განზრახულობათა ოქმი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და იტალიის მეცნიერული კვლევების ეროვნულ საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 15.05.1997
ძალაში შესვლა 15.05.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430000000.00.003.000202
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 07/10/1998
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელით პრეზიდენტი (ხელმოწერილია) | იტალიის რესპუბლიკის მეცნიერული კვლევების ეროვნული საბჭოს სახელით თავმჯდომარე (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
განზრახულობათა ოქმი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და იტალიის მეცნიერული კვლევების ეროვნულ საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ
განზრახულობათა ოქმი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და იტალიის მეცნიერული კვლევების ეროვნულ საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და იტალიის მეცნიერული კვლევების ეროვნული საბჭო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, სურთ რა განავითარონ თანამშრომლობა მეცნიერების დარგში ქართველ და იტალიელ მეცნიერ-მკვლევარებს შორის, შეთანხმდნენ დაამყარონ კონტაქტები ორი ქვეყნის შესაბამის სამეცნიერო გაერთიანებებს შორის.
თანამშრომლობა მოიცავს მხარეების კომპეტენციაში შემავალ ყველა დისციპლინას: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და ბიოტექნოლოგია, მედიცინა, გეოლოგია, სოფლის მეურნეობა, საინჟინრო მეცნიერება და არქიტექტურა, იურიდიული, საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული მეცნიერებანი, ტექნოლოგიური კვლევები და ინოვაციები, ინფორმატიკა, გარემოს დაცვა.
წინამდებარე განზრახულობათა ოქმის უპირველესი მიზანია იყოს საფუძველი მხარეებს შორის მეცნიერული თანამშრომლობის განვითარებისათვის.
ამ მიზნით მხარეები შეთანხმდნენ:
გაცვალონ ინფორმაცია ორ დაწესებულებაში მიმდინარე კვლევა-ძიებებისა და ორი ქვეყნის სამეცნიერო პოლიტიკის შესახებ;
გაცვალონ ექსპერტთა დელეგაციები თანამშრომლობისათვის საჭირო ფორმებისა და მეთოდების დადგენისა და შესწავლის მიზნით (ერთობლივი კვლევების პროექტები, მეცნიერ-მკვლევართა გაცვლები, ორმხრივი სემინარები).
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და იტალიის მეცნიერული კვლევების ეროვნული საბჭო ხელს შეუწყობენ თავიანთი კვლევითი ინსტიტუტების ერთობლივ მონაწილეობას ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებულ კვლევით საქმიანობაში.
წინამდებარე ოქმი ძალაში შევა ხელმოწერის დღიდან და იმოქმედებს მანამდე, სანამ ერთი მხარე მეორე მხარეს ერთი წლით ადრე წერილობით არ აცნობებს ოქმის გაუქმების შესახებ.
ხელმოწერილია ქ. რომში, 1997 წლის 15 მაისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და იტალიურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიის სახელით
პრეზიდენტი
(ხელმოწერილია)
იტალიის რესპუბლიკის
მეცნიერული კვლევების
ეროვნული საბჭოს სახელით
თავმჯდომარე
(ხელმოწერილია)