„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2017 წლის 29 ივნისი ქ. გარდაბანი |
ა) მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ზ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შინაგანაწესით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის/მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ“;
ბ) მე-9 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი, პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“;
„5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;
გ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი;“;
დ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. გამგეობის მოსამსახურე
1. გამგეობაში საჯარო სამსახურს ეწევა:
ა) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) – პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება გამგეობის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;
ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.
2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს გამგებელი.“;
ე) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ. მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
ნ. ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 (ოცდაოთხი) სამუშაო დღის ოდენობით.“;
ვ) ამოღებულ იქნეს მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი;
ზ) ამოღებულ იქნეს მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;
თ) შეიცვალოს მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გადაწყვეტილებას გამგეობის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან კონსულტაციის საფუძველზე იღებს გამგებელი.
4. ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულმა კანდიდატმა დანიშვნამდე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან უნდა წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები.“.
ი) ამოღებულ იქნეს მე-20 მუხლის „გ“, „დ“ და „ვ“ პუნქტები
კ) შეიცვალოს მე-20 მუხლის „ე“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მოხელეები – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე და 48-ე მუხლებით განსაზღვრული გადაყვანისას;“;
ლ) ამოღებულ იქნეს 21-ე მუხლი;
მ) 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33. გამგეობის რეორგანიზაცია.
1. საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია გამგეობის რეორგანიზაცია.
2. გამგეობის რეორგანიზაცია არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. გამგეობის რეორგანიზაცია არის გამგეობის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება მისი ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე გამგეობის შტატების გადაადგილება ან/და შემცირება.
4. გამგეობის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
5. გამგეობის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საჯარო სამსახურის ბიუროს, გამგეობის მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე.
6. გამგეობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით. რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით უნდა განისაზღვროს:
ა) რეორგანიზაციის განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს;
გ) რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმი.
7. რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება ვადების მითითებით:
ა) გამგეობის მოსამსახურეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების შესახებ;
ბ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება;
გ) გამგეობის საშტატო ნუსხაში ცვლილებ(ებ)ის პროექტის მომზადება;
დ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.“;
ნ) 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34. გამგეობის სამსახურის რეორგანიზაცია
გამგეობის სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულების 33-ე მუხლით განსაზღვრული წესით.“.
|