სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ
განცხადება
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ემისიის შესახებ
გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 04 ივლისს №65 განკარგულებით დამტკიცდა სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ (შემდგომ „ბანკი“) საბოლოო ემისიის პროსპექტი. აღნიშნული ემისიის პროსპექტის საფუძველზე, ბანკის აქციონერთა უპირატესი შესყიდვის უფლების გათვალისწინებით, ბანკის მიერ ხორციელდება 17 715 576 (ჩვიდმეტი მილიონ შვიდას თხუთმეტი ათას ხუთას სამოცდათექვსმეტი) ცალი ჩვეულებრივი აქციის საჯარო შეთავაზება ნომინალური ღირებულებით თითოეული 1 ლარი (1 ცალი ჩვეულებრივი აქციის ფასი, რომელზე ნაკლებადაც დაუშვებელია აქციის პირველადი განთავსება).
წინამდებარე განცხადებით ბანკი აქციონერებს გატყობინებთ, რომ უფლება გაქვთ განახორციელოთ ბანკის მიერ გამოშვებულ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების რეალიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბოლოო ემისიის პროსპექტის დამტკიცების თარიღისათვის ბანკის კაპიტალში თქვენს საკუთრებაში არსებული აქციების რაოდენობის პროპორციულად. აქციონერთა მიერ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების რეალიზაციისათვის დაწესებულ ვადას შეადგენს ემისიის პროსპექტის გამოქვეყნებიდან 10 (ათი) კალენდარული დღე. ემისიის პროსპექტი გამოქვეყნებულ იქნა 2017 წლის 05 ივლისს ბანკის ვებგვერდზე www.vtb.ge , შემდეგ ბმულზე http://ge.vtb.ge/about/publicdata/emission/.
ბანკის აქციონერებს უფლება აქვთ ზემოაღნიშნული ვადის განმავლობაში და პირობებით განახორციელონ უპირატესი შესყიდვის უფლების რეალიზაცია და შეიძინონ აქციები (განახორციელონ აქციათა ღირებულების გადახდა).
აქციათა ღირებულების გადახდა ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, ლარში, ფულადი სახსრების უნაღდო ანგარიშსწორებით გადარიცხვის გზით შემდეგ რეკვიზიტებზე: JSC VTB Bank (Georgia) SWIFT: UGEBGE22. IBAN: GE17VT0100000009444501.
აქციათა ემისიის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საბოლოო ემისიის პროსპექტს გაეცნონ ბანკის ვებგვერდზე www.vtb.ge , შემდეგ ბმულზე http://ge.vtb.ge/about/publicdata/emission/.
ბანკის აქციონერთა მონაცემები შესაძლებელია დადგინდეს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორ სს „კავკასრეესტრში“, ფაქტობრივი მისამართი : ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული, ტელ .: 2 500 211.
დირექტორი მ. მენთეშაშვილი