მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.06.2017
ძალის დაკარგვა 14.02.2018
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 210020000.35.163.016343
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/06/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2017 წლის 29 ივნისი
ქ. თელავი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღებისა და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
თვითმმართველი თემის –
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (შემდგომ ტექსტში –
თელავის მუნიციპალიტეტი) შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართისათვის –
1 კვადრატული მეტრი 1 (ერთი) ლარის ოდენობით, აგრეთვე ხაზობრივი ნაგებობებისათვის (რკინიგზა, წყალსადენი, გაზსადენი, ელ. გადაცემის ხაზები, ელ. კავშირი, არხები და სხვა) –
1 კვადრატული მეტრი 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, დანართის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
მოსაკრებლის თანხა მთლიანად ჩაირიცხოს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადეს „თვითმმართველი თემის –
თელავის მუნიციპალიტეტის მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღებისა და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემის –
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ოქტომბრის №50 დადგენილება.
მუხლი 6🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი
დანართი
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. მშენებლობის ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა-ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში.
2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები ნებართვაში მითითებულ ვადებში.
მუხლი 2🔗. მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტი
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური/იურიდიული პირი.
მუხლი 3🔗. მოსაკრებლის გადამხდელი
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან მშენებარე ობიექტების მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური/იურიდიული პირები ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.
მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან სახელმწიფოს მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის იურიდიული პირები, რომლებიც თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს 2018 წლის 01 იანვრამდე.