საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1407
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024142
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1407

2017 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მიეცეს უფლება საგარეჯოს მუნიციპალიტეტს, სოფელ უჯარმაში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობისათვის საჭირო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი