შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ მიმართ რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/61
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/61

 

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

19 ივნისი, 2017 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე).

კრების მდივანი: ნოდარი გიორგიძე

 

1. მეურვე –სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

 წარმომადგენელი –მიხეილ ლომთაძე.

2. მოვალე –შპს ,,ბლექ სი ინვესტი”

დირექტორი –როლანდ ჩანტლაძე;

წარმომადგენელი –დავით ლომოური;

3. რეაბილიტაციის მმართველი –ემზარ ბალაძე;

4. კრედიტორები –სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე, ნინო ზუხბაია, მალხაზ ალავიძის წარმომადგენელი ლაშა კენჭაძე, ნუგზარ ჩელებაძე, სოფიო გეგენავას წარმომადგენელი მამუკა ბარამიძე, ხათუნა მჟავანაძის წარმომადგენელი ჯემალ მჟავანაძე, ელენე ბურჭულაძის და იზოლდა აფაქიძის წარმომადგენელი როლანდ ჩანტლაძე, გალაქტიონ ახვლედიანი, შპს ,,ანაგის“ წარმომადგენელი თეონა ტუღუში, თეიმურაზ ჯუსტიშვილი, მაკა აროშიძე, მზია ჯინჭარაძის წარმომადგენელი ნუგზარ კაიკაციშვილი, ზვიად კირკიტაძე, დავით ხახუტაიშვილის წარმომადგენელი მაია რურუა, გოდერძი რაზმაძის წარმომადგენელი გურამ ხოტივარი, ლიანა გარუჩავას და ლეილა ბახლიშვილის წარმომადგენელი დავით ლომოური, ინგული ცხვარაძე, ნელი ჩანაგავას და ვანდა ანთიძის წარმომადგენელი ნუგზარ ჩაგანავა.

2017 წლის 12 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ წარმომადგენელმა დავით ლომოურმა და კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიურო. განჩინება განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2017 წლის 24 იანვარს.

2017 წლის 22 მაისის კრედიტორთა კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მომრიგებელი საბჭოს შექმნის შესახებ, რომლის წევრებად დაინიშნენ –დავით ლომოური, გალაქტიონ ახვლედიანი და ჯემალ მჟავანაძე.

2017 წლის 5 ივნისის სასამართლო სხდომაზე მომრიგებელი საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს გადაწყვეტილება, რომ შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ დაიწყოს რეაბილიტაციის პროცესი.

2017 წლის 19 ივნისის კრედიტორთა კრებაზე მხარდაჭერილ იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება რეაბილიტაციის პროცესის დაწყების შესახებ და ამავე დროს წარმოდგენილი იქნა რეაბილიტაციის მმართველის კანდიდატურა –ემზარ ბალაძე, ხოლო რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადად განისაზღვრა მაქსიმალური ვადა –60 დღე;

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ კრედიტორთაგან სსიპ –შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა რეაბილიტაციის მმართველად ემზარ ბალაძის დანიშვნას და იშუამდგომლა რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნოს სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიურო.

სასამართლომ განიხილა რა კრედიტორთა გადაწყვეტილება რეაბილატაციის მმართველის თანამდებობაზე რეაბილიტაციის მმართველად ემზარ ბალაძის დანიშვნისა და რეაბილიტაციის გეგმის 60 დღით განსაზღვრის თაობაზე და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო განმარტავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს’’ პუნქტის შესაბამისად, რეაბილიტაცია არის საპროცესო, ხელმძღვანელობითი და მმართველობითი მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით ეტაპობრივ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად მოვალის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მართვის სისტემის სრულყოფის, მოვალის კომერციული საქმიანობის წარმატებულობისა და მომგებიანობის ზრდის, აგრეთვე სამეურვეო ქონების შესაძლო ოპტიმიზაციის გზით.

ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მომრიგებელი საბჭო არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც იქმნება პარიტეტულ საწყისებზე და არსებითად აფასებს და წყვეტს მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს. მოვალის რეაბილიტაციის შემთხვევაში მომრიგებელი საბჭო ასევე განიხილავს რეაბილიტაციის გეგმას.

ხოლო ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეაბილიტაციის შესახებ.

დადგენილია, რომ 2017 წლის 22 მაისის კრედიტორთა კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მომრიგებელი საბჭოს შექმნის შესახებ, რომლის წევრებად დაინიშნენ –დავით ლომოური, გალაქტიონ ახვლედიანი და ჯემალ მჟავანაძე.

2017 წლის 5 ივნისის სასამართლო სხდომაზე მომრიგებელი საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს გადაწყვეტილება, რომ შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ დაიწყოს რეაბილიტაციის პროცესი.

2017 წლის 19 ივნისის კრედიტორთა კრებაზე მხარდაჭერილი იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება რეაბილიტაციის პროცესის დაწყების შესახებ და ამავე დროს წარმოდგენილი იქნა რეაბილიტაციის მმართველის კანდიდატურა –ემზარ ბალაძე, ხოლო რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადად განისაზღვრა მაქსიმალური ვადა –60 დღე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეაბილიტაციის პროცესს წარმართავს რეაბილიტაციის მმართველი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რეაბილიტაციის მმართველს ნიშნავენ კრედიტორები რეაბილიტაციის შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. კრედიტორთა გადაწყვეტილებას განჩინებით ამტკიცებს სასამართლო.

ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ.

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ კრედიტორები.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით, კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%, მიუხედავად იმისა, ჩაჰბარდათ თუ არა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დანარჩენ კრედიტორებს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამასთანავე, შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება მასზე წარმოდგენილ ხმათა უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა ხმების რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით: 1 ლარის მოთხოვნა – 1 ხმა (დამრგვალება ხდება უმცირესისაკენ).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 19 ივნისის მდგომარეობით შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ გადახდისუუნარობის საქმეზე კრედიტორად აღიარებულ პირთა მოთხოვნა საერთო ჯამში შეადგენს 4 473 728,48 ლარს.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ კრედიტორთა აღიარებული მოთხოვნა საერთო ჯამში არის 2 683 793,93 ლარი, რაც აღემატება საერთო მოთხოვნის 51%-ს.

კრედიტორთა კრებაზე სსიპ –შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის გარდა ყველა გამოცხადებულმა კრედიტორმა დაუჭირა მხარი ემზარ ბალაძის მმართველად დანიშვნას. ამავე დროს დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა აღიარებულია 566 280,69 ლარის ოდენობით.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ემზარ ბალაძის რეაბილიტაციის მმართველად დანიშვნის შესახებ კრედიტორთა კრებაზე ხმათა უბრალო უმრავლესობით მიღებულია გადაწყვეტილება და იგი შეესაბამება ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო მოთხოვნებს.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, რეაბილიტაციის მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. რეაბილიტაციის მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. რეაბილიტაციის მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე.

ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმის პროექტი უნდა მომზადდეს და მომრიგებელ საბჭოს განსახილველად უნდა წარედგინოს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პროექტის მომზადების ვადის განმავლობაში.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ კრედიტორები. იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ხმათა სულ მცირე 51%-ზე მეტის მქონე კრედიტორების გადაწყვეტილებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ არსებობს კრედიტორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.

 სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-4, მე-5, მე-7, 27-ე, 43-ე, 44-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მომრიგებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დაიწყოს შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ მიმართ რეაბილიტაციის საქმის წარმოება.

1. დამტკიცდეს შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობაზე ემზარ ბალაძის დანიშვნის შესახებ კრედიტორთა გადაწყვეტილება.

2. შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობაზე დაინიშნოს ემზარ ბალაძე (პ/ნ 01026000242; მცხ: ქ. თბილისი, შ. არაგვისპირელის ქ. №42);

3. შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ რეაბილიტაციის პროექტის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 60 (სამოცი) დღით ამ განჩინების გამოქვეყნებიდან;

4. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ და სასამართლოს დაფაზე; ასევე რეგისტრაციის მიზნით გაეგზავნოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურს.

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

 კრების თავმჯდომარე                                                          გენადი მაკარიძე

  კრების მდივანი                                                                  ნოდარი გიორგიძე