ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და გადახდის ქვითრის ტიპიური ფორმის, დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.06.2017
ძალის დაკარგვა 21.06.2019
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | სასტუმრო |
| 2 | პოლიციის განყოფილება |
| 3 | პოლიკლინიკა |
| 4 | შემოქმედის ეპარქიის რეზიდენცია |
| 5 | დაცვის სამსახურები |
| 6 | სასურსათო და სამრეწველო მაღაზიები |
| 7 | საცხობები |
| 8 | დასასვენებელი სახლები (ბანაკები) |
| 9 | აგრარული ბაზარი |
| 10 | აფთიაქები |
| 11 | აბანოები |
| 12 | სადალაქო, სილამაზის სალონი |
| 13 | სასადილოები |
| 14 | ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, ატრაქციონები. |
| 15 | მცირე ზომის ატრაქციონები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.08.2011
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და გადახდის ქვითრის ტიპიური ფორმის, დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2017 წლის 28 ივნისი
დაბა ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და გადახდის ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61- მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 93-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, 51, მე-6 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, თანახმად დანართისა (დანართი 1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა, თანახმად დანართისა (დანართი 2).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვს გადახდის ქვითრის ტიპიური ფორმა, თანახმად დანართისა (დანართი 3).
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე დასუფთავებისათვს გადახდის ქვითრის ტიპიური ფორმა თანახმად დანართისა (დანართი 4).
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აგვისტოს №50 დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 12/09/2011; სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.114.016072).
მუხლი 6🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე
დანართი 1
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და კურორტ ბახმაროს ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1🔗.
ზოგადი ნაწილი
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია აწესრიგებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის მქონე დასახლებული და კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის მქონე დასახლებული და კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელს.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. იურიდიულ პირებს მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური უგზავნის შეტყობინებას მოსაკრებლის ოდენობის შესახებ. შეტყობინებას თან ერთვის, ამ ინსტრუქციის შესაბამისად, დასაბუთებული გაანგარიშება.
5. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადახდა სავალდებულოა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების, გატანის სისტემის მქონე ტერიტორიებსა და კურორტ ბახმაროში საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, ამ ინსტრუქციის თანახმად.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. მოსაკრებელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე გაიანგარიშება მოსახლისთვის სულადობის მიხედვით. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – დაგროვილი ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაცია.
3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტსა და კურორტ ბახმაროში (სეზონურად) მოსახლისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდგომში –
ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდგომში – მესაკუთრე) ან/მოქირავნე, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
4. ფიზიკური პირი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებელს იხდის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე –
დროებითი სახოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
6. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
7. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
8. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
10. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის, ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის, მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში.
2. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიობრივი რაოდენობიდან გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად.
3. საწარმოო ობიექტმა ან/და ორგანიზაციამ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს (შესაბამისი დასაბუთებით), მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ განთავისუფლდება მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის საშუალებით) მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის საშუალებით) მომართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ (აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე).
5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები სარგებლობენ მოსაკრებლის გადახდის 50%-იანი შეღავათებით.
6. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, სოციალურად დაუცველი ოჯახები კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმით (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა უტოლდება ან ნაკლებია 65 000 ქულაზე) და კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები.
7. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ წარმოექმნებათ ნარჩენი ერთხელ მაინც კალენდარული თვის მანძილზე.
8. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
9. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.
10. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები და დაზარალებული პირები.
11. ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ აღნიშნული წესის ძალაში შესვლის თარიღამდე, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დავალიანების გადახდისაგან.
12. იურიდული პირები, რომელთაც დასუფთავების მომსახურებასთან დაკავშირებით გაფორმებული აქვთ მიმდინარე ხელშეკრულებები, სატარიფო ცვლილება შეეეხებათ 2018 წლის 01 იანვრიდან.
13. მოსაკრებლის განაკვეთის შეცვლა შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი დასაბუთების (ქრონომეტრაჟის და ტენდენციების) საფუძველზე.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი, პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულებაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე. მოსაკრებელი გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში. მოსაკრებლის გადახდა დასტურდება მოსაკრებლის გადახდის თაობაზე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული, დადგენილი ფორმის ქვითრის წარდგენით.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და კურორტ ბახმაროს ტერიტორიზე მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.
3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
4. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 6🔗.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
1. კონტროლი მოსაკრებლის გამოანგარიშებასა და ბიუჯეტში შეტანის ორგანიზებაზე დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურებს: საფინანსო სამსახურს, მუნიციპალური ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურს.
2. ა(ა)იპ –
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კომუნალურ სამსახურს „სხივი“ (ს/კ 242008796) დაეკისროს:
ა) გადამხდელთა აღრიცხვა და ბაზის შექმნა;
ბ) გადამხდელად რეგისტრაცია და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის გადამხდელისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;
გ) დავალიანების რეესტრის წარმოება;
დ) პასუხისმგებლობა მოსაკრებლის ამოღებაზე
ე) კვარტლური ანგარიშის წარმოდგენა.
3. ა(ა)იპ „კურორტ ბახმაროს“ ადმინისტრაცია დახმარებას უწევს კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე ა(ა)იპ „სხივს“ გადამხდელთა აღრიცხვასა და ბაზის შექმნაში ასევე მოსაკრებლის ამოღებაში.
4. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი 2
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა
დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა
1. დაბა ჩოხატაურში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 0.25 ლარით, ხოლო კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე –
ერთ სულ მოსახლეზე (მოქირავნე) 1.25 ლარით. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
2. იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებებისათვის, მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ცხრილი 1-ის შესაბამისად.
3. კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებებისათვის, მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ცხრილი 2-ის შესაბამისად.
ცხრილი 1
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის
მოსაკრებლის ოდენობა
N
მოსაკრებლის გადამხდელთა დასახელება
ზომის ერთეული
მოსაკრებლის ოდენობა თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)
1
2
3
4
1
იუსტიციის სახლები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არდაერიცხება)
საერთო ფართის 1 კვმ
0.08
2
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართზემოსაკრებელი არ დაერიცხება)
საერთო ფართის 1 კვმ
0.08
3
კინოთეატრები და თეატრები
მაყურებლის ერთი სავარძელი
0.08
4
სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება )
ერთ მოსწავლეზე
0.05
5
სასტუმროები, საოჯახო ტიპის სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არდაერიცხება)
მომსახურების ერთეული (საწოლი)
1.5
6
საავადმყოფოები, პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები
საერთო ფართის 1 კვმ
0.08
7
ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არდაერიცხება)
საერთო ფართის 1 კვმ
0.5
8
სტადიონები, კერძო სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა )
ღია ფართის 1 კვმ
0.02
დახურული ფართის 1 კვმ
0.08
9
სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზები)
დახურული ფართის 1 კვმ
0.35
10
სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები (სავაჭრო დარბაზები)
სამუშაო ფართის 1 კვმ
0.35
11
აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები
სამუშაო ფართის 1 კვმ
0.024
12
შერეული საქონლის ბაზრობები
სამუშაო ფართის 1 კვმ
0.3
13
ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით)
ღია ფართის 1 კვმ
0.05
დახურული ფართის 1 კვმ
0.08
14
ავოგასამართი სადგურები
საერთო ფართის 1 კვმ
0.09
15
ავტომანქანების სარემონტო სადგურები, ტექნიკური მომსახურების ადგილები
ღია საერთო ფართის 1 კვმ
0.05
საერთო ფართის 1 კვმ
0.16
16
აბანოები, საუნები
საერთო ფართის 1 კვმ
0.2
17
სადალაქო და სილამაზის სალონები
საერთო ფართის 1 კვმ
0.35
18
მცირე სამეწარმეო საქმიანობა, შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
საერთო ფართის 1 კვმ
0.30
19
რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები
ერთ საჯდომ ადგილზე
1.5
20
საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისთვის
ერთ საჯდომ ადგილზე
0.70
21
საცხობები
სამუშაო ფართის 1 კვმ
0.35
22
დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები
საერთო ფართის 1 კვმ
0.35
23
საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი
საერთო ფართის 1 კვმ
0.20
24
სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა )
საერთო ფართის 1 კვმ
0.30
ცხრილი 2
კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა
№
კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები.
მოსაკრებლის ოდენობა თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)
1
სასტუმრო
1მ3-20
2
პოლიციის განყოფილება
1მ3-20
3
პოლიკლინიკა
1მ3-20
4
შემოქმედის ეპარქიის რეზიდენცია
1მ3-20
5
დაცვის სამსახურები
1მ3-20
6
სასურსათო და სამრეწველო მაღაზიები
1მ3-20
7
საცხობები
1მ3-20
8
დასასვენებელი სახლები (ბანაკები)
1მ3-20
9
აგრარული ბაზარი
1მ3-20
10
აფთიაქები
1მ3-20
11
აბანოები
1მ3-20
12
სადალაქო, სილამაზის სალონი
1მ3-20
13
სასადილოები
1მ3-20
14
ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, ატრაქციონები.
1მ3-20
15
მცირე ზომის ატრაქციონები
1მ3-20
დანართი 3
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის
სახაზინო კოდი
ქვითარი:
0
მისამართი:
საიდენტიფიკაციო კოდი ან პირ. №:
სამუშაო ფართის 1კვ.მ (ან ერთსულზე)
ტარიფი
რაოდენობა
0.00
0.00
თარიღი
ოპერაციის ტიპი
თანხა
00.00.2017
დარიცხვა
0.00
დებეტი
0.00
გადახდილია
0.00
გადასახდელია
0.00
გთხოვთ არაუგვიანეს 20 რიცხვისა გადაიხადოთ მოსაკრებელი. გადაუხდელობის შემთხვევაში გატარდება ადმინისტრაციული ზომები.
ძვირფასო მოქალაქენო !
ორაგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშწორების წესით.
მოსახლეობა ვალდებულია დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა განახორციელოს კვარტალურად როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშწორების წესით, რომლის ადმინისტრირებას განახორციელებს ა(ა)იპ „სხივი“. მხარეთა შეთანხმებით მოსაკრებლის ოდენობის და გადახდის შესახებ ინფორმაცია გადამხდელს შეიძლება ეცნობოს SMS შეტყობინებით, რომელიც:
ანაცვლებს ამ ქვითრის მიღების სამართლებრივ მნიშვნელობას. დავალიანების ნებაყოფლობით გადახდევინების მიწერილობის უგულებელყოფისას კალენდარული წლის 20 დეკემბრისთვის დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად საქმე წარედგინება სასამართლოს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურს.
ტელ: 577 95 70 01
დანართი 4
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მოსაკრებელი კურორტ ბახმაროს დასუფთავებისათვის
სახაზინო კოდი
ქვითარი:
0
მისამართი:
საიდენტიფიკაციო კოდი ან პირ. №:
მესაკუთრე ან/და მოსარგებლე
ტარიფი
რაოდენობა
0.00
5 (ხუთი) ლარი
თარიღი
ოპერაციის ტიპი
თანხა
00.00.2017
დარიცხვა
0.00
დებეტი
0.00
გადახდილია
0.00
გადასახდელია
0.00
გთხოვთ არაუგვიანეს მოსაკრებლის გადახდის ქვითარის გამოიწერიდან 5 დღის ვადაში გადაიხადოთ მოსაკრებელი, გადაუხდელობის შემთხვევაში გატარდება ადმინისტრაციული ზომები.
ძვირფასო მოქალაქენო !
ორაგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშწორების წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურს.
ტელ: 577 95 70 01