შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.06.2017
ძალის დაკარგვა 25.04.2018
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016212
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე | ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2017 წლის 29 ივნისი
ქ. ონი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე
დანართი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს ონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კონპენტენციის ფარგლებში განიხილავს ონის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
მუხლი 2🔗
საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗
1.
საბჭო შედგება 7 (შვიდი) წევრისგან.
2.
საბჭოს თავმჯდომარეა ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3.
საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4.
საბჭოს ჰყავს თავჯმდომარის მოადგილე, რომელიც არის ონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.
5.
საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარისა და მოადგილის გარდა შედიან:
ა)
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი;
ბ)
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი;
გ)
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი;
დ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორი წარმომადგენელი.
6.
საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არ არის საბჭოს წევრი.
7.
საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს მდივანი.
8.
საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე.
9.
განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, საბჭოს აქვს უფლება მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის გარეშე.
მუხლი 4🔗
საბჭოს ამოცანებია:
ა)
კომპენტენციის ფარგლებში დაიცვას შშმ პირთა უფლებები და არ დაუშვას ამ ნიშნით მათი დისკრიმინაცია;
ბ)
ხელი შეუწყოს შშმ პირთა ღირსეულ თანაცხოვრებას და ამ მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები, გეგმები და ა.შ.;
გ)
ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობლების უზრუნველყოფის მიზნით;
დ)
შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შშმ პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად;
ე)
ხელი შეუწყოს შშმ პირთა შრომითი, საგანმამათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას;
ვ)
ხელი შეუწყოს შშმ პირთა (მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების) მონაწილეობას იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე.
მუხლი 5🔗
1.
საბჭოს ფუნქციებია:
ა)
რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით;
ბ)
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით;
გ)
არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მიზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით;
დ)
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო-საზოგადოებრივი, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა-მიღება;
ე)
შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მომსახურების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად;
ვ)
შშმ პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ზ)
შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირებისათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვისა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა;
თ)
შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და მათ დანერგვაში ხელშეწყობა;
ი)
შშმ პირებთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;
კ)
შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ლ)
შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია;
მ)
შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა და დასკვნის მომზადება.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.
მუხლი 6🔗
საბჭოს თავმჯდომარე:
ა)
ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს;
ბ)
წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას;
გ)
დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს;
დ)
ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას;
ე)
უფლებამოსილია თავმჯდომარის მოადგილეზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება.
მუხლი 7🔗
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე:
ა)
თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობას;
ბ)
კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
გ)
ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 8🔗
საბჭოს მდივანი:
ა)
პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე;
ბ)
საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას;
გ)
საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
დ)
აწარმოებს საბჭოს სხდომის საოქმო დოკუმენტაციას;
ე)
ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 9🔗
1.
საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა)
საბჭოს სხდომაზე დააყენოს საკითხები და წინადადებები, მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში;
ბ)
წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადებების, დასკვნის ან რეკომენდაციისაგან;
გ)
საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი.
2.
საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა)
მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით;
ბ)
შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
გ)
წარუდგინოს საბჭოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ.
3.
საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
4.
საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:
ა)
ზედიზედ 3-ჯერ სხდომის გაცდენა არასაპატიო მიზეზით;
ბ)
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი;
გ)
სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ)
გარდაცვალება;
ე)
გამგეობის თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეწყვეტის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები;
ვ)
პირადი განცხადება.
მუხლი 10🔗
1.
საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ.
2.
საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
3.
საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნას საბჭოს ყველა წევრი.
4.
საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში.
5.
საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გამოცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას.
6.
საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა)
ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;
ბ)
სხდომის დრო და ადგილი;
გ)
სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;
დ)
განხილვის საგანი;
ე)
კენჭისყრის შედეგები;
ვ)
მიღებული გადაწყვეტილება;
ზ)
განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 11🔗
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას გამგებლის წარდგინების საფუძველზე იღებს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო.