სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) საქართველოში იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1422
2017 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) საქართველოში იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
1. „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) საქართველოში იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 თებერვლის №177 განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სამოქმედო გეგმა.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამოქმედო გეგმაში მითითებულმა სამინისტროებმა და უწყებებმა განახორციელონ აქტივობების შესრულება ამავე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი ვადების დაცვით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი