,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.172.016170
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2017 წლის 28 ივნისი

ქ. ამბროლაური

 

,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №11 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 25/07/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.172.016011) დამტკიცებულ „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებებისა და მოხეელებისგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

ა) იურიდიული განყოფილება;

ბ) საინფორმაციო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტითა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე“;

ბ) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31.ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე (შემდგომში – უფროსის მოადგილე) ადმინისტრაციის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას, კოორდინაციას და კონტროლს უწევს ადმინისტრაციის სტრუქტრული ქვედანაყოფების საქმიანობას;";

გ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:

„მუხლი 10. საინფორმაციო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება

სამსახურის საინფორმაციო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება:

ა) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებისი მიმდინარეობის შესახებ;

ბ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობას;

გ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

დ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;

ე) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას;

ვ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით, „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით, უზრუნველყოფს მოქალაქეთა  საინფორმაციო მომსახურებას;

ზ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;

ი) ახდენს მერიის სტრუქტურული ერთეულებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;

კ) უზრუნველყოფს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

ლ) უზრუნველყოფს საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;

მ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და მუნიციპალური სამსახურების საოფისე მასალებით მომარაგებას;

ნ) აკონტროლებს საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;

ო) უზრუნველყოფს საკრებულოსა და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 01 ივლისიდან.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით ვაჩაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.06.2017.
როდის იქნა მიღებული „,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 28.06.2017. მიმღები ორგანო — ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.172.016170.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №14, 28.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.172.016170 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3717528/