იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1391
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024100
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1391

2017 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პროექტი– „დევნილი ოჯახების მიერ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შევსებული განაცხადების ელექტრონულ მოდულში ასახვის თაობაზე“.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტის განსახორციელებლად მიმართოს 183 200 (ას ოთხმოცდასამი ათას ორასი) ლარი, საიდანაც:

ა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს 140 800 (ას ორმოცი ათას რვაასი) ლარი;

ბ) 2018 წელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან მიმართოს 42 400 (ორმოცდაორი ათას ოთხასი) ლარი.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის დროს გაითვალისწინონ ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა.

4. „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების საფუძველზე, ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში, შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვები (კომპიუტერი, სკანერი – CPV 30200000 (კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები)) განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი