„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
უფროსის ბრძანება №0717/10-1
2017 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №3 დანართში, სადაც მოცემულია იმ იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებული არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან, დაემატოს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული მონაცემი.
2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებული არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომრები 60, 115 და 215.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ხასაშვილი
დანართი 1
იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებული არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან
| № | ორგანიზაციის დასახელება | დასახელების სხვა ვარიანტები | მისამართი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 155 | ჯამაათ-ულ-აჰრარ (ჯუა) JAMAAT-UL-AHRAR (JuA)
| ა) ჯამაათ ე-აჰრარ (Jamaat-e-Ahrar)
ბ) ტეჰრიკ -ე თალიბან პაკისტან ჯამაათალ ულ აჰრარ (Tehrik-e Taliban Pakistan Jamaat ul Ahrar)
გ)აჰრარ-ულ-ჰინდ (Ahrar-ul-Hind) | ა) ლალპურა, ნანგარჰარის პროვინცია, ავღანეთი 2015 წლის ივნისიდან (Lalpura, Nangarhar Province, Afghanistan (since Jun. 2015)
ბ) მოჰამანდის სააგენტო, პაკისტანი 2014 წლის აგვისტოდან (Mohmand Agency, Pakistan (as at Aug. 2014) | 06.07.2017 | მცირე ჯგუფი the Tehrik-e Taliban Pakistan (იურიდიულ პირთა სიაში 130)-ისა. ასოცირდება Islamic State in Iraq and the Levant-ან (იურიდიულ პირთა სიაში 83) ჩამოყალიბდა 2014 წლის აგვისტოში მოჰამად აჯენსიში, პაკისტანში (Mohmand Agency, Pakistan). ოპერირებს ნაგჰარგარის პროვინციიდან, ავღანეთი (Nangarhar Province, Afghanistan) და პაკისტან-ავღანეთის სასაზღვრო რეგიონში. აიკრძალა პაკისტანში 2016 წლის 21 ნოემბრიდან. |