საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016500
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/07/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,961 სიტყვა · ~25 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
ქვედანაყოფი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეული და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფი, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ერთეული და  სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი
მუხლი 2
მოსამსახურე
სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირი
მუხლი 2
იარაღი და საბრძოლო მასალა
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული  იარაღი და საბრძოლო მასალა
მუხლი 2
აღჭურვილობა
ყველა სახის ოპტიკური, ღამის და სითბური ხედვის ხელსაწყოები, მანძილმზომები, ვაზნების სატენი, იარაღის მაკომპლექტებელი და საკუთვნო საშუალებები
მუხლი 2
საწყობი (საცავი)
ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად დაცული, ქვედანაყოფების ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობა, სადაც ინახება იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, აგრეთვე საიდანაც ხდება მათი პირველადი გაცემა უფლებამოსილ ქვედანაყოფებზე
მუხლი 2
საიარაღო ოთახი
ქვედანაყოფებში არსებული ოთახი, სადაც იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა ინახება პირველადი გადაცემის შემდეგ და საიდანაც ხორციელდება მათი მიღება-გაცემა მოსამსახურეებზე.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 22.03.2019 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 19.10.2015 საქართველოს დაზვერვის სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება 92% 09.09.2015 სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 09.07.2020 პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 21.08.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №49 2017 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის  2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესი თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗  ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში (შემდგომში – სამინისტრო) იარაღის  შენახვის წესსა და პირობებს.   მუხლი 2🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ქვედანაყოფი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეული და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფი, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ერთეული და  სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) მოსამსახურე – სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირი; გ) იარაღი და საბრძოლო მასალა„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული  იარაღი და საბრძოლო მასალა; დ) აღჭურვილობა – ყველა სახის ოპტიკური, ღამის და სითბური ხედვის ხელსაწყოები, მანძილმზომები, ვაზნების სატენი, იარაღის მაკომპლექტებელი და საკუთვნო საშუალებები; ე) საწყობი (საცავი) – ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად დაცული, ქვედანაყოფების ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობა, სადაც ინახება იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, აგრეთვე საიდანაც ხდება მათი პირველადი გაცემა უფლებამოსილ ქვედანაყოფებზე; ვ) საიარაღო ოთახი – ქვედანაყოფებში არსებული ოთახი, სადაც იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა ინახება პირველადი გადაცემის შემდეგ და საიდანაც ხორციელდება მათი მიღება-გაცემა მოსამსახურეებზე. თავი II იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვა მუხლი 3🔗 1. სამინისტროს სისტემაში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვის მიზნით, ქვედანაყოფში არსებული იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა ექვემდებარება აღრიცხვას, რაც გულისხმობს სააღრიცხვო მონაცემებში ჩანაწერების წარმოებას, მათი ბრუნვის მიზნობრიობის განსაზღვრას  და რაოდენობრივი პარამეტრების დადგენილი საზომი ერთეულებით (ცალი ან/და კომპლექტი) და ტექნიკური მდგომარეობის აღრიცხვას.  2. იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვა უნდა იყოს დროული, სრული, ოპერატიულად ხელმისაწვდომი და ზუსტი. იგი ხორციელდება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მოთხოვნების მიხედვით და ზუსტად უნდა ასახავდეს სამინისტროს სისტემაში არსებული შეიარაღების, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის  ფაქტობრივ და ტექნიკურ მდგომარეობას. მუხლი 4🔗 1. სამინისტროზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის საერთო აღრიცხვას, ცენტრალური საცავებიდან მიღება-გაცემას, მათ აღდგენას (შეკეთებას) უზრუნველყოფს სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა (შემდგომში – სარდლობა). 2. ქვედანაყოფზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვას და მიღება-გაცემას უზრუნველყოფს ქვედანაყოფის ლოგისტიკური უზრუნველყოფის სამსახური, ხოლო ასეთი სამსახურის არარსებობის შემთხვევაში, ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი. 3. ქვედანაყოფზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შესახებ სააღრიცხვო მონაცემების შედარება სარდლობასთან ხორციელდება წელიწადში არანაკლებ ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე, სარდლობასთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. მუხლი 5🔗                                                                        1. იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის სააღრიცხვო დოკუმენტებია: ა) წიგნები; ბ) ჟურნალები; გ) ზედდებულები; დ) ბარათები; ე) უწყისები; ვ) აქტები; ზ) სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვის ოპერაციები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების მონაცემები, დადასტურებული სათანადო ხელმოწერითა და ბეჭდით, წარმოადგენს სამინისტროს სისტემაში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვის აღრიცხვის დოკუმენტს. 3. მატერიალური საშუალებების აღრიცხვისა და მოძრაობის წიგნი (დანართი №1, ფორმა №27) განკუთვნილია იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის და ბრუნვის ჩანაწერებისათვის. მასში აისახება ქვედანაყოფზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ჯამური რაოდენობა, აგრეთვე ამ ქვედანაყოფში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებზე რიცხული და გასარემონტებელი იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის  მონაცემები.   4. იარაღისა და ტექნიკის მიმაგრებისა და ნომრების მიხედვით აღრიცხვის წიგნი (დანართი №2, ფორმა №28) განკუთვნილია იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის სანომრე აღრიცხვისა და ქვედანაყოფებზე მიმაგრების შესახებ ინფორმაციის ასახვისათვის. 5. ნომრებისა და ტექნიკური მდგომარეობის მიხედვით აღრიცხვის წიგნი (დანართი № 3, ფორმა № 31) განკუთვნილია ტექნიკაზე, საფორთიფიკაციო ნაგებობებზე და საცეცხლე წერტილებზე დამონტაჟებული იარაღისა და აღჭურვილობის აღრიცხვისათვის. 6. ქვედანაყოფებში სახეზე არსებული მატერიალური ქონების მოძრაობის აღრიცხვის წიგნი (დანართი № 4, ფორმა № 26, ფორმა № 26​ა) განკუთვნილია იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის წარმოებისათვის. 7.  იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება-გაცემის წიგნი (დანართი № 5) განკუთვნილია პირად შემადგენლობაზე იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გაცემისა და მათი მიღების აღრიცხვისათვის. 8. პირად შემადგენლობაზე იარაღისა და აღჭურვილობის მიმაგრების უწყისი (დანართი № 6) განკუთვნილია იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის პირად შემადგენლობაზე მიმაგრების (განპიროვნების) აღრიცხვისათვის. 9. დროებით სარგებლობაში გაცემული და მიღებული მატერიალური საშუალებების აღრიცხვის წიგნი (დანართი № 7, ფორმა № 37) განკუთვნილია იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის დროებით სარგებლობისთვის გაცემისა და შესანახად მიღების აღრიცხვისათვის. 10. მიღება-ჩაბარების უწყისი (დანართი № 8, ფორმა № 9) განკუთვნილია ქვედანაყოფების მიერ გაცემული საბრძოლო მასალების აღრიცხვის, მათი ხარჯვისა და უკან დაბრუნების კონტროლისათვის. 11. საავტომობილო ტექნიკაზე დატვირთული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შენახვის, კონტროლისა და მძღოლების პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი მიმყოლი ფურცელი (დანართი № 9, ფორმა № 62) განკუთვნილია საავტომობილო ტექნიკაზე დატვირთული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვისა და კონტროლის აღრიცხვისათვის, ასევე საავტომობილო ტექნიკაზე მიმაგრებული მძღოლების პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის. 12. საბრძოლო ტექნიკისათვის განსაზღვრული საბრძოლო მასალების საზიდი კომპლექტების ჩალაგების (ჩაწყობის) უწყისი (დანართი № 10, ფორმა № 63) განკუთვნილია საბრძოლო ტექნიკისათვის განსაზღვრული საბრძოლო მასალების საზიდი კომპლექტების ჩალაგების (ჩაწყობის) აღრიცხვისათვის. 13. კატეგორირებული საშუალებების აღრიცხვის ბარათი (დანართი № 11, ფორმა № 43) განკუთვნილია საწყობებში კატეგორირებული იარაღის საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის წარმოებისათვის. 14. საიარაღო ოთახში, საწყობში (საცავში) არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ნუსხა (დანართი № 12, ფორმა № 65) განკუთვნილია საიარაღო ოთახებში განთავსებულ შესანახ ყუთებში, პირამიდებში და კარადებში (მათი საინვენტარიზაციო ნომრების აღრიცხვით)  განთავსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვისა და პასუხისმგებელი პირების განსაზღვრისათვის. იგი მოთავსებული უნდა იყოს ჩარჩოში და შევსებული სახით მაგრდება საიარაღო ოთახის, საწყობის (საცავის) კედელზე შესასვლელი კარის მარჯვენა მხარეს. 15. პირამიდაში განთავსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ნუსხა (დანართი № 13) განკუთვნილია პირამიდაში განთავსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვისა და პასუხისმგებელი პირების განსაზღვრისათვის. 16. ქვედანაყოფის მმართველობის მოსამსახურეთა კარადაში (სეიფში) განთავსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ნუსხა (დანართი № 14) განკუთვნილია ქვედანაყოფის მმართველობის მოსამსახურეთა კარადაში (სეიფში) განთავსებული შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვისა და პასუხისმგებელი პირების განსაზღვრისათვის. 17. მჭიდების გადატენის გრაფიკი (დანართი № 15) განკუთვნილია ქვედანაყოფებში არსებული იარაღის  მჭიდების გადატენის თარიღების დადგენისა და გადატენაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრისათვის. 18. იარაღის შესანახი პირამიდის (კარადის, ყუთის, სეიფის) იარლიყი და საბრძოლო მასალის შესანახი კარადის (ყუთის) იარლიყი (დანართი № 16) განკუთვნილია პირამიდის, კარადის, ყუთის, სეიფის აღრიცხვისა და პასუხისმგებელი პირის განსაზღვრისათვის. 19. პირამიდაში, კარადაში, სეიფში და ყუთში იარაღის განთავსების ადგილის მიმანიშნებელი იარლიყი (დანართი № 17) განკუთვნილია პირამიდაში, კარადაში, სეიფში შენახული  იარაღის განთავსების ადგილის მისანიშნებლად. 20. ყუთში შენახული საბრძოლო მასალის ნუსხა (დანართი № 18) განკუთვნილია ყუთში შენახული საბრძოლო მასალის აღრიცხვისა და პასუხისმგებელი პირების განსაზღვრისათვის. 21. საყარაულო შენობაში განთავსებული საბრძოლო მასალების შენახვაზე განთავსების აქტი (დანართი № 19) განკუთვნილია სამხედრო ნაწილებში საყარაულო შენობაში შენახვაზე განთავსებული საბრძოლო მასალის აღრიცხვისა და პასუხისმგებელი პირების განსაზღვრისათვის. 22. განაცხადი (სროლებისათვის საბრძოლო მასალის გამოყოფის შესახებ) (დანართი № 20) განკუთვნილია სასწავლო სროლებისათვის საჭირო საბრძოლო მასალების მოთხოვნისათვის. 23. საწყობის (საცავის)  პასპორტი (დანართი № 21) განკუთვნილია საწყობის (საცავის) ტექნიკური მონაცემების დასაფიქსირებლად. 24. შტაბელის იარლიყი (დანართი № 22) განკუთვნილია საწყობში (საცავში) შტაბელებად განთავსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მონაცემების დასატანად. 25. საწყობში (საცავში) შესვლის და შესრულებული სამუშაოების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი № 23) განკუთვნილია საწყობში (საცავში), შესვლისა და შესრულებული სამუშაოების აღრიცხვის წარმოებისათვის. 26. დაკარგული იარაღის აღრიცხვის ბარათი (დანართი № 24) განკუთვნილია დაკარგული იარაღის აღრიცხვის წარმოებისათვის. 27. დაკარგული საბრძოლო მასალის აღრიცხვის ბარათი (დანართი № 25) განკუთვნილია დაკარგული საბრძოლო მასალის აღრიცხვის წარმოებისათვის. 28. თანრიგების მიხედვით ერთი და იმავე საწყობში (საცავში) საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების შენახვის გრაფიკი (დანართი № 26) განკუთვნილია ერთი და იმავე საწყობში (საცავში) საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების შენახვის მოწესრიგებისათვის. 29. საწყობის (საცავის) და მატერიალური ქონების დათვალიერების ჟურნალი (დანართი № 27, ფორმა № 1) განკუთვნილია საწყობის (საცავის) და მატერიალური ქონების დათვალიერების შესახებ ჩანაწერების წარმოებისათვის. 30. იარაღისა და საბრძოლო მასალის ტექნიკური და საბრძოლო დათვალიერების ჟურნალი (დანართი № 28, ფორმა № 2) განკუთვნილია იარაღისა და საბრძოლო მასალის ტექნიკური და საბრძოლო დათვალიერების შესახებ ჩანაწერების წარმოებისათვის. 31. იარაღის ბარათი (დანართი № 29) განკუთვნილია იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის პირად შემადგენლობაზე სწრაფი და დროული გაცემისათვის. მუხლი 6🔗 ჩანაწერები სააღრიცხვო დოკუმენტებში იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის ბრუნვის შესახებ იწარმოება დოკუმენტების დედნების ან დამოწმებული ასლის საფუძველზე. მუხლი 7🔗 სააღრიცხვო დოკუმენტები უნდა მოიცავდეს: ა) რეგისტრაციის ნომერს; ბ) სააღრიცხვო ოპერაციის წარმოების თარიღს; გ) დოკუმენტის შედგენის თარიღსა და ადგილს; დ) შემდგენი პირის სახელს, გვარს და თანამდებობას (სამხედრო ან სპეციალურ წოდებას ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღებაზე და გაცემაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების სათანადო ხელმოწერებს. მუხლი 8🔗 1. იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის აღრიცხვისათვის, სააღრიცხვო საზომი ერთეულია ცალი ან კომპლექტი. როგორც წესი, იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა აღირიცხება კომპლექტში.   2. იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა აღირიცხება ცალობით, თუ მოხდა მათი მაკომპლექტებელი ნაწილის დაკარგვა ან განადგურება. 3. იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის განკომპლექტებული ნაწილების მონაცემები უნდა აისახოს დანაკარგების წიგნში და დაუყოვნებლივ მიღებულ იქნეს ზომები მათი სრული დაკომპლექტებისათვის. მუხლი 9🔗 1. სააღრიცხვო დოკუმენტებში მექანიკური შეცდომების გასწორება ხორციელდება სათანადო პატაკის საფუძველზე. 2. აღრიცხვის ამსახველი დოკუმენტები იკერება საქმეებად დადგენილი წესით. თავი III ქვედანაყოფზე იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გადაცემა მუხლი 10🔗 ქვედანაყოფებს უფლება აქვთ იქონიონ საქმიანობის სპეციფიკით გათვალისწინებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის განსაზღვრული ოდენობა. მუხლი 11🔗 1. ქვედანაყოფის სტრუქტურულ ერთეულებზე იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გადაცემა ხორციელდება ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ, სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებული მოთხოვნის შესაბამისად. 2. ქვედანაყოფებს შორის, რომლებსაც არ ჰყავთ საერთო ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გადაცემა ხორციელდება მათი ზემდგომი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ნებართვით. ამ შემთხვევაში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გადაცემა ხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტით ან ზედდებულით, რომელიც გაიცემა იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გამცემი ქვედანაყოფის მიერ. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი ან ზედდებული ქვედანაყოფებმა უნდა მიაწოდონ სარდლობას. მუხლი 12🔗 1. ქვედანაყოფის მოსამსახურეებზე იარაღისა და აღჭურვილობის მიმაგრება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქვედანაყოფის ხელმძღვანელის (სარდალი/მეთაური/უფროსი) ბრძანებით. 2. იარაღისა და აღჭურვილობის მიმაგრების ბრძანებაში უნდა მიეთითოს იარაღისა და აღჭურვილობის სახეობა, სერია და საქარხნო ნომერი. მუხლი 13🔗 1. სამინისტროს ლოგისტიკური უზრუნველყოფის ცენტრალური ქვედანაყოფის საწყობიდან (საცავიდან) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება-გაცემის საფუძველს წარმოადგენს ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოტივირებული მიმართვა სარდლობის მიმართ, რომელიც უნდა მოიცავდეს იარაღის, საბრძოლო მასალის, აღჭურვილობის დასახელების, რაოდენობის და დანიშნულების შესახებ მონაცემებს. დაუშვებელია მიმართვის დოკუმენტში მითითებული ქონების გარდა სხვა სახის ქონების გაცემა, თუ დამატებითი მოთხოვნა არ წარმოადგენს გასაცემი ძირითადი ქონების მაკომპლექტებელ მასალას ან აღჭურვილობას.       2. ქვედანაყოფის საწყობიდან (საცავიდან) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება-გაცემა ხორციელდება ქვედანაყოფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. 3. ქვედანაყოფის სამორიგეოდან იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გაცემა წარმოებს ქვედანაყოფის მორიგის მიერ, იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება-გაცემის წიგნში შესაბამისი გაფორმებით. 4. მორიგე ქვედანაყოფის პირად შემადგენლობაზე იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება-გაცემა ხორციელდება ქვედანაყოფის მორიგის განკარგულებით, შესაბამისი ქვედანაყოფის შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. 5. მოსამსახურეზე, სამსახურებრივ მივლინებაში წარგზავნისას ქვედანაყოფის ხელმძღვანელის (სარდალი/მეთაური/უფროსი) ბრძანებით, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაიცეს იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა. ამ შემთხვევაში მივლინების ბრძანებაში და სამივლინებო ფურცელში მიეთითება იარაღისა და აღჭურვილობის სახეობა, საქარხნო ნომერი, საბრძოლო მასალების სახეობა და რაოდენობა. მივლინების ადგილზე იარაღი, საბრძოლო მასალები და აღჭურვილობა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დროებით შენახვაზე ჩაბარდეს ქვედანაყოფის საიარაღო ოთახში. სხვა ქვედანაყოფიდან მოვლენილი მოსამსახურეების იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის დროებითი შენახვისათვის, ქვედანაყოფში გათვალისწინებული უნდა იყოს ცალკე პირამიდა ან პირამიდაში ცალკე ადგილი. იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა დროებით შენახვაზე მიიღება დროებით სარგებლობაში გაცემული და მიღებული მატერიალური საშუალებების აღრიცხვის წიგნით. მუხლი 14🔗 1. იარაღის გაცემისა და დაბრუნების კონტროლს ქვედანაყოფში და მის სტრუქტურულ ერთეულებში ახორციელებენ ქვედანაყოფების და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები (სარდალი/მეთაური/უფროსი).   2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღება-გაცემა ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხორციელდება ქვედანაყოფის საიარაღო ოთახიდან იარაღის შემცვლელი ბარათების საფუძველზე. გაცემისა და ჩაბარების ფაქტი დასტურდება შესაბამის სააღრიცხვო დოკუმენტში  მიმღების ხელმოწერით. 3. იარაღის მიღება-გაცემის შემთხვევაში ხელმძღვანელები კონტროლს უნდა უწევდნენ დაქვემდებარებული მოსამსახურეების მიერ მხოლოდ მათზე მიმაგრებული (განპიროვნებული) იარაღის მიღება-ჩაბარებას. 4. სამსახურებრივი დავალების შესრულების ან სავარჯიშო სროლების დასრულების შემდგომ იარაღი და ნარჩენი საბრძოლო მასალა დაუყოვნებლივ ბარდება ქვედანაყოფის ან მისი სტრუქტურული ერთეულის  მორიგეს. ქვედანაყოფის სამორიგეოში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის დაბრუნების შეფერხებისას, ქვედანაყოფის მორიგე თითოეული ფაქტის შესახებ აცნობებს ქვედანაყოფის ხელმძღვანელს. მუხლი 15🔗 1. ქვედანაყოფის მეთაური, აგრეთვე იარაღის, საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელი პირები ვალდებულნი არიან  დაიცვან ქვედანაყოფში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის მოვლისა  და შენახვის წესები. 2. საველე სწავლებიდან, მეცადინეობიდან, განწესიდან, მივლინებიდან ან სხვა სამსახურებრივი დავალებიდან იარაღით დაბრუნებული მოსამსახურე ვალდებულია უზრუნველყოს იარაღის ტექნიკური მომსახურება (გაწმენდა) და შემდეგ ჩააბაროს იგი ქვედანაყოფის მორიგეს. უშუალო და პირდაპირმა ხელმძღვანელებმა უნდა გააკონტროლონ პირადი შემადგენლობის მიერ იარაღის გაწმენდისა და ჩაბარების პროცესი. ღამის ან შეზღუდული ხედვის პირობებში იარაღს უტარდება მხოლოდ შემცირებული ციკლის მომსახურება. ამ შემთხვევაში მთელი მოცულობით იარაღის ტექნიკური მომსახურება (გაწმენდა) უნდა გაგრძელდეს მომდევნო დღეს.   მუხლი 16🔗 1. საწყობიდან (საცავიდან) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გაცემა და ჩაბარება წარმოებს ზედდებულით, რომელშიც უნდა მიეთითოს იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის რაოდენობა, სააღრიცხვო ნომერი და გამოშვების თარიღი, საწყობიდან ქონების გაცემასა და მიღებაზე უფლებამოსილი პირების სათანადო ხელმოწერები და დადასტურდეს ქონების გამცემი ქვედანაყოფის გერბიანი ბეჭდით. 2. ზედდებული ივსება ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი პირი ინახება სააღრიცხვო საქმეში, მეორე პირი გადაეცემა მიმღებს (ჩამბარებელი), მესამე – რჩება საწყობში, ხოლო მეოთხე იგზავნება  სარდლობაში. თავი IV საწყობის (საცავის) და საიარაღო ოთახის მოწყობა მუხლი 17🔗 1. სამინისტროს სისტემაში იარაღი, საბრძოლო მასალები და აღჭურვილობა, უნდა ინახებოდეს სპეციალურად მოწყობილ საიარაღო ოთახში, საწყობში (საცავში). 2. საიარაღო ოთახზე პასუხისმგებელია ქვედანაყოფის მორიგე, ხოლო საწყობზე (საცავზე) – საწყობის (საცავის) უფროსი. მუხლი 18🔗   1. საწყობი (საცავი) და საიარაღო ოთახი არის რკინაბეტონის (კაპიტალური) ნაგებობა, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს მდგრადი იატაკით და ჭერით, გამორიცხავდეს ფარული შეღწევის შესაძლებლობას. ხის კარებები (ასეთის არსებობისას) დაფარული უნდა იყოს მეტალის ფურცლებით, მომიჯნავე შენობა-ნაგებობებთან საწყობი (საცავი) და საიარაღო ოთახი უნდა იყოს იზოლირებული და დაბლოკილი კაპიტალური კედლებით. საწყობის (საცავის) და საიარაღო ოთახის  ქვეშ სარდაფების არსებობის შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნეს განსაკუთრებული ზომები იატაკიდან შეღწევის აღსაკვეთად. საწყობის (საცავის) და საიარაღო ოთახის გასანიავებლად ძირითადი კარებების მიღმა მოწყობილი უნდა იყოს დამატებითი რკინის გისოსებიანი კარებები მავთულის ნაქსოვი ბადეებით. გისოსის უჯრედის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 100X100 მმ-ს, ხოლო რკინის არმატურის ზომა არ უნდა იყოს 10 მმ-ზე ნაკლები. რკინის არმატურების შედუღება აუცილებელია ურთიერთგადაკვეთის ყველა წერტილში. 2. საწყობში (საცავში) და საიარაღო ოთახში კარები უნდა იყოს დაკეტილი და დალუქული. გასაღები უნდა ინახებოდეს ქვედანაყოფის მორიგესთან (აკრძალულია სხვა პირებზე მათი გადაცემა), ხოლო სათადარიგო გასაღები უნდა მოთავსდეს სპეციალურ დალუქულ ყუთში (პენალში) და უნდა ინახებოდეს ქვედანაყოფის მეთაურის სეიფში ან ქვედანაყოფის საიდუმლო ნაწილში. გასაღების დაკარგვისას საკეტები იცვლება დაუყოვნებლივ. 3. საიარაღო ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს ტექნიკური დათვალიერებისა და მომსახურების ღონისძიებების ჩატარების თვალსაზრისით. იარაღის გაწმენდისათვის მოწყობილი უნდა იყოს სპეციალური მაგიდები. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია იარაღის ტექნიკური მომსახურებისა და საწმენდი მოწყობილობების განთავსება, მაშინ ტექნიკური მომსახურებისა და წმენდის ოთახი ეწყობა ცალკე. 4. საწყობი (საცავი) შესაძლებელია დამატებით შემოღობილ იქნეს დამცავი ეკლოვანი მავთულით. საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების საწყობები უნდა იყოს აღჭურვილი სტატიკური მუხტების დაგროვების აღმკვეთი მოწყობილობითა და მეხამრიდებით.   მუხლი 19🔗 1.  საწყობში (საცავში) თვალსაჩინო ადგილას დოკუმენტაციის დაფაზე განთავსდება: ა) შიდა მოწყობილობის ინვენტარისა და ინსტრუმენტების ნუსხა; ბ) საწყობის (საცავის) პასპორტი; გ) მატერიალური ქონების დათვალიერების ჟურნალი; დ) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ტექნიკური დათვალიერების ჟურნალი;      ე) საწყობის (საცავის) მატერიალური საშუალებების განთავსების სქემა; ვ) შენახვაზე არსებული მატერიალური საშუალებების ევაკუაციის სქემა; ზ) ინსტრუქცია ხანძარსაწინააღმდეგო ზომების შესახებ; თ) ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები; ი) ფანარი შეზღუდული ხედვის პირობებში მუშაობის უზრუნველსაყოფად. 2. საიარაღო ოთახში თვალსაჩინო ადგილას, დოკუმენტაციის დაფაზე განთავსდება: ა) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვისა და დაცვის წესები; ბ) ინსტრუქცია ხანძარსაწინააღმდეგო ზომების შესახებ; გ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ევაკუაციის სქემა; დ) იარაღის, საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის შემოწმების გეგმა-გრაფიკი; ე) ინსტრუქცია იარაღის გაწმენდისა და დაზეთვის შესახებ; ვ) იარაღის გაწმენდის საშტატო და არასაშტატო (ხელნაკეთი) საკუთვნოების და ხელსაწყოების ნიმუშები, მათი გამოყენების აღწერით. 3. დოკუმენტაციის დაფის ქვედა ნაწილში უნდა გამოიყოს ადგილი ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტების, ჟურნალებისა და წიგნებისათვის. 4. საწყობში (საცავში) ან საიარაღო ოთახში სახანძრო უსაფრთხოების პირობების დაცვისას დასაშვებია ელექტროგანათება. დაუშვებელია ღია ალით, აგრეთვე თხევადი საწვავის გამოყენებით გასანათებელი ხელსაწყოების გამოყენება. 5. საწყობში (საცავში) ან საიარაღო ოთახში დაუშვებელია საწვავის და ადვილად აალებადი მასალის შენახვა. მუხლი 20🔗 1. საწყობი (საცავი) ან საიარაღო ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს სიგნალიზაციით. 2. საწყობი (საცავი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადღეღამისო შეიარაღებული დაცვით. 3. საწყობის (საცავის) და საიარაღო ოთახის კარების გაღების ან სადენების დაზიანების შემთხვევაში სიგნალიზაციამ უნდა უზრუნველყოს ხმოვანი სიგნალის გადაცემა: ა) საიარაღო ოთახიდან ქვედანაყოფის მორიგესთან; ბ) საწყობიდან (საცავიდან) ქვედანაყოფის მორიგესთან და ყარაულის უფროსთან; გ) საბრძოლო ტექნიკის საცავებიდან და სარემონტო საამქროებიდან – ქვედანაყოფის მორიგესთან და ყარაულის უფროსთან. 4. სიგნალიზაციის სისტემის გამართულ მუშაობაზე უშუალოდ პასუხისმგებელია დასაცავ ობიექტზე პასუხისმგებელი პირი და ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (სარდალი/მეთაური/უფროსი). 5. ქვედანაყოფში უნდა შეიქმნას სიგნალიზაციის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სპეციალური ჯგუფი. 6. სიგნალიზაციის მუშაობა უნდა შეამოწმოს:  ა) დასაცავ ობიექტზე პასუხისმგებელმა პირმა ყოველდღიურად; ბ) საწყობის (საცავის) უფროსმა, ქვედანაყოფის მორიგემ და ყარაულის უფროსმა ობიექტის მიღება-ჩაბარების დროს. 7. ქვედანაყოფის მორიგეებმა სიგნალიზაციის მუშაობის შედეგები უნდა ასახონ მორიგეობის მიღება-ჩაბარების წიგნში, ხოლო ყარაულის უფროსმა  საყარაულო უწყისში.  8. სიგნალიზაციის სისტემის ექსპლუატაციის წესებს და მისი გამართულობის კონტროლის ვადებს, აგრეთვე თანამდებობრივ პირთა ფუნქციონალურ მოვალეობებს, მათ შორის სიგნალიზაციის არასანქციონირებული ამოქმედების დროს განსაზღვრავს ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რაც აისახება ქვედანაყოფის მორიგისა და ყარაულის უფროსის ინსტრუქციებში.   მუხლი 21🔗 1. საწყობის (საცავის) და საიარაღო ოთახის ყოველი გაღების წინ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ქვედანაყოფის მორიგეს. 2. საწყობის (საცავის) და საიარაღო ოთახის გაღება დასვენების (უქმე) დღეებში და ღამით ხორციელდება მხოლოდ ქვედანაყოფის მორიგის ნებართვით, ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. 3. საწყობის (საცავის) და საიარაღო ოთახის გაღების (დახურვის) წინ უნდა შემოწმდეს ბეჭდის (ლუქის), შემოღობვის, სიგნალიზაციის, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების, კარებისა და საკეტების მდგომარეობა. საეჭვო ვითარების ან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ქვედანაყოფის მორიგეს, ყარაულის უფროსს და ქვედანაყოფის ხელმძღვანელს. 4. საწყობის (საცავის) და საიარაღო ოთახის გაღება პასუხისმგებელი პირის გარეშე დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში არანაკლებ სამი წევრისაგან შემდგარი კომისიის თანდასწრებით და  ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანებით,  რის შესახებაც დგება სათანადო აქტი შესაბამისი ხელმოწერებით. საწყობის (საცავის) და საიარაღო ოთახის კარების კომისიური წესით გახსნის შემდეგ, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შეადაროს სააღრიცხვო მონაცემები ადგილზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას, შეადგინოს აქტი და აღნიშნულის თაობაზე მოახსენოს ქვედანაყოფის ხელმძღვანელს. კომისიის მიერ შემუშავებულ აქტში უნდა აისახოს საწყობისა და საიარაღო ოთახის გაღების არგუმენტირებული მიზეზი (საფუძველი), გაღების თარიღი და ადგილი, ქონების დასახელება, ასევე მისი გამცემის და მიმღების დასახელება. ხელმოწერილი და დამტკიცებული აქტის ორი ეგზემპლარიდან ერთი ეგზემპლარი რჩება შენახვის ადგილზე (სეიფში, ოთახში, საწყობში და ა.შ.), მეორე ეგზემპლარი – ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან. შენახვის ადგილი იკეტება და ილუქება გამღები პირის ლუქით, რომლის ნომერი ასევე მითითებული უნდა იყოს აქტში. პასუხისმგებელმა პირმა კომისიის მიერ დაკეტილი და დალუქული შენახვის ადგილი უნდა გააღოს მხოლოდ იმავე კომისიის თანდასწრებით და შედეგები მოახსენოს ქვედანაყოფის ხელმძღვანელს. თავი V იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვა მუხლი 22🔗 1. საწყობში (საცავში) ან საიარაღო ოთახში იარაღი ინახება განმუხტულ მდგომარეობაში, ცალკეული სახეობებისა და კატეგორიების მიხედვით. 2. დაუშვებელია ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების, ხელყუმბარების ფალიის, პიროტექნიკური საშუალებების ჰერმეტული დაგმანვის გახსნა გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა. 3. საწყობში (საცავში) ან საიარაღო ოთახში ჰერმეტულ მდგომარეობაში მყოფი საბრძოლო მასალა საკონტროლო-ტექნიკურ დათვალიერებას არ ექვემდებარება. დათვალიერება ხდება მხოლოდ ყუთების გარეგანი გამართულობის თვალსაზრისით. 4. საბრძოლო მასალების შესანახ ყუთებში მოთავსებული აღწერები უნდა შეიცავდეს სრულ ინფორმაციას საბრძოლო მასალების რაოდენობაზე, დამამზადებელი ქარხნისა და გამოშვების თარიღზე. 5. ქვედანაყოფის ცეცხლსასროლი იარაღისათვის, საბრძოლო მასალების საზიდი კომპლექტების 50% განთავსებული უნდა იყოს საშტატო სავაზნე კოლოფებში, რომლის გამართულ მდგომარებაზე პასუხს აგებს უშუალო ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. სავაზნე კოლოფების ზამბარების მოდუნებისაგან დასაცავად საჭიროა მათი პერიოდული გადატენა, რაც ხორციელდება ქვედანაყოფის მეთაურის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად. საბრძოლო მასალების ტექნიკური დათვალიერებისას უნდა შემოწმდეს სავაზნე კოლოფების გამართული მდგომარეობა და გადატენის ოპერაციის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამ კვირას. მუხლი 23🔗 1. საწყობში (საცავში) და საიარაღო ოთახში იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა უნდა ინახებოდეს სრულად დაკომპლექტებულ მდგომარეობაში ინდივიდუალური მარაგნაწილებითა და საკუთვნოებით. იარაღის ჩასაწყობი ყუთები უნდა იყოს საქარხნო წესით დამზადებული და ყოველი მხრიდან დალუქული. ყუთების სახურავები დამატებით უნდა იყოს დამაგრებული. მიმდინარე საჭიროებათა უზრუნველყოფისათვის განსაზღვრული არასრული ყუთების ყოველი მხრიდან დალუქვის შემთხვევაში სახურავები დასაშვებია, რომ არ იყოს დამატებით დამაგრებული.  პისტოლეტები უნდა ინახებოდეს დალუქულ და დაკეტილ სეიფებში, რკინის კარადებსა და ყუთებში. 2. საწყობში (საცავში) და საიარაღო ოთახში შენახვაზე განთავსებული ყველა სახის იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა უნდა იყოს საქარხნო ნომრების, ხოლო ასეთის არარსებობისას რაოდენობის მიხედვით აღრიცხული. 3. საწყობში (საცავში) საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს იარაღისაგან განცალკევებით სხვა საწყობში (საცავში). ის ყუთები, რომლებიც გამოიყენება მიმდინარე საჭიროებათა უზრუნველყოფისთვის შეიძლება იყოს არასრული. აღნიშნული ყუთები ასევე უნდა იყოს დაკეტილი და დაბეჭდილი საწყობის (საცავის) უფროსის ლუქით. არასრულ ყუთებში თავსდება იარლიყი საბრძოლო მასალების დარჩენილი ნაწილის მითითებით.   მუხლი 24🔗 1. იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვის, აღრიცხვისა და შემოწმების წესების დაცვისათვის მიზანშეწონილია საიარაღო ოთახში მათი შენახვა მოხდეს სტანდარტული ტიპის პირამიდებში ან კარადებში. პირამიდებსა და კარადებს უნდა ჰქონდეთ საიმედოდ გამაგრებული კედლები. 2. საიარაღო ოთახში განთავსებულ პირამიდებზე, კარადებზე ან ყუთებზე მიმაგრებული უნდა იყოს იარლიყი, სადაც აღინიშნება ქვედანაყოფის დასახელება, პასუხისმგებელი პირის სამხედრო წოდება, სახელი, გვარი. ასევე პირამიდის, კარადის, ყუთის ლუქის ნომრები. მუხლი 25🔗 1. ცეცხლსასროლი იარაღის ყველა სახეობა, სათადარიგო ლულები, ხიშტ-დანები და დამხმარე ტექნიკური საშუალებები, როგორც წესი, უნდა ინახებოდეს პირამიდებში, ხოლო ხელყუმბარები, ფეთქებადი ნივთიერებების შემცველი ნაკეთობები, საბრძოლო მასალა, პისტოლეტები (რევოლვერები)  მეტალის ყუთებში ან საშტატო შეფუთვის სპეციალურ ყუთებში, რომლებიც საიმედოდ იკეტება, მარწუხით მაგრდება და ილუქება. 2. ქვედანაყოფის მმართველობისა და შტაბის მოსამსახურეებზე მიმაგრებული (განპიროვნებული) იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა უნდა ინახებოდეს ქვედანაყოფის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულში ან ქვედანაყოფის მორიგესთან რკინის კარადებში (სეიფებში), რომლებიც უნდა იკეტებოდეს და ილუქებოდეს. პისტოლეტების საბრძოლო მასალა ინახება იმავე კარადებში (სეიფებში) პისტოლეტებთან ერთად. კარადების (სეიფების) და საბრძოლო მასალების ყუთების გასაღებები ინახება სამხედრო ნაწილის მორიგესთან. გასაღებების გადაცემა სხვა პირებზე აკრძალულია, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კარადები (სეიფები) ილუქება ქვედანაყოფის მორიგის ლუქით. 3. ქვედანაყოფში არსებული სასწავლო და სპორტული იარაღი, უნდა ინახებოდეს საბრძოლო იარაღისგან განცალკევებით, რაოდენობის სიმცირის ან ცალკე შენახვის შესაძლებლობების არარსებობის დროს დასაშვებია მათი ერთობლივი შენახვაც. ამ შემთხვევაში შენახვის ადგილი უნდა აღინიშნოს წარწერით „სასწავლო იარაღი“ ან „სპორტული იარაღი“. სპორტული იარაღის საბრძოლო მასალები უნდა ინახებოდეს საბრძოლო მასალებთან ერთად. სასწავლო და სპორტული იარაღის გაცემისა და მიღების წესები იდენტურია საბრძოლო იარაღისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან. მუხლი 26🔗 1. თუ ერთ საიარაღო ოთახში ინახება სხვადასხვა ქვედანაყოფის იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, მათი საერთო ზემდგომი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანებით განისაზღვრება ამ ქონების აღრიცხვაზე და მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. 2. საწყობში (საცავში) ჩასაბარებელი იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, როგორც წესი, უნდა იყოს დაკომპლექტებულ მდგომარეობაში. გამონაკლისს წარმოადგენს იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, რომლის დაკომპლექტება ვერ ხორციელდება. დროებით შენახვაზე ჩაბარებული იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა უნდა ინახებოდეს განცალკევებულად, დაკეტილ და დალუქულ კარადაში ან საშტატო ყუთში. მუხლი 27🔗 1. ქვედანაყოფების პირად შემადგენლობაზე მიმაგრებული იარაღი, საბრძოლო მასალები და აღჭურვილობა მოწმდება: ა) ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ – წელიწადში ერთხელ; ბ) ქვედანაყოფის ლოგისტიკის სამსახურის მიერ – 6 თვეში ერთხელ; გ) ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ – 6 თვეში ერთხელ; დ) ბრიგადის მეთაურის და შტაბის უფროსის მიერ – წელიწადში ერთხელ; ე) ბატალიონის მეთაურის მიერ - 6 თვეში ერთხელ; ვ) ბატალიონის შტაბის უფროსის მიერ – 3 თვეში ერთხელ; ზ) ასეულის მეთაურის მიერ – თვეში ერთხელ; თ) ოცეულის  მეთაურის მიერ – თვეში 4-ჯერ; ი) უშუალოდ მოსამსახურის ან ათეულის მეთაურის მიერ – სისტემატურად. 2. იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ტექნიკური საშუალებების შემოწმების კონკრეტული ვადები დგინდება ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გრაფიკით. მუხლი 28🔗 1. იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვისა და ექსპლუატაციის პერიოდში აუცილებელია: ა) ტექნიკური პირობებითა და საექსპლუატაციო დოკუმენტებით განსაზღვრული მომსახურეობის სრული ციკლის ჩატარება; ბ) დოკუმენტების (ფორმულარების, ბარათების) წარმოება, რომელშიც წარმოებული გასროლების რაოდენობის აღრიცხვასთან ერთად, ნაჩვენები უნდა იყოს იარაღის მიზანში მოხვედრის საშუალო წერტილები და სიბურჯღლის შედეგები; გ) მუდმივად დაცული იყოს იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის თავისებურებებთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები. 2. აკრძალულია: ა) ტექნიკურად გაუმართავი იარაღის, საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის გამოყენება; ბ) იარაღის, საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის  გადაცემა სხვა პირებზე; გ)  შეუმოწმებელი და გასაწმენდი იარაღის შენახვა; დ) ქვედანაყოფის ტერიტორიის გარეთ იარაღით, საბრძოლო მასალითა და აღჭურვილობით გადაადგილება, გარდა სამსახურებრივი ფუნქციით განსაზღვრული შემთხვევისა; ე) იარაღით გადაადგილება საშტატო ბუდის გარეშე, თუ იარაღს კონსტრუქციულად განსაზღვრული აქვს საშტატო ბუდე.  მუხლი 29🔗 ქვედანაყოფში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვაზე და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირების მივლინებაში, შვებულებაში ან სხვა კანონიერი საფუძვლით სამსახურში არყოფნის პერიოდში, სააღრიცხვო დოკუმენტებისა და ტექნიკური ქონების სხვა პირებზე გადაცემა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ქვედანაყოფის ხელმძღვანელის  ბრძანებისა და მის მიერ შექმნილი კომისიის მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე. მუხლი 30🔗 1. საარტილერიო სისტემები, ტანკები, ფეხოსანთა საბრძოლო მანქანები, ჯავშან-ტრანსპორტიორები, მათზე მიმაგრებული შეიარაღება და სხვა საბრძოლო ტექნიკა, რომლებიც განთავსებულია ქვედანაყოფში უნდა ინახებოდეს შემოსაზღვრულ ღამით განათებულ მოედნებზე ან ფარდულებში, ქვედანაყოფის საყარაულო სამსახურის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. 2. სასწავლო-საბრძოლო ჯგუფის ტანკების, საბრძოლო მანქანების და ჯავშან-ტრანსპორტიორების ტყვიამფრქვევები, ისევე, როგორც დემონტაჟს დაქვემდებარებული კავშირგაბმულობის საშუალებები და ოპტიკური ხელსაწყოები უნდა ინახებოდეს მხოლოდ ქვედანაყოფების სპეციალურად მოწყობილ შენახვის ოთახებში. 3. შეიარაღებისა და ტექნიკის დაცვაზე ჩაბარებისა და შენახვის ადგილების დალუქვისა და დაბეჭდის თანამიმდევრობას ადგენს ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. საბრძოლო ტექნიკის ტენტების, ლუქებისა და კარებების დალუქვამ უნდა გამორიცხოს ლუქის დარღვევის გარეშე საბრძოლო ტექნიკაში შეღწევის და მისი უსანქციო განკომპლექტების შესაძლებლობა. 4. საბრძოლო ტექნიკის მიღება ხორციელდება ოცეულის მეთაურისაგან (ეკიპაჟებისაგან) დაკეტილ და დალუქულ მდგომარეობაში. ჩამბარებელი და მიმღები პირები აკეთებენ შესაბამის ჩანაწერს შესაბამის ჟურნალში და აწერენ ხელს. მუხლი 31🔗 1. საბრძოლო სწავლებების მსვლელობისას ქვედანაყოფის მოსამსახურეებმა მუდმივად თან უნდა იქონიონ მათზე განპირობებული იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა. შესვენებისა და ტექნიკის მომსახურების დროს შესაბამისი ხელმძღვანელის განკარგულებით შეიძლება კარადებში ან სახელდახელოდ მოწყობილ ადგილებზე მათი განთავსება მხოლოდ დაცვისათვის სპეციალურად გამოყოფილი პირების მეთვალყურეობით. 2. საველე სწავლებებისას ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ყოველდღიურად პირადად შეამოწმონ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის რაოდენობა და შედეგები მოახსენონ ზემდგომი ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს. 3. საბრძოლო სროლებისათვის საბრძოლო მასალის მიღება ხორციელდება ქვედანაყოფის საწყობიდან, რომლის მიღების საფუძველია ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანება. საბრძოლო მასალების მიღებას პირადად ხელმძღვანელობს ქვედანაყოფის შეიარაღების სერჟანტი ან პირი, რომელიც ქვედანაყოფში პასუხისმგებელია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვაზე, შენახვასა და გაცემაზე. მიღებული საბრძოლო მასალა აისახება მიღება-ჩაბარების უწყისში. საბრძოლო მასალის კანონიერ ხარჯვასა და შემდგომ ჩამოწერას აქტების მიხედვით ხელმძღვანელობს მიმღები პირი. 4. საბრძოლო სროლების მსვლელობის პერიოდში ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანებით განისაზღვრება საბრძოლო სროლების ხელმძღვანელი და ყალიბდება საბრძოლო უზრუნველყოფის (კვების) სპეციალური პუნქტი (შემდგომში – პუნქტი), რომლის უფროსად განისაზღვრება ქვედანაყოფის შეიარაღების სერჟანტი ან ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პირი. პუნქტიდან საბრძოლო მასალების გაცემა უნდა მოხდეს მიღება-ჩაბარების უწყისით სპეციალურად განსაზღვრულ საბრძოლო მასალების დამრიგებელ პირებზე ან უშუალოდ სროლებში მონაწილე მოსამსახურეებზე. სროლების დამთავრების შემდეგ გაუხარჯავი საბრძოლო მასალა იმავე უწყისში ასახვით უნდა იყოს დაბრუნებული პუნქტში, ხოლო პუნქტის უფროსი პირადად ახსენებს ქვედანაყოფის ხელმძღვანელს გაცემული, დახარჯული და დაბრუნებული საბრძოლო მასალის რაოდენობის შესახებ. პუნქტის უფროსად ლოგისტიკური უზრუნველყოფის სამსახურის ან საწყობის წარმომადგენლის განსაზღვრა აკრძალულია. საბრძოლო სროლების დროს გაუხარჯავი საბრძოლო მასალების კონტროლს ახორციელებს მათი გამცემი პირი და სროლების ხელმძღვანელი, რომლებიც მიღება-ჩაბარების უწყისში ობიექტური მონაცემების ასახვის შემდეგ, უწყისთან ერთად აბრუნებენ დაუხარჯავ საბრძოლო მასალასა და უწყისს ქვედანაყოფში. უწყისს ხელს აწერენ პუნქტის უფროსი, სროლების ხელმძღვანელი და ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. სროლების ხელმძღვანელის განკარგულებით სროლების დამთავრების შემდეგ უნდა შეგროვდეს გასროლილი მასრები და უვარგისი  (მტყუნებამიცემული) საბრძოლო მასალა. მოსამსახურეების იარაღის, სავაზნე კოლოფებისა და სავაზნე ჩანთების შემოწმება ევალებათ უშუალო და პირდაპირ ხელმძღვანელებს. 5. საბრძოლო მასალის დაკარგვის შემთხვევაში შედგენილი უნდა იყოს შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ საბრძოლო მასალების მიმღები პირი, ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და საბრძოლო სროლების ხელმძღვანელი. აღნიშნული აქტი, საბრძოლო სროლებისას შედგენილი მიღება-ჩაბარების უწყისთან ერთად არის ანგარიშსწორების ძირითადი დოკუმენტი. 6. ქვედანაყოფების საველე ბანაკად განთავსების პირობებში იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა უნდა ინახებოდეს სპეციალურად მოწყობილ საველე კარვებში. აღნიშნული ქონება უნდა იყოს მოთავსებული დაკეტილ და დალუქულ საშტატო ყუთებში ან კარადებში საყარაულო სამსახურის დაცვის ქვეშ. 7. საბრძოლო სროლების მიზნებისათვის მიღებული იარაღის, საბრძოლო მასალის, აღჭურვილობის, სასიგნალო-გამანათებელი და საიმიტაციო საშუალებების შენახვა ქვედანაყოფში შესაძლებელია ერთი დღე-ღამის განმავლობაში. რკინის დაკეტილ დალუქულ ყუთებში განთავსებული საბრძოლო მასალა ბარდება ქვედანაყოფის მორიგეს. მუხლი 32🔗 1. საბრძოლო ტექნიკასა და სატრანსპორტო საშუალებებზე (ავტომობილებზე, მისაბმელებზე, გამწეებზე და ა.შ.) საბრძოლო მასალის შენახვის ორგანიზებას და პრაქტიკული ღონისძიებების გატარებას ახორციელებს ქვედანაყოფის ლოგისტიკური უზრუნველყოფის  სამსახური.   2. საბრძოლო მასალის მარაგის შენახვის ორგანიზებაზე გამოყოფილი ტერიტორიის (ადგილების) მოწყობის, დაცვის, საბრძოლო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების სწორად განლაგების საკითხებს მართავს ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. 3. საბრძოლო მასალით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებები განლაგებული უნდა იყოს სიგნალიზაციით მოწყობილ ფარდულებში, გადახურული ტენტებით, რომლებიც ასევე უნდა იყოს დალუქული პასუხისმგებელი პირის ლუქით. 4. ტანკებში, ფეხოსანთა საბრძოლო მანქანებში, ჯავშანტრანსპორტიორებში, თვითმავალ საარტილერიო დანადგარებში საბრძოლო მასალა უნდა იყოს განთავსებული საბრძოლო მასალის ჩაწყობის სქემის მიხედვით. ხელყუმბარები და მათი ფალიები სრულ კომპლექტში საბრძოლო მანქანებში განთავსდება მხოლოდ დალუქული საშტატო ყუთების სახით. 5. ვაზნების კოლოფები ვაზნებით შევსებული ლენტებით, იხურება სარქველებით და ილუქება. ვაზნების შენახვა საბრძოლო მანქანებში გაბნეულ მდგომარეობაში ან მუყაოს შეფუთვებში აკრძალულია. 6. განგაშის დროს საბრძოლო მასალით მუდმივად დატვირთული საბრძოლო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების ქვედანაყოფიდან ყოველი გამოსვლის შემდეგ, დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებისთანავე, უნდა მოხდეს ყველა სახის საბრძოლო მასალის ცალობრივი გადათვლა, ყუთების შემოწმება და სააღრიცხვო მონაცემებთან მათი შედარება. ჰერმეტიულად დახურული ყუთების გახსნა ამ შემთხვევაში აკრძალულია. 7. საბრძოლო ტექნიკაში ჩასატვირთად გაცემული საბრძოლო მასალა აღირიცხება იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება-გაცემის წიგნში. 8. სატრანსპორტო საშუალებებში უკვე ჩატვირთული საბრძოლო მასალის აღრიცხვა წარმოებს საავტომობილო ტექნიკაზე დატვირთული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შენახვის, კონტროლისა და მძღოლების პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი მიმყოლი ფურცლის საფუძველზე, ხოლო საბრძოლო ტექნიკაზე – საბრძოლო ტექნიკისათვის განსაზღრული საბრძოლო მასალების საზიდი კომპლექტების ჩალაგების (ჩაწყობის) უწყისით. ორივე დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს ორ-ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ბარდება მძღოლებსა და ეკიპაჟის მეთაურს და ინახება სატრანსპორტო საშუალებების და საბრძოლო ტექნიკის კაბინებში, მეორე კი ინახება ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან. თავი VI სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გაცემა მუხლი 33🔗 1. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გასაცემად და შენახვის უფლების მისაღებად მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს: ა) უნდა ეკავოს ,,იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობის პირთა ნუსხის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა;  ბ) მის  მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს სისხლისსამართლებრივი დევნა; გ) მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან  საცეცხლე მომზადება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება მოსამსახურეზე, რომელსაც აქვს ოფიცრის ან რეზერვის ოფიცრის სამხედრო ან სპეციალური წოდება. 3. უფლებამოსილ მოსამსახურეს, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი გადაეცემა პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემასთან ერთად უფლებამოსილ მოსამსახურეს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა. 4. მოსამსახურეს სამინისტროს სისტემიდან დათხოვნისას/გათავისუფლებისას, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისას (მათ შორის კადრების განკარგულებაში გადაყვანის დროს), სამინისტროს სისტემაში სხვა თანამდებობაზე გადაადგილებისას (თუ ახალი თანამდებობა არ ითვალისწინებს მოსამსახურეზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გაცემის უფლებას), სასწავლო ან საზღვარგარეთ მივლინებისას,  ევალება მასზე განპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ჩააბაროს შესაბამის ქვედანაყოფს. 5. ქვედანაყოფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მოსამსახურეს შეიძლება ჩამოერთვას სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, თუ მის მიმართ მიმდინარეობს დისციპლინური საქმისწარმოება ან მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. 6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ქვედანაყოფის ლოგისტიკური უზრუნველყოფის სამსახურს ან ასეთის არარსებობისას – სარდლობას. მუხლი 34🔗 1. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შემადგენლობაში შემავალი ქვედანაყოფების მოსამსახურეებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ემაგრებათ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, ხოლო სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყოფას და აღრიცხვას უზრუნველყოფს სარდლობა. 2. სხვა ქვედანაყოფებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ემაგრებათ ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანებით, ხოლო სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყოფას, აღრიცხვას და საჭიროების შემთხვევაში შენახვას უზრუნველყოფს ქვედანაყოფის ლოგისტიკური უზრუნველყოფის სამსახური. მუხლი 35🔗 1. მოსამსახურის საცხოვრებელ ადგილას სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა ინახება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. იარაღის და საბრძოლო მასალის დაკარგვისას ან გატაცებისას მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს და მის უშუალო უფროსს.  თავი VII იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის შენახვის წესების დაცვა მათი გადატანა-გადაზიდვისას მუხლი 36🔗 იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გადატანა-გადაზიდვა ხორციელდება ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე, რაც უნდა შეთანხმდეს ზემდგომი ქვედანაყოფის ლოგისტიკური უზრუნველყოფის სამსახურთან ან ასეთის არარსებობისას სარდლობასთან. მუხლი 37🔗 იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გადატანა-გადაზიდვა უნდა განხორციელდეს შეიარაღებული დაცვის თანხლებით. მუხლი 38🔗 იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გადატანა-გადაზიდვა (ტრანსპორტირება) დაიშვება მხოლოდ მყარად შეფუთულ და დალუქულ მდგომარეობაში. ამასთან, დაცული უნდა იქნეს ქონების ატმოსფერული ნალექებისგან დაცვისა და უსაფრთხოების ზომები. თავი VIII გაუმართავი იარაღის და აღჭურვილობის შესანახად და შესაკეთებლად ჩაბარება მუხლი 39🔗 სამინისტროში არსებული გაუმართავი იარაღი და აღჭურვილობა ექვემდებარება შეკეთებას, ხოლო საბრძოლო მასალა შეცვლას. აღნიშნულ შემთხვევებში, ქვედანაყოფის ხელმძღვანელი მოტივირებული წერილით, რომელსაც თან ერთვის იარაღისა და აღჭურვილობის ტექნიკური მდგომარეობის აქტი,   მიმართავს  სარდლობას და მიღება-ჩაბარების აქტით ან ზედდებულით შესანახად და შესაკეთებლად აბარებს გაუმართავ იარაღს, საბრძოლო მასალას და აღჭურვილობას, რაც აისახება ქვედანაყოფის  სააღრიცხვო მონაცემებში. მუხლი 40🔗 1. ამ წესის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ტექნიკური მდგომარეობის და მისი შემდგომი გამოყენების ვარგისიანობის დადგენა, გაუმართავი იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შეკეთება ხორციელდება სარდლობის სტრუქტურულ ერთეულში. 2. იკრძალება იარაღის, ისეთი სახის რემონტი, გადაკეთება და გადაწყობა, რომელიც არღვევს იარაღის დეტალების კონსტრუქციას  და განიხილება, როგორც იარაღის მწყობრიდან გამოყვანა. მუხლი 41🔗 იარაღის, საბრძოლო მასალის ან აღჭურვილობის დაკარგვის, დაზიანების ან სხვა მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში ქვედანაყოფის ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ ატყობინებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს.  თავი IX იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის შენახვის კონტროლი მუხლი 42🔗 ქვედანაყოფებზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის ინვენტარიზაციას ყველა ქვედანაყოფი ატარებს წელიწადში ერთხელ. მუხლი 43🔗 სამინისტროს ყველა ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფში არსებული და მოსამსახურეებზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვაზე.  მუხლი 44🔗 გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის საჭირო ღონისძიებების განუხორციელებლობის შემთხვევაში დგება ქვედანაყოფის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი. მუხლი 45🔗 სარდლობას უფლება აქვს პერიოდულად შეამოწმოს ქვედანაყოფებში იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის აღრიცხვის, გაცემის, ჩაბარების, შენახვა-დასაწყობების და დაცვის კანონიერება და ორგანიზება.