საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 1851 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1851. პირის გარდაცვალების შესახებ შეუტყობინებლობა
სახელმწიფო, ადგილობრივი ან კერძო სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების, პანსიონატის, თავშესაფრის, პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის, გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის პირის გარდაცვალების შესახებ კანონით დადგენილი წესით შეუტყობინებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.
2. 1961 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1961. წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის გამოუცხადებლობა
წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა –
გამოიწვევს გაფრთხილებას.“.
3. 1966 და 197-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1966. სამხედროვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის შეუტყობინებლობა
სამხედროვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის გამომტანი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ დასკვნის გამოტანიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ამ დასკვნის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისთვის შეუტყობინებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო და საცხოვრებელი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) ადგილების, თანამდებობის შეცვლის, განათლების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის აღნიშნული თანამდებობის პირისთვის 2 კვირის ვადაში მიუწოდებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ სამართალდარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.“.
4. 239-ე მუხლის 66-ე და 67-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„66. ამ კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს.
67. ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
ქუთაისი, 26 ივლისი 2017 წ. N1268-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 197. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის (წვევამდელის) მიერ ინფორმაციის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსთვის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა
- მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
- მუხლი 1851. პირის გარდაცვალების შესახებ შეუტყობინებლობა
- მუხლი 1961. წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით პირის გამოძახების შემთხვევაში მისი გამოუცხადებლობა
- მუხლი 1966. სამხედროვალდებულის მიმართ გამოტანილი ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის შესახებ დასკვნის შეუტყობინებლობა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.07.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 26.07.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1268-რს. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.018567.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.07.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1268-რს, 26.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.018567 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3732608/