„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №35 |
|
2017 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29.02.2016, 040170050.57.069.016083) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თავისუფლდება სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის ვალდებულებისაგან, იმისდა მიუხედავად, ითვალისწინებს თუ არა სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაცია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას;“. 2. ბრძანების დანართი შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
[გაცემის თარიღი და ადგილი]
ეს ცნობა ადასტურებს, რომ მიმწოდებელმა [მიმწოდებლის სახელწოდება/სახელი და საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი] ჯეროვნად შეასრულა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები:
რეკვიზიტები: [ხელშეკრულების დადების თარიღი და ნომერი, სატენდერო/საკონკურსო განცხადების ან ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი];
ხელშეკრულების ღირებულება: [თანხა ციფრებითა და სიტყვიერად, ასევე ვალუტის დასახელება. თუ ჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულების ფაქტობრივი ღირებულება ნაკლებია ხელშეკრულების ღირებულებაზე, მაშინ მიეთითება ფაქტობრივად შესრულებული ვალდებულებების თანხაც].
ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულება დასტურდება შემდეგი დოკუმენტ(ებ)ით: [ხელშეკრულების ღირებულების სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (საგადახდო დავალება) და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. თუ მითითებული დოკუმენტები სრულად არის ატვირთული სისტემაში, ისინი სააგენტოს აღარ წარედგინება].
წინამდებარე ცნობა გაიცემა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად.
[შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა]
[ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)].
|