ზოგიერთი მეწარმე სუბიექტისთვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1331
2017 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
ზოგიერთი მეწარმე სუბიექტისთვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №633 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, მიენიჭოთ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი ამ განკარგულების დანართით განსაზღვრულ მეწარმე სუბიექტებს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი