„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1276-რს
სარეგისტრაციო კოდი
010290000.04.001.016205
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპარლამენტო ფრაქციის შექმნის/გაუქმების შესახებ ინფორმაცია ასეთი ფაქტის დადგომის შემდეგ, დაუყოვნებლივ წერილობით მიეწოდება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმულის მიზნებისათვის M და L  ნულის ტოლია, თუ პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილება შეწყდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. M და L ასევე იცვლება შესაბამისი ოდენობით (მცირდება ან იზრდება), თუ პროპორციული სისტემით არჩეულმა პარლამენტის წევრებმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ 3 თვის ვადაში დატოვეს პარტია ან შეუერთდნენ პარტიას, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების მქონე პარტია, რომელსაც ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დატოვებს ან/და შეუერთდება პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი, ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. პარტიის მიერ ამ პუნქტის საფუძველზე მისაღები საბიუჯეტო დაფინანსების ცვლილება აისახება და ძალაში შევა მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრული, 3-თვიანი ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

26 ივლისი 2017 წ.

N1276-რს