო მაღაზია;

• უნივერსალური მაღაზია;

• ბარი;

• კაფე;

• სწრაფი კვების ობიექტი;

• საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი;

• საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება;

• ბანკის ფილიალი, განყოფილება;

• იურიდული კონსულტაცია;

• სანოტარო კანტორა;

• ღია ავტოსადგომი, ცალკე მდგომი და ჩაშენებული გარაჟი;

• საერთო სარგებლობის ღია და დახურული ავტოსადგომი;

• კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი;

• ოფისი და კანტორა.

 ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:

• საშუალო და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება;

• ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა;

• მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი;

• საავადმყოფი;

• საცურაო აუზი;

• თეატრი;

• საქალაქო ბიბლიოთეკა;

• არქივი;

 • მუზეუმი;

• საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;

• რესტორანი;

• კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;

• ბანკი;

• მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია;

• სასამართლო;

• პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;

• სახანძრო დეპო;

• სასტუმრო;

• საზოგადოებრივი ტუალეტი;

• ავტოგასამართი სადგური;

• საკულტო შენობები და ნაგებობები.

4. საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6); მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები.

ა) ტერიტორიებისა გამოყენების და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

• განაშენიანების საშუალო და მაღალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები (დომინირებული სახეობა);

• პარკი;

• ბაღი;

• სკვერი;

• ბულვარი;

• საბავშვო მოედანი;

• ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრეებლ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;

• საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;

• დაწყებითი სკოლა;

• საშუალო სკოლა;

• საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება;

• პოლიკლინიკა;

• ამბულატორის;

• აფთიაქი;

• სპორტული დარბაზი;

• საცურაო აუზი;

• სპორტული მოედანი;

• კლუბი;

• კინოთეატრი;

• საქალაქო ბიბლიოთეკა;

• საიფნორმაციო ცენტრი;

• საგამოფენო დარბაზი;

• პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია;

• სამრეწველო საქონლის მაღაზია;

• სასურსათო მაღაზია;

• უნივერსალური მაღაზია;

• ბარი;

• კაფე;

• სწრაფი კვების ობიექტი;

• საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი;

• ოფისი და კანტორა;

• საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება;

• ბანკების ფილიალი, განყოფილება;

• იურიდიული კონსულტაცია;

• სანოტარო კანტორა;

• ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჟი;

• საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები.

 ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:

• მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი;

• საავადმყოფო;

• უმაღლესი სასწავლებელი;

• სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური;

• თეატრი;

• არქივი;

• მუზეუმი;

• საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;

• რესტორანი;

• კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობის და მომსახურებისათვის;

• ბანკი;

• მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია;

• ოფისი და კანტორა;

• სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაცია;

• სასამართლო;

• პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;

• სახანძრო დეპო;

• სასტუმრო;

• საზოგადოებრივი ტუალეტი;

• ავტოგასამართი სადგური;

• კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტები;

• საკულტო შენობები და ნაგებოები.

5. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1): საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, მათ შორის კარკასი განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე (შერეული ზონა);

ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეოებები:

• მრავალფუნქციური შენობა (რომელშიც დომინირებულად არ არის გამოყოფილი რომელიმე ფუნქციური სახეობა);

• პარკი;

• ბაღი;

• სკვერი;

• ბულვარი;

• საბავშვო მოედანი;

• საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;

• დაწყებითი სკოლა;

• საშუალო სკოლა;

• საშუალო პროფესიულ-ტექნიკური დაწესებულება;

• უმღლესი სასწავლებელი;

• პოლიკლინიკა;

• ამბულატორია;

• აფთიაქი;

• სპორტული აუზი;

• კლუბი;

• კინოთეატრი;

• თეატრი;

• საქალაქო ბიბლიოთეკა;

• არქივი;

• საინფორმაციო ცენტრი;

• მუზეუმი; საგამოფენო დარბაზი;

• საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;

• სამრეწველო საქონლის მაღაზია;

•სასურსათო მაღაზია;

• უნივერსალური მაღაზია და სავაჭრო ცენტრი;

• ბარი;

• კაფე;

• რესტორანი;

• სწრაფი კვების ობიექტი;

• საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი;

• საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილებები;

• ბანკის ფილიალი, განყოფილება;

• ბანკი;

• მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია;

• ოფისი და კანტორა;

• სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაცია;

• სასამართლო;

• იურიდიული კონსულტაცია;

• სანოტარო კანტორა;

• სასტუმრო;

• ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჟი.

ბ) ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლების საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:

• საავადმყოფო;

• სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური;

• ღია საცურაო აუზი;

• სპორტული მოედანი;

• საკონცერტო დარბაზი;

• უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი;

• კაზინო და სხვა აზარტული თამაშების ობიექტი;

• სავაჭრო ცენტრი;

• კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;

• პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;

• სახანძრო დეპო;

• საზოგადოებრივი ტუალეტი;

• რკინიგზის სადგური;

• ავტოსადგური;

• აეროსადგური;

• ავტოგასამართი სადგური;

• კომუნალური და საინჟირო ტექნიკური ობიექტები;

• საკულტო შენობები და ნაგებობები.

 6. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2): განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, მათ შორის კარკასი, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით:

 ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

• მრავალფუნქციური შენობა (დომინირებული სახეობა);

• განაშენიანების საშუალო და მაღალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (არადომინირებული სახეობა);

• პარკი;

• ბაღი;

• სკვერი;

• ბულვარი;

• აფთიაქი;

• კლუბი;

• კინოთეატრი;

• თეატრი;

• საკონცერტო დარბაზი;

• უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი;

• საქალაქო ბიბლიოთეკა;

• არქივი;

• საინფორმაციო ცენტრი;

• მუზეუმი;

• საგამოფენო დარბაზი;

• საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;

• უნივერსალური მაღაზია;

• სავაჭრო ცენტრი;

• ბარი;

•კაფე;

• რესტორანი;

• სწრაფი კვების ობიექტი;

• საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი;

• საფოსტო და კავშირგაბმულობის ობიექტი;

• ბანკის ფილიალი, განყოფილება;

• ბანკი;

• მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია;

• ოფისი და კანტორა;

• სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები;

• სასამართლო;

• იურიდიული კონსულტაცია;

• სანოტარო კანტორა;

• სასტუმრო;

• ჩაშენებული საზოგადოებრივი ტუალეტი;

• ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჟი;

• საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები.

ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:

• დაწყებითი სკოლა;

• საშუალო სკოლა;

• საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება;

• უმაღლესი სასწავლებელი;

• პოლიკლინიკა;

• კაზინო, დროებითი პავილიონი საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;

• პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;

• აეროსადგური;

• ავტოგასამართი სადგური საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომის კომპლექსში;

• კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი;

• საკულტო შენობები და ნაგებობები;

7. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 (სსზ-3):

 განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, მათ შორის კარკასი, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით:

 ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

• მრავალფუნქციური შენობა (დომინირებული სახეობა);

• განაშენიანების საშუალო და მაღალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებლი სახლი (არადომინირებული სახეობა);

• პარკი;

• ბაღი;

• სკვერი;

• ბულვარი;

• აფთიაქი;

• კლუბი;

• კინოთეატრი;

• თეატრი;

• საკონცერტო დარბაზი;

• უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი;

• საქალაქო ბიბლიოთეკა;

•არქივი;

• საინფორმაციო ცენტრი;

• მუზეუმი;

•საგამოფენო დარბაზი;

•საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;

• უნივერსალური მაღაზია;

• სავაჭრო ცენტრი;

• ბარი;

• კაფე;

•რესტორანი;

• სწრაფი კვების ობიექტი;

• საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი;

• საფოსტო და კავშირგაბმულობის ობიექტი;

• ბანკის ფილიალი, განყოფილება;

• ბანკი;

• მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია;

• ოფისი და კანტორა;

• სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები;

• სასამართლო;

• იურიდიული კონსულტაცია;

• სანოტარო კანტორა;

• სასტუმრო;

• ჩაშენებული საზოგადოებრივი ტუალეტი;

• ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჟი;

• საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები;

ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:

• დაწყებითი სკოლა;

• საშუალო სკოლა;

• საშუალო პროფესიულ-ტექნიკური დაწესებულება;

• უმაღლესი სასწავლებელი;

• პოლიკლინიკა;

• კაზინო და სხვა აზარტული თამაშების ობიექტი;

• კიოსკი, დროებითი პავილიონი საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;

• პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;

• აეროსადგური;

• ავტოგასამართი სადგური საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომის კომპლექსში;

• კომუნალური საინჟინრო და ტექნიკური ობიექტი;

• საკულტო შენობები და ნაგებობები.

 8. სარეკრეაციო ზონა (რზ-2) წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას:

ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

• პარკი;

• ბაღი;

• სკვერი;

• ბულვარი;

• დეკორატიული გაფორმების ობიექტი;

• მცირე არქიტექტურული ფორმები: საპარკო პავილიონი, როტონდა, ფანჩატური, პერგოლა, ურნა, ტრელაჟი, საბავშვო მოედანი, შადრევანი, დეკორატიული აუზი, წყლის სასმელი შადრევანი, კასკადი, არხი, ღია კიბე და პანდუსი, საყრდენი კედელი და სხვა;

• სკულპტურულ-არქიტექტურული მონუმენტი;

• სპორტული მოედანი;

• პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი;

• სავაჭრო და საგამოფენო პავილიონი;

• ატრაქციონი;

• საწყლოსნო ობიექტი (ნავმისადგომი, ელინგი);

• საზოგადოებრივი ტუალეტი;

ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:

• ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი;

• სასტუმრო;

• სამაყურებლო ობიექტი (ესტრადა, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზი, ღია და გადახურული კინოთეატრი);

• სპორტულ-ფიზკულტურული ნაგებობა (სტადიონი, სათამაშო მოედანი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზები);

• სათამაშო ავტომატების დარბაზი, საბილიარდო, კაზინო და ა.შ.;

• ზოოპარკი;

• კაფე, რესტორანი; სასკოლო და სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზებული დაწესებულებები;

• სამეურნეო ობიექტი და მისი ფუნქციონირებისთვის განკუთვნილი ადმინისტრაციული შენობა, საყოფაცხოვრებო სათავსები, სახელოსნოები, გარაჟები და საწყობები;

• საკულტო შენობები და ნაგებობები;

• ღია მიწისქვეშა ავტოსადგომები.

 9. სარეკრეაციო ზონა 3 (რზ-3) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან მის გარეთ და (p), სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობის განთავსება.

ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები;

• ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

• პარკი;

• ბაღი;

• სკვერი;

• ბულვარი;

• მცირე არქიტექტურული ფორმები: საპარკო პავილიონი, როტონდა, ფანჩატური, პერგოლა, ურნა, ტრელაჟი, საბავშვო მოედანი, შადრევანი, დეკორატიული აუზი, წყლის სასმელი შადრევანი, კასკადი, არხი, ღია კიბე და პანდუსი, საყრდენი კედელი და სხვა;

• სკულპტურულ-არქიტექტურული მონუმენტი;

• სპორტული მოედანი;

• პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი;

• სავაჭრო ჯიხურები, სავაჭრო და საგამოფენო პავილიონი;

• საწყალოსნო ობიექტი (ნავმისადგომი ელინგი);

• დასასვენებელი სახლი;

• დასვენების ბანაკი და ბაზა; სანატორიუმი;

• სასტუმრო; საზოგადოებრივი ტუალეტი:

 ბ) ტერიტორეიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:

• ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი;

• სამაყურებლო ობიექტი (ესტრადა, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზი, კინოთეატრი);

•მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი;

• საავადმყოფო;

• პოლიკლინიკა;

• ამბულატორია;

• სპორტულ-ფიზკულტურული ნაგებობა (საწვრთნელი ბაზა, სპორტული მოედანი, სტადიონი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზები);

• ატრაქციონი;

 • კაფე, რესტორანი;

• სამეურნეო ობიექტი და მისი ფუნქციონირებისთვის განკუთვნილი ადმინისტრაციული შენობა, საყოფაცხოვრებო სათავსები, სახელოსნოები, გარაჟები და საწყობები;

• საკულტო შენობები, ნაგებობები.

 10. სპეციალური ზონალური ნებართვის საფუძველზე მხოლოდ საკულტო შენობა-ნაგებობების განთავსება ასევე დასაშვებია ქვემოთ ჩამოთვლილ ფუნქციურ ზონებში:

 ა) სარეკრეაციო ზონა 1 –(რზ-1):

 ბ) სამხედრო დანიშნულების ზონა 2 – (სდზ-2):

 გ) სპეციალური ზონა - სპეცზ);

 დ) საცხოვრებელი ზონები;

 ე) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 – (სსზ-3);

 ვ) სამრეწველო ზონა 1 – (ს-1);

 ზ) სამხედრო დანიშნულების ზონა 1 – ( სდზ-1_;

 თ) სატრანსპორტო ზონა - (ტზ);

 ი) სანიტარიული ზონა - (სანზ):

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ,, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.06.2017.
როდის იქნა მიღებული „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ,, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ,, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 27.06.2017. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №40. სარეგისტრაციო კოდი — 010205005.35.105.016328.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ,, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ,, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ,, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ,, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №40, 27.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 010205005.35.105.016328 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3716100/