საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1304
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024069
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1304

 2017 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017 წლის 5-8 ივლისს ავსტრიის დედაქალაქში გასამართი უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) მე-18 კონფერენციის ფარგლებში საქართველოს სახელით გასამართი ღონისძიების ორგანიზებისა და ბეჭდვის მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებიდან (პროგრამის „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტები და ახალგაზრდების წახალისება“ (პროგრამული კოდი: 32 04 02) ქვეპროგრამის „ვისწავლოთ საქართველოში“ (პროგრამული კოდი: 32040208) ფარგლებში).

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, 2017 წლის 5-8 ივლისს ავსტრიის დედაქალაქში გასამართი უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) მე-18 კონფერენციის ფარგლებში საქართველოს სახელით გასამართი ღონისძიების ორგანიზების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს წინასწარი ანგარიშსწორება − წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენის გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი