საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
მიღების თარიღი 30.06.2017
ძალის დაკარგვა 22.12.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №309
სარეგისტრაციო კოდი 040090000.10.003.020018
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/06/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 20.12.2021
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №309
2017 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომში –
სამინისტრო) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს ინტერესების გათვალისწინებით, განახორციელოს:
ა) სამინისტროს მონაწილეობით დაგეგმილ ან მიმდინარე სამხედრო წვრთნებში, კურსებში, სწავლებებში, ღონისძიებებში ან/და სამუშაო შეხვედრებში/ვიზიტებში მონაწილე ან სტუმრად მყოფი პირების სასურსათო კმაყოფაზე აყვანა/მოხსნა, შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, სანივთე ქონებით, აღჭურვილობით, სამედიცინო მომსახურებით, ფარმაცევტული საშუალებებით ან/და ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
ბ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირების სამინისტროს ბალანსზე არსებული სამხედრო ქონებით უზრუნველყოფა სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი