„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-136
სარეგისტრაციო კოდი
480040000.22.030.016164
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-136

2017 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


1. „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2009 წელი, №144, მუხლი 1679) დამტკიცებულ დიპლომატიური   სამსახურის  გავლის   წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მათ მინიჭებული აქვს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.“;

ბ) მე-4 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-15 პუნქტები:

„11. დიპლომატიური თანამდებობის პირი, გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა, წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიულ საჯარო მოხელეს, რომლის სამსახურის გავლის პირობებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობა არ არის მოწესრიგებული „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით.

12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის შემადგენლობაში შედიან:

ა) ადმინისტრაციული პერსონალი;

ბ) ტექნიკური პერსონალი;

გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

13. ადმინისტრაციული პერსონალი წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიულ საჯარო მოხელეს, რომლის სამსახურის გავლის პირობები რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, თუ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.

14. ტექნიკური პერსონალი წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შრომის ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს.

15. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი წარმოადგენს მოსამსახურეს, რომელიც მინისტრს ან მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს  ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით და რომელსაც არ უკავია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით პროფესიული საჯარო მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის გათვალისწინებული თანამდებობები. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სტატუსი, მისი სამსახურში მიღებისა და მასთან ხელშეკრულების შეწყვეტის წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

გ) მე-5 მუხლის:

გ.ა.) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციული პერსონალისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი ან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში, სრული ზოგადი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელის სერტიფიკატი, გარდა იმ პირებისა, ვისაც ამავე კანონის შესაბამისად, პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად არ მოეთხოვება პროფესიული საჯარო მოხელის სერტიფიკატი.“;

გ.ბ.) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.“;

დ) 81 მუხლის:

დ.ა) მე-2, მე-3, 31 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობაზე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, ინიშნება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

3. ტექნიკური პერსონალის თანამდებობაზე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

31. ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობაზე პირის დასანიშნად, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ინიცირებით და მინისტრის გადაწყვეტილებით,  კონკრეტულ ვაკანსიაზე შესაძლებელია გამოცხადდეს კონკურსი, რომლის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.

4. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნება სამინისტროს ადმინისტრაციული პერსონალი.“;

დ.ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ.გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარსაგზავნი ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია.“;

ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. გამოსაცდელი ვადა

1. მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ და ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობებზე მოსამსახურის დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა, რომლის ხანგრძლივობაც შეადგენს 12 თვეს, შემდეგ შემთხვევებში:

ა) დიპლომატიურ სამსახურში პირველად დანიშვნის დროს;

ბ) დიპლომატიურ თანამდებობაზე პირველად დანიშვნის დროს.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში ჩერდება მოსამსახურის გამოსაცდელი ვადის დინება. მოსამსახურის გამოსაცდელი ვადა სამსახურის სტაჟში ჩაითვლება.

3. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შემთხვევაში, გამოსაცდელი ვადის დარჩენილი პერიოდი ინარჩუნებს ძალას პირველად დანიშვნის ბრძანებაში მითითებული ვადით.

4. მოსამსახურის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე უშუალო ხელმძღვანელი ამოწმებს გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის პროფესიული უნარ-ჩვევების, პროფესიული შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობას.

5. მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორჯერ უარყოფითად შეფასების საფუძველზე.

6. უფლებამოსილი პირი გამოსაცდელი ვადით მიღებული მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მეორე უარყოფითი შეფასების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.“;

ვ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამსახურე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით ან სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს მის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამის ან უფრო მაღალ/დაბალ თანამდებობაზე:

ა) დაწესებულების რეორგანიზაციისას;

ბ) შტატების შემცირებისას;

გ)  პირადი განცხადების საფუძველზე;

დ)ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას;

ე) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემთხვევაში;

ვ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე გამოწვევის გამო;

ზ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“;

ზ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) 141 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 141. მოსამსახურისათვის დროებითი ფუნქციების დაკისრება

1. სამინისტროს ინტერესებიდან ან/და მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსამსახურეს შესაძლებელია დროებით დაეკისროს ის ფუნქციები, რომელთა შესრულება არ განეკუთვნება მის მოვალეობას.

2. მინისტრს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს უფლება აქვს, მოსამსახურეს დროებით დააკისროს:

ა) დამატებითი ფუნქციების შესრულება;

ბ) სხვა ფუნქციების შესრულება და გაათავისუფლოს იგი მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისაგან.

3. დამატებითი ფუნქციების შესრულების საერთო ვადა დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. დაუშვებელია მოსამსახურისათვის ისეთი დროებითი ფუნქციის დაკისრება, რომელიც არ შეესაბამება მის კომპეტენციას.

5. მოსამსახურისათვის ერთ თვეზე მეტი ვადით დროებითი ფუნქციების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით.

6. ერთ თვეზე ნაკლები ვადით დროებითი ფუნქციის შესრულებაზე მოსამსახურის მიერ დაუსაბუთებელი უარის თქმა შეიძლება გახდეს მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი.

7. მოსამსახურისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ფუნქციების დაკისრებისათვის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.“;

) მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დიპლომატიური თანამდებობის პირის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად შესაძლებელია დაინიშნოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობის პირი.”;

კ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციული პერსონალისათვის საზღვარგარეთ სამუშაო მივლინების ვადაა 3 წელი.“;

ლ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ  პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს ერთ წლამდე.“;

) 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 27. დისციპლინური გადაცდომა

1. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომებია:

ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა;

ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;

გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოსამსახურისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.

2. დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;

დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

4. მოსამსახურის მიერ ერთდროულად რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მას დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება უფრო მძიმე დისციპლინური გადაცდომისათვის, 1 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებით.“;

) 29-ე მუხლის:

ნ.ა) 11 და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიმართ გამოიყენოს ამ წესის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და 28-ე მუხლის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები.

2. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური წარმოების პროცედურა განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

ნ.ბ.) მე-3 - მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

) 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 31. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება

1. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოსამსახურეს კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით უნარჩუნდება შრომითი გასამრჯელო, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერდება:

ა)  შვებულების დროს;

ბ) დროებით შრომისუუნარობის დროს;

გ) დისციპლინური წარმოებისას მოსამსახურის სამსახურისათვის ჩამოშორების შემთხვევაში;

დ) საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის არჩევნებში მოსამსახურის კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ე) მოსამსახურის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ მოსამსახურეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება;

ვ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსებისას, თუ მოსამსახურეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა. ამ შემთხვევაში შესაბამისი საჯარო დაწესებულებისათვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მოსამსახურისათვის მომსახურების გამწევ ორგანიზაციას;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას;

თ) კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე მოსამსახურის დროებით გათავისუფლების სხვა შემთხვევაში.

4. მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“;

) 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. მოსამსახურის შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო

1. მოსამსახურეს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.

2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს ოდენობით.

3. მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

4. მოსამსახურეს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს ოდენობით.

5. მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შეუნარჩუნდება შრომითი გასამრჯელო.

6. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული  ბავშვის მოვლის გამო შვებულებით შესაძლებელია ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. აღნიშნულ შემთხვევაში მოსამსახურეს შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით და ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის დედას არ უსარგებლია ამ მუხლით გათვალისწინებული შვებულებით.“;

) 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 36. მოსამსახურის შვებულება პროფესიული განვითარებისათვის 

1. დიპლომატიური თანამდებობის პირებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამაში მონაწილეობისათვის ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება პროფესიული განვითარების პროგრამის ხანგრძლივობით.

2. მოსამსახურეს უფლება აქვს, საჯარო სამსახურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობისათვის 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს შვებულებით არაუმეტეს 3 თვისა, შრომითი გასამრჯელოს შენარჩუნებით, ან/და შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, შრომითი გასამრჯელოს შენარჩუნების გარეშე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულების ვადების გაგრძელება დაუშვებელია.

4. მოსამსახურე, რომლის პროფესიული განვითარების პროგრამის ხანგრძლივობა აღემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულების ვადას, თავისუფლდება თანამდებობიდან და მისი სურვილის შემთხვევაში ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში/მოხელეთა რეზერვში. ამ შემთხვევაში მოსამსახურის დიპლომატიური სამსახურის რეზერვში/მოხელეთა რეზერვში ყოფნის ვადა აითვლება შესაბამისი პროფესიული განვითარების პროგრამის დასრულებიდან.

5. მოსამსახურის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

) 38-ე მუხლის:

რ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირი, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატების შემცირების,  ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობის გამო ან ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;

რ.ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

21. მოსამსახურე, რომელიც ამორიცხულია რეზერვიდან სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პერსონალისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის/შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღების გამო, ამ თანამდებობიდან გათავისუფლებისას/შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას (დასრულებისას) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩაირიცხოს რეზერვში.“;

) მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საგარეო საქმეთა მინისტრიმიხეილ ჯანელიძე