„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010320020.32.057.016253
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №18

2017 წლის 29 ივნისი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებუ­ლების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1  დადგენილებასა (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 09/01/2017; სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.057.016236) და ამ დადგენილებით დამტ­კიცე­ბულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 53 (ორმოცდაცამეტი) საშ­ტატო ერთეულით.“;

ბ) დებულების მე-3 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) წარმართოს  საკადრო  პოლიტიკა, უზრუნველყოს  მოხელეთა შეფასება და­ არსე­ბული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარება;”;

გ) დებულების მე-4 მუხლის, მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდგეი რედაქციით:

,,ე) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სამი­ნისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს, დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს, დასანიშნად წარუდგენს აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღ­ვანელის მოადგილის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას – სამი­ნისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის კანდიდატურას;“;

დ) დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამინისტროს სტრუქ­­ტურული, ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწე­სებუ­ლე­ბების უფლებამოსილებათა   განხორციელებისათვის  საჭირო  საინფორმაციო-ტექნი­კუ­რი,­ ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;

გ) სამინისტროს    საქმიანობის   გამჭვირვალობის   უზრუნველყოფა, დარგში არსე­ბული მდგომარეობის  შესახებ საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება;

დ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში  თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ე) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის  დარღვევის  ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

ვ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში  თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი  ეთიკისა და ქცევის წესების შესრულების კონტროლი;

ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება და­ არ­ქივის წარმოება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალების შესრულების ანალიზი და კონტროლი;

თ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვის უზრუნველყოფა;

ი) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა.

კ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა და კომპეტენციის ფარგლებში სამი­ნისტ­როს სისტემაში დასაქმებულთა   პირადი საქმეების წარმოება. სამინისტროში არსე­ბული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების, მოხელის კარიერული განვითარების, მოხელის შეფასების, რეზერვში ჩარიცხვის მოხელისათვის კლასის მი­ნი­ჭების, თანამდებობების რანგებში გადანაწილების პროცესის, სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე