შპს ”ზარაფხანა დეველოპმენტის” რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/5038-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/ 5038 -1 5

განჩინება

საქართველოს სახელით

რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ

2017 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი – მოვალე – შპს „ზარაფხანა დეველოპმენტი“

წარმომადგენელი თამარ ნოდია

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენლები: 1. მიხეილ ლომთაძე

2. ირაკლი წიკლაური

მომრიგებელი საბჭოს წევრები: 1. პაატა კუნჭულია

2. გიორგი გოგიტიძე

3. გიორგი გვალია

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის საკითხი და

გამოარკვია:

2017 წლის 19 ივნისს კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა რეაბილიტაციის მმართველად შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ (გენერალური დირექტორი ნოდარ პაპუკაშვილი) დანიშვნის საკითხი. კრებაზე წარმოდგენილ იქნა კრედიტორთა 11 524 754 ხმა, რაც წარმოადგენს შპს „ზარაფხანა დეველოპმენტის“ კრედიტორთა 51%-ზე მეტ ხმას, კრებაზე წარმოდგენილი ყველა კრედიტორი დაეთანხმა შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ (გენერალური დირექტორი ნოდარ პაპუკაშვილი) რეაბილიტაციის მმართველად დანიშვნას.

სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორებს, მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რეაბილიტაციის მმართველად შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ (გენერალური დირექტორი ნოდარ პაპუკაშვილი) დანიშვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ.

ამავე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების მიხედვით, კრედიტორთა კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება მასზე წარმოდგენილ ხმათა უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. კრედიტორთა ხმების რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით: 1 ლარის მოთხოვნა – 1 ხმა (დამრგვალება ხდება უმცირესისაკენ).

ამავე კანონის 44-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით, კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველს ნიშნავენ და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ რეაბილიტაციის შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში. კრედიტორთა გადაწყვეტილებას განჩინებით ამტკიცებს სასამართლო. რეაბილიტაციის მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. რეაბილიტაციის მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. რეაბილიტაციის მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 27-ე, 44-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284 - ე-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. დამტკიცდეს კრედიტორთა კრების 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება რეაბილიტაციის მმართველად შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ (გენერალური დირექტორი ნოდარ პაპუკაშვილი) დანიშვნის შესახებ.

2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                                   თამარ ჭუნიაშვილი