აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 28.06.2017
ძალაში შესვლა 01.07.2017
ძალის დაკარგვა 08.08.2017
გამომცემი ორგანო აჟარის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.102.016157
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/06/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 240 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.2017 მიღება
01.07.2017 ძალაში შესვლა
08.08.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
5 პირველი რანგი - მაღალი მმართველობითი დონე
6 მესამე რანგი - უფროსი სპეციალისტის დონე
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სპარტაკ გურჩიანი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
რანგი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2017 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 განისაზღვროს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის  საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები  თანდართული №1 დანართის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის  საჯარო  მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ” აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის  №31  დადგენილება (www.matsne.gov.ge 31/12/2014; 010320010.35.102.016101)მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.  აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი დანართი № 1 აჟარის   (ზემო   აფხაზეთის)   მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  თანამდებობის  პირთა  და საკრებულოს  აპარატის   საჯარო   მოსამსახურეთა  თანამდებობრივი   სარგოები  № რანგი თანამდებობის დასახელება თანამდებობრივი    სარგო 1 საკრებულოს თავმჯდომარე - პოლიტიკური თანამდებობის პირი 2650 2 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - პოლიტიკური თანამდებობის პირი 1900 3 საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე - პოლიტიკური თანამდებობის პირი 1500 4 საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე - პოლიტიკური თანამდებობის პირი 1500 5 პირველი რანგი - მაღალი მმართველობითი დონე საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი -აპარატის უფროსი 1100 6 მესამე რანგი - უფროსი სპეციალისტის დონე საჯარო დაწესებულების  პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 750