„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.173.016168
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2017 წლის 29 ივნისი

ქ. ახალციხე

 

,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ’’  საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტისა და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად,  ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ქალაქ  ახალციხის  მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’  ქალაქ ახალციხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/07/2014, სარეგისტრაციო კოდი:  010250020.35.173.016003) და  დადგენილებით  დამტკიცებული დანართის:
1.  მე-4 – მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა და საჯარო მოსამსახურეები

1. პირველი რანგი – საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი;

2. მესამე რანგი – საკრებულოს აპარატის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურიდიულ საკითხებში;

3. მესამე რანგი – საკრებულოს აპარატის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – კადრებისა და წერილების  საკითხებში;

4. მესამე რანგი – საკრებულოს აპარატის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საორგანიზაციო საკითხებში;

5. მესამე რანგი – საკრებულოს აპარატის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურიდიულ საკითხებში.

მუხლი 5. მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურიდიულ საკითხებში

1. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში:
ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს ბიუროს სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ამზადებს წინადადებებს მათი სამართლებრივი აქტების პროექტებზე;
ბ) უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, გ) წარმოადგენს და იცავს თვითმმართველი ერთეულის (საკრებულოს) ინტერესებს სასამართლოში;
დ) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციას; აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;
ე) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს სხვა თანამდებობის პირების და აპარატის უფროსის სამსახურებრივ დავალებებს’’.
2. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში:
ა) უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ბ) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციას; აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს სამართლებრივი აქტების პროექტებს და წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
გ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს სხვა თანამდებობის პირების და აპარატის უფროსის სამსახურებრივ დავალებებს.“.

2. მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საორგანიზაციო საკითხებში“.

3. მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – კადრებისა და წერილების საკითხებში“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი ივლისიდან.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.06.2017.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.06.2017. მიმღები ორგანო — ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.173.016168.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №17, 29.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.173.016168 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3721650/