სააქციო საზოგადოება „თელასის“ შეტყობინება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეტყობინება

სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  ჩატარების შესახებ

 

სააქციო საზოგადოება „თელასი“ (აქ და შემდგომში – სს „თელასი“) გატყობინებთ  2017 წლის  31 ივლისს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  ჩატარების შესახებ კრების ფორმით (აქციონერთა ერთობლივი დასწრება  დღის წესრიგის საკითხის განხილვისთვის), შემდეგი დღის წესრიგით:

 

1. საზოგადოების დივიდენდური პოლიტიკის დამტკიცების შესახებ

სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა შესადგენად სააღრიცხვო დღეა 2017 წლის 10 ივლისი.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილია – საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების დროა 09 სთ 30 წთ ადგილობრივი დროით.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დროა 09 სთ 00 წთ  ადგილობრივი დროით.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  ჩატარების ადგილის მისამართზე.

„მეწარმეთა  შესახებ“ კანონის 54-ის მუხლის შესაბამისად  წინამდებარე შეტყობინების დანართში „ა“  წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია აქციონერებისთვის.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს)  2017 წლის 10 ივლისიდან  2017 წლის 31 ივლისამდე  09 სთ 00 წთ-დან  18 სთ 00 წთ-მდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.

 

 

დანართი „ა“

 

დამატებითი ინფორმაცია აქციონერთათვის

სს „თელასის“  წესდების  მე-10 მუხლის  10.14 ქვეპუნქტის შესაბამისად,   შეტყობინება  სს „თელასის“ (შემდგომში – საზოგადოება ) აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ ქვეყნდება საზოგადოების მიერ  საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, აგრეთვე  საზოგადოების ვებსაიტზე  ინტერნეტის ქსელში არაუგვიანეს  აქციონერთა საერთო კრების ჩატარების  თარიღამდე 20 დღით ადრე.

კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას უნდა ერთოდეს პროცედურის აღწერა, რომლის თანახმად  კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს  შეუძლია შეამოწმოს  კრებაში მონაწილოების  უფლება.

 

2017 წლის  31 ივლისს სს „თელასის“ აქციონერთა  რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის  უფლების შემოწმების  პროცედურის აღწერა

კრების  ჩატარებამდე  10 დღით ადრე  აქციონერს შეუძლია  შეამოწმოს   კრებაში მონაწილოების უფლება  სს „თელასის“ რეგისტრატორთან – სს  „ფასიანი ქაღალდების  გაერთიანებულ რეგისტრატორთან“ (ხელშეკრულება №ср-394/515, 2014 წლის 1 აპრილი), შემდეგ მისამართზე: საქართველო, 0162, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74ა. (მოსაშვილის ქ. №11) ტელ.: (99532) 222-53-51, 225-15-60. ფაქსი: (99532) 225-15-60.