ოქმი განათლების სფეროში კონკრეტულ შეთანხმებათა თაობაზე ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის

მიღების თარიღი 09.09.1998
ძალაში შესვლა 09.09.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430000000.00.003.000204
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 15/10/1998
matsne.gov.ge 507 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.09.1998 მიღება
09.09.2008 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით (ხელმოწერილია) ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი განათლების სფეროში კონკრეტულ შეთანხმებათა თაობაზე ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ოქმი განათლების სფეროში კონკრეტულ შეთანხმებათა თაობაზე ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ისრაელის სახელმწიფოს მთავრობა და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი) ესწრაფვიან რა ურთიერთგაგების, მეგობრობისა და თანამშრომლობის საფუძველზე ურთიერთობათა განმტკიცებას და განვითარებას ორ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის განათლების დარგში, ხელმძღვანელობენ რა 1995 წლის 19 ივნისს ხელმოწერილი „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერების და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 თითოეული მხარე თავიანთ სახელმწიფოში შექმნის საჭირო პირობებს, რათა მეორე მხარემ შეძლოს ასწავლოს საკუთარი ენა, კულტურა, ეროვნული ისტორია, ლიტერატურა, გეოგრაფია, ადათები და წეს-ჩვეულებები. მხარეები შეუფერხებლად გაცვლიან თავიანთ მეთოდურ სასწავლო გამოცდილებას. მუხლი 2🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირ ურთიერთობას საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოს სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის, არასამთავრობო უწყებათა ჩათვლით. მუხლი 3🔗 თითოეული მხარე მხარს დაუჭერს ადრეული ასაკის ბავშვთა განათლებისა და „საკვირაო სკოლების“ დაწესებულებათა გახსნასა და ფუნქციონირებას, რომლებშიც სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. ისრაელის იმ ნაწილებში, სადაც არის ქართული მოსახლეობა. იგივე ეხება ებრაულს და ისრაელმცოდნეობის სწავლებას საქართველოს იმ ადგილებში, სადაც არის ებრაული მოსახლეობა. თითოეულ მხარეს, მეორე მხარესთან კოორდინირებით შეეძლება მონაწილეობა მიიღოს ასეთ სასწავლო დაწესებულებათა დაფინასებაში. მუხლი 4🔗 მხარეები შეეცდებიან შექმნან საჭირო პირობები საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შესაბამის სკოლებსა და უნივერსიტეტებში პედაგოგიური კადრების მომზადებისა და პროფესიული სწავლების დონის გასაუმჯობესებლად. მხარეები უზრუნველყოფენ აკადემიური კურსების უმაღლესი განათლების შესატყვის ინსტიტუტების სასწავლო პროგრამაში შეტანას. მუხლი 5🔗 მხარეები თანახმანი არიან ნება დართონ მეორე მხარეს გაავრცელოს ინფორმაცია სასწავლო პროგრამების თაობაზე, რომლებიც შემოთავაზებულია მოსწავლეთა მიმღებ სახელმწიფო განათლების სამინისტროს მიერ აღიარებულ სკოლათა ფარგლებში. მხარეები თანახმანი არიან თითოეულმა ნება დართოს მეორე მხარეს გაგზავნოს მოსწავლეები (18 წლის ასაკამდე) მეორე მხარის სახელმწიფოში განათლებისა და სასწავლო პროგრამების დაუფლების მიზნით, იმ პროგრამათა ფარგლებში, რომლებიც აღიარებულია მიმწვევი სახელმწიფოს განათლების სამინისტროს მიერ. მოსწავლეთა შერჩევა ზემოხსენებული პროგრამებისათვის ჩატარდება მოსწავლეთა მიმღებ სახელმწიფოს მიერ. მუხლი 6🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ, შესაბამისად , ებრაული და ქართული განათლების პროგრამების შექმნასა და ფუნქციონირებას. მუხლი 7🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ მეცნიერების შესწავლას, საბუნებისმეტყველო სფეროში კვლევის ჩართვით, შესაბამისი სწავლების პროგრამების მეშვეობით მიმღებ სახელმწიფოში გამგზავნი სახელმწიფოს უმაღლესი განათლების დაწესებულებათა დახმარებით. მუხლი 8🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ უმაღლესი განათლების დაწესებულებათა შორის ურთიერთობათა განვითარებას, სხვადასხვა დონის საუნივერსიტეტო კურსების გაცვლას, შესაბამისი სწავლების პროგრამების ჩათვლით. მუხლი 9🔗 თითოეული მხარე შეეცდება დახმარება აღმოუჩინოს მიმღები სახელმწიფოს უმაღლესი განათლების დაწესებულებათა განყოფილებებს გამგზავნი სახელმწიფოს კულტურისა და ტრადიციების შესწავლაში. მუხლი 10🔗 მუდმივი კონტაქტები დამყარდება მხარეებს შორის განათლების სფეროში ერთობლივი კომიტეტის მეშვეობით, რომელიც შეიქმნება მხარეთა მთავრობებს შორის კულტურის სფეროში დადებულ ხელშეკრულებათა ფარგლებში და რომელსაც დაეკისრება მათ შორის თანამშრომლობის პროგრამათა შემუშავება. მუხლი 11🔗 წინამდებარე ოქმი არ გამორიცხავს ერთობლივ ინიციატივებს სხვა სფეროებში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება წინამდებარე ოქმის სულისკვეთებას და ნაკისრია ურთიერთთანხმობის საფუძველზე. მუხლი 12🔗 ურთიერთშეთანხმების გზით წინამდებარე ოქმის დებულებანი შეიძლება შეცვლილ ან დამატებულ იქნეს. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და ძალაში იქნება ხუთწლიანი პერიოდის მანძილზე. შემდგომში იგი ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდით, თუკი ერთ-ერთი მხარე წერილობითი განცხადებით არ ამცნობს მეორე მხარეს წინამდებარე ოქმის გაუქმების სურვილს არაუგვიანეს 6 თვისა შესაბამისი პერიოდის გავლამდე. შესრულებულია ქ. თბილისში 1998 წლის 9 სექტემბერს, შესაბამისად, 5758 წლის 18 ლულის ორ პირად, ებრაულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. განმარტებასთან დაკავშირებული გაუგებრობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით (ხელმოწერილია) ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)