,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.105.016332
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №44

2017 წლის 7 ივლისი

ქ. ზუგდიდი

 

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი www.matsne.gov.ge.18/07/2014წ, სარეგისტრაციო კოდი:010250050.35.105.016148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის სტატუსი

1. საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის-საკრებულოს აპარატი (შემდგომში-,,აპარატი“) იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4  და მე-5  მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და  მასში ცვლილების შეტანა

აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს დაწესებულების  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი (შემდგომში – ,,აპარატის უფროსი“). აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით.

მუხლი 5. აპარატის  შემადგენლობა

1. აპარატი შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულებისაგან-განყოფილებებისაგან (შემდგომში – ,,განყოფილებები“). ესენია:

ა) საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილება;

ბ) საფინანსო, მატერიალურ და ტექნიკურ საკითხთა განყოფილება;

გ) საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილება.

2. აპარატის პროფესიული საჯარო  მოხელეებია: აპარატის უფროსი, განყოფილების უფროსები, უფროსი სპეციალისტები და უმცროსი სპეციალისტები;“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  III თავის  სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,აპარატის მეორად სტრუქტურულ  ერთეულთა ფუნქციები“

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-აპარატის უფროსი

1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-10 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის  უფროსი  – განყოფილების უფროსი

1. დაწესებულების მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს – უფროსი, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.07.2017.
როდის იქნა მიღებული „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 07.07.2017. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №44. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.105.016332.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.07.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №44, 07.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016332 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3738102/