ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თობაზე

მიღების თარიღი 30.06.2017
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.144.016277
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/07/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 972 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.2017 მიღება
01.07.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე არდემანაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თობაზე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2017 წლის 30 ივნისი ქ. ქარელი ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გენდერული თანასწორობის შესახებ“ მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქარელის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნას ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო და დამტკიცდეს „ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება“, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი დანართი №1 ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს  დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც საქართველოს კანონის „გენდერული თანასწორობის შესახებ“ და ქარელის მუნიციპალიტყეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით. 2. საბჭო იქმნება საკრებულოს განკარგულებით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. 3. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „გენდერული თანასწორობის შესახებ“, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებით დამტკიცებული „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი 1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია; ბ) განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად; გ) განიხილოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტები; მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები; დ) განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება გენდერული თვალსაზრისით; ე) უზრუნველყოს საკრებულოში ინიციირებული ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით; ვ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უფლებების რეალიზაციისათვის; ზ) ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორის საბჭოსთან, მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და წინადადებები, მონაწილეობა მიიღოს გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში; თ) მოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები; კ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ან/და ექსპერტები; საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით; ლ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან; მ)   ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ნ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. საბჭო: ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან  დაკავშირებით, წარმოადგენს ქარელის მუნიციპალიტეტს; ბ) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ; გ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს იწვევს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დამოუკიდებელი ექსპერტებს; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან. 2. საბჭოს თავმჯდომარეა საკრებულოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ (მისი არსებობის შემთხვევაში), ან მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წარდგინებით არჩეული წარმომადგენელი. 4. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელიც თანამდებობრივად არის გამგებლის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში. 5. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 6. საბჭოს წევრებად, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისა, საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოიწვევა საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივი წარდგინების არარსებობის შემთხვევაში) წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარისადმი მათი მიმართვის საფუძველზე. 7. გენდერული თანასწორობის საბჭოში წევრთა 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ერთი სქესის წამომადგენელი. 8. საბჭოს სხდომაზე ცალკეულ საკითხების განხილვისას, საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება მოწვეულ იქნეს გამგეობის თანამდებობის პირები, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები. მუხლი 4🔗. საბჭოს სხდომა 1. საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით, ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. 2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 3. საბჭოს სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 4. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. 5. საბჭოს სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ, სხდომის დაწყებამდე 2 დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. 6. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე. 7. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება შეტანილ იქნეს წერილობით ფორმით, ასეთი სახით შემოსულ წინადადებებს და რეკომენდაციებს, საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს. მუხლი 5🔗. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. 2. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს  თავმჯდომარის ხმა. 3. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. 4. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც 1 თვის ვადაში იხილავენ მიღებული წინადადებებს და რეკომენდაციებს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობებენ საბჭოს.