„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №19/ნ |
|
2017 წლის 11 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)/დირექტორი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – ტექნიკურ მდივანს ან დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამის მოადგილეს.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი არის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)/დირექტორი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი):
ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – ტექნიკურ მდივანს ან დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე, სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
ი) ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე, დეპარტამენტის თავმჯდომარის, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის – ტექნიკური მდივნის ან/და დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)/მოადგილეები (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეები).
5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)/დირექტორის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)/დირექტორის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) ან შესაბამისი სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
6. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)/დირექტორის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)/დირექტორის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) წინაშე, ხოლო შესაბამისი სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელი) შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)/დირექტორის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)/დირექტორის მოადგილის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) წინაშე.“.
2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება;
ზ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;“.
3. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ფინანსების მართვის სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი ბუღალტერი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე).“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.07.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.07.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №19/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 010240070.22.037.016116.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №19/ნ, 11.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.037.016116 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3738840/