ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.06.2017
ძალის დაკარგვა 04.09.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.141.016202
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/07/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,071 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.2017 მიღება
04.09.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 2
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
გაცემის თარიღი
თანამდებობა სახელი
შედგენილი ოქმები დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები
ოქმის  № თანამდებობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2017 წლის 30 ივნისი ქ. ახალქალაქი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის, 240​1 მუხლის პირველი ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების  საფუძველზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანდართული ფორმა(დანართი №1); ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი(დანართი №2); გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი(დანართი №3); დ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტი(დანართი №4). მუხლი 2🔗 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება. მუხლი 3🔗 „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონის 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, აღრიცხვის ჟურნალის წარმოება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურმა  და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურმა,  კომპეტენციის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიანი დანართი №1 ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმი № ----------------------------------------                                      ------------------ 20      წ. ------------ -------- სთ   (ოქმის შედგენის ადგილი)                                                  (ოქმის შედგენის თარიღი და დრო) ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის -----------------------------------------------------------------------------------                                                                    (ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი) მონაცემები დამრღვევის შესახებ:------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (თანამდებობა, სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები, დაბადების ადგილი და თარიღი, განათლება, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ოჯახური მდგომარეობა) ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ: ________________________________________                                                                         (ადგილი, დრო, არსი) _______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________                          (დარღვეული სამართლებრივი ნორმა, მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი) მოწმე(ები) (არსებობის შემთხვევაში): 1. ------------------------------------------------------------            /---------------------------------/       (სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი №, ხელმოწერა) 2. -------------------------------------------------------------          /----------------------------------/ (სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი №, ხელმოწერა) დაზარალებულ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში): 1. -----------------------------------------------------------        /-----------------------------------/      (სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი №, ხელმოწერა) 2. -----------------------------------------------------------           /------------------------------------/           (სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი №, ხელმოწერა) დამრღვევის ახსნა-განმარტება: ________________________________________________________________________ საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: ________________________________________________________________________ ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის  252-ე  მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი:    ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო: _________________________________________________________________ _________________________________________________________________                                                           (შენიშვნის შინაარსი) სამართალდამრღვევი  ------------------------------------------------------          /-----------------------/                                                               (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა)                       (თარიღი) ოქმის შემდგენელი -----------------------------------------------------        /--------------------/                                                                  (სახელი, გვარი, ხელმოწერა)                                                 ( თარიღი)   ბ. ა. დამკვეთი: დამამზადებელი: სფს-ს რეგისტრაციის № . დანართი №2 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი № გაცემის თარიღი ოქმის № ოქმის გამცემი ოქმის მიმღები თანამდებობა სახელი გვარი ხელმოწერა თანამდებობა სახელი გვარი ხელმოწერა 1     2        3     4  5     6     7     8     9     10 11     დანართი №3 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში – ოქმი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე. მუხლი 2🔗. ოქმის მომარაგება, გაცემა და დაბრუნება 1. ოქმის შეკვეთას მუნიციპალიტეტი აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 2. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. 3. ოქმების გაცემა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურისათვის  და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურისათვის  ხორციელდება მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 4. ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში. მუხლი 3🔗. ოქმების შენახვა 1. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. სათავსო, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 3. სამსახურებზე გაცემული ოქმები ინახება ამ ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან ან პირებთან. მუხლი 4🔗. ოქმების შევსება და წარმოება 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, უფლებამოსილი პირები ავსებენ სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას. 2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში; ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება; თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. 5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში. 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში. 7. ოქმი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე. დანართი 4 გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტი შედგენილი ოქმები დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები შენიშნა ოქმის  № თანამდებობა სახელი გვარი ხელმოწერა დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის № ოქმის № თანამდებობა სახელი გვარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12