ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის, მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთუსაფრთხოების შესახებ
მიღების თარიღი 19.05.1993
ძალაში შესვლა 04.12.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430000000.00.003.000255
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 29/03/1999
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია) | სომხეთის რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის, მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთუსაფრთხოების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
.MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in .75in 1.0in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ხელშეკრულება
საქართველოს რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის, მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთუსაფრთხოების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომში მაღალ ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი,
ეყრდნობიან მათ ხალხებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ კავშირებს, კეთილი ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს,
ადასტურებენ მემკვიდრეობითობას სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში,
მიაჩნიათ, რომ მეგობრული, კეთილმეზობლური და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარება და განმტკიცება პასუხობს ორივე სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს და ხელს შეუწყობს მათ ეკონომიკურ განვითარებას,
ადასტურებენ ერთგულებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიის, ევროპაში უშიშროებისადა თანამშრომლობის თათბირის სხვა დოკუმენტების მიზნებისა და პრინციპებისადმი,
აღიარებენ რეგიონსა და მსოფლიოში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების ინტერესებისათვის საერთაშორისო არენაზე შეთანხმებული მოქმედებების მიზანშეწონილობას,
მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ააშენონ თავიანთ ტერიტორიებზე დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოები,
ხელს უწყობენ ორმხრივი და მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას, ესწრაფვიან თანამშრომლობის ყოველმხრივ განვითარებას და ორი ქვეყნის ურთიერთობის ახალ საფეხურზეაყვანას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები თავიანთ ურთიერთობას აგებენ, როგორც მეგობარი სახელმწიფოები. ისინი ვალდებულებას კისრულობენ თანმიმდევრულად იხელმძღვანელონ ერთმანეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობისა და არსებული საზღვრების ურღვევობის, თანასწორუფლებიანობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, ძალის თუ ძალით დამუქრების, მათ შორის ეკონომიკური თუ ზემოქმედების სხვა ხერხების გამოუყენებლობის, დავის მშვიდობიანად მოგვარების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის, ვალდებულებების კეთილსინდისიერი შესრულების პრინციპებით, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის სხვა საყოველთაოდ აღიარებული ნორმებით.
მუხლი 2🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები როგორც გლობალური, ისე რეგიონალური მასშტაბით თანამოქმედებენ მშვიდობის განსამტკიცებლად, მსოფლიოში სტაბილურობისა და უშიშროების გასაძლიერებლად.
ისინი ხელს უწყობენ განიარაღების პროცესის განგრძობას, კოლექტიური უშიშროების სისტემებისა და ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის სამშვიდობო როლის გაძლიერებას, უშიშროებისა და თანამშრომლობის რეგიონალური მექანიზმების ეფექტურობის ამაღლებას.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ხელს უწყობენ რეგიონალური კონფლიქტების და კრიზისული სიტუაციების მოგვარებას, ერთმანეთს უთანხმებენ პოზიციებს იმ მიზნით, რომ საჭირო შემთხვევებში კოორდინირებული თუ ერთობლივი მოქმედებები განახორციელონ.
მაღალი ხელშემკვრელი რეგულარულად მართავენ კონსულტაციებს ორივე მხარისათვის საინტერესო საკითხებზე, რომლებსაც ეს მუხლი ეხება.
მუხლი 3🔗
ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარე მონაწილეობას არ მიიღებს და მხარს არ დაუჭერს ისეთ ქმედებას ან ღონისძიებას, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს მეორე მაღალი ხელშემკვრელი მხარის წინააღმდეგ, აღკვეთს და არ დაუშვებს მათ ტერიტორიაზე ისეთი ორგანიზაციებისა და ჯგუფების შექმნას და საქმიანობას, ცალკეული პირების ქმედებას, რომლებიც მიმართულია მეორე მაღალი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და აყენებს მას ეკონომიკურ ზიანს.
ამ საკითხებზე მაღალი ხელშემკვრელი მხარეები დადებენ ცალკე შეთანხმებას.
მუხლი 4🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები არ მიიღებენ მონაწილეობას რომელიმე კავშირში ან ბლოკში, რომელიც მიმართული იქნება მეორე მაღალი ხელშემკვრელი მხარის წინააღმდეგ.
ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულებას იღებას არ დაუშვას თავისი ტერიტორიის გამოყენება მეორე მაღალი ხელშემკვრელი მხარის წინააღმდეგ აგრესიის, ეკონომიკური ზეწოლის თუ სხვა ძალისმიერი მოქმედების განსახორციელებლად.
მუხლი 5🔗
თუ შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომელიც ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის აზრით, საფრთხეს უქმნის მშვიდობას და ლახავს მისი უშიშროების ინტერესებს, აგრეთვე რომელიმე მხარის წინააღმდეგ აგრესიის აქტის შემთხვევაში, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები აამოქმედებენ ერთობლივი კონსულტაციების მექანიზმს იმ მიზნით, რომ შეათანხმონ თავიანთი პოზიციები და განახორციელონ ღონისძიებანი შექმნილი საფრთხის აღსაკვეთად.
მუხლი 6🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები თანაბარი უფლებებისადა თავისუფლებების გარანტიას აძლევენ თავიანთ მოქალაქეებს, მათი ეროვნების, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების მიუხედავად.
ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა პირს სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების გარანტიას აძლევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმებისა და საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად.
ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარე იცავს მეორე მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მცხოვრები თავისი მოქალაქეების უფლებებს, უწევს მათ მფარველობასა და მხარდაჭერას ამ ხელშეკრულების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმებისა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები დადებენ ხელშეკრულებას სამართლებრივი დახმარების შესახებ სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებში და სხვა შეთანხმებებს, აუცილებელს მეორე მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მცხოვრები თავიანთი მოქალაქეების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 7🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ადასტურებენ, რომ ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების დაცვა ისევე, როგორც მათ მიერ იმ სახელმწიფოს მიმართ მოვალეობის შესრულება, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, საქართველოს რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკაში მშვიდობის, სამართლიანობის, სტაბილურობისა და დემოკრატიის ფაქტორია.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, გარანტიას აძლევენ ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირებს სრულად და ეფექტურად განახორციელონ ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებანი, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და საკუთარი ისტორიის შესწავლის უფლება, და ისარგებლონ ამით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე და კანონის წინაშე სრული თანასწორობის პირობებში, აგრეთვე თავისუფლად გამოხატონ, შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი ეთნიკური, კულტურული, ენობრივი თუ რელიგიური თავისთავადობა.
მუხლი 8🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ ეკონომიკური, სავაჭრო, სამეცნიერო-ტექნიკური ურთიერთობების განვითარებას სახელმწიფო ხელისუფლებისა და მართვის ორგანოების, ტერიტორიული (მუნიციპალური) თვითმმართველობის ორგანოების, ბანკებისა და საფინანსო სისტემის, საწარმოების, გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, ერთობლივი საწარმოებისა და ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეების დონეებზე.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები გაცვლიან ინფორმაციას და გააფორმებენ ცალკეულ ხელშეკრულებებს სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და სხვა სახის თანამშრომლობის, აგრეთვე ფულად-საკრედიტო და ფასების პოლიტიკის კონკრეტულ საკითხებზე.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები დროულად შეატყობინებენ ერთმანეთს იმ გადაწყვეტილებების თაობაზე ეკონომიკის დარგში, რომელთაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ მეორე მხარის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
მუხლი 9🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ მგზავრებისა და ტვირთის შეუფერხებელ ტრანზიტს მათ ტერიტორიაზე განლაგებულ საზღვაო და საჰაერო პორტებში, სარკინიგზო და საავტომობილო გზებზე და მილსადენებით.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას კისრულობენ ითანამშრომლონ, განავითარონ და სრულყონ ორმხრივი სატრანსპორტო კომუნიკაციები: საჰაერო, სარკინიგზო, საავტომობილო და მილსადენი და მიიღებენ ზომებს თავიანთ ტერიტორიაზე მგზავრებისა და ტვირთების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე ხელს შეუწყობენ მილსადენების შეუფერხებელ მუშაობას.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები დადებენ ცალკე შეთანხმებას ამ საკითხებში თანამშრომლობის მიზნით.
მუხლი 10🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ სავაჭრო და სხვა ეკონომიკური ურთიერთობები განახორციელონ ურთიერთხელსაყრელობის საფუძველზე და თავი შეიკავონ ქმედებებისაგან, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ მეორე მხარეს.
ამ მიზნით ისინი დადებენ შესაბამის შეთანხმებებს.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ინფორმაციას ცვლიან ეკონომიკური რეფორმების სფეროში, სტრუქტურული, ფულად-საკრედიტო, სავალუტო, ფასების, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის ჩათვლით.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ურთიერთქმედებენ სხვადასხვა საერთაშორისო ეკონომიკურ, ფინანსურ და სხვა ორგანიზაციებში, უწევენ რა ერთმანეთს დახმარებას იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, შეთანხმებებსა და კონვენციებში მონაწილეობასა და გაწევრიანებაში, რომლის წევრიც არ არის ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარე.
მუხლი 11🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ ხელსაყრელ ეკონომიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ პირობებს მეორე მაღალი ხელშემკვრელი მხარის საწარმოების,ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების სამეწარმეო და სხვა სამეურნეო საქმიანობისათვის, ინვესტიციების სტიმულირებისა და ურთიერთდაცვის ჩათვლით. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ ორივე სახელმწიფოს მოქალაქეებს, საწარმოებს, ფირმებსა და ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა სუბიექტებს შორის სხვადასხვა ფორმის კოოპერაციასა და პირდაპირ კავშირებს.
ისინი დადებენ ცალკე შეთანხმებას ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით.
მუხლი 12🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებენ თანამშრომლობას სეისმოლოგიის, ეკოლოგიური უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების სფეროში. მოქმედებენ რა თითოეული მათგანისათვის ძალაში შესული ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების შესაბამისად, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები მიიღებენ აუცილებელ ზომებს სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის, გარემოს გაჭუჭყიანების თავიდან აცილებისა და რაციონალური და რესურსთდამზოგავი ბუნებათსარგებლობის უზრუნველყოფისათვის, ხელს შეუწყობენ სპეციალური ბუნებათდამცავი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას, განსაკუთრებით ეკოლოგიურად დაძაბულ რაიონებში, ესწრაფვიან შეიქმნას ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ურთიერთქმედების ყოვლისმომცველი საერთაშორისო სისტემა.
მუხლი 13🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ავითარებენ თანამშრომლობას განათლების, მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროებში, წაახალისებენ სასწავლებლების, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო დაწესებულებების უშუალო კავშირურთიერთობას, ერთობლივი პროგრამებისა და ნამუშევრების განხორციელებას, განსაკუთრებით პრიორიტეტული მიმართულებებით და მოწინავე ტექნოლოგიების დარგში.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები თანამოქმედებენ და ხელსაყრელ პირობებს ქმნიან კადრების მომზადების, მეცნიერების, სპეციალისტების, ასპირანტებისა და სტუდენტების გაცვლის საქმეში, ცნობენ ერთმანეთის განათლების დიპლომებს, სამეცნიერო წოდებებსა და ხარისხებს. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები დადებენ ცალკე შეთანხმებებს მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე.
მუხლი 14🔗
მაღალი ხელმომწერი მხარეები ხელს უწყობენ თანამშრომლობასა და კონტაქტებს კულტურის, ხელოვნების, ტურიზმისა და სპორტის დარგებში, ინფორმაციის თავისუფალ გაცვლას. ისინი დადებენ ცალკე შეთანხმებებს ამ საკითხებში.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ხელს უწყობენ საქართველოს რესპუბლიკაში სომხური ენისა და სომხეთის რესპუბლიკაში ქართული ენის შესწავლასა და გავრცელებას.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ახორციელებენ ამ დარგებში სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, კერძო ორგანიზაციების და პირების თანამშრომლობას ერთობლივი პროექტების რეალიზაციაში, კულტურული, სამეცნიერო და სხვა ფონდებისა და ასოციაციების საქმიანობაში.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები დადებენ ცალკე შეთანხმებას ერთმანეთის ტერიტორიებზე ორი ქვეყნის კულტურული ცენტრების გახსნის შესახებ.
მუხლი 15🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები რეგულარულად უცვლიან ერთმანეთს ინფორმაციას თითოეულ ამ ქვეყანაში სამართლებრივი აქტების შემუშავების, მიღებისა და გამოყენების შესახებ და საერთო ძალისხმევით მონაწილეობენსაერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში.
მუხლი 16🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, აქტიურად თანამშრომლობენ ორგანიზებული, მათ შორის საერთაშორისო დამნაშავეობასთან და ტერორიზმთან, აგრეთვე იმ უკანონო აქტებთან ბრძოლის ღონისძიებებში, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო ავიაციისა და სხვა სახის ტრანსპორტის უსაფრთხოების წინააღმდეგ, მძევლების აყვანის, კონტრაბანდის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო გადაზიდვის, კულტურულ ფასეულობათა უკანონო გატანის წინააღმდეგ, აგრეთვე სხვა საკითხებში, რომლებიც ორმხრივ ინტერესებს წარმოადგენენ.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები დადებენ ცალკე ხელშეკრულებებს ამ და სხვა ანალოგიურ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 17🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ორი სახელმწიფოს პარლამენტების და პარლამენტარების კონტაქტებისა და თანამშრომლობის განვითარებას.
მუხლი 18🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს შორის დადებენ სხვა ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, რომლებიც საჭირო იქნება ამ ხელშეკრულების დებულებათა განხორციელებისათვის.
მუხლი 19🔗
ეს ხელშეკრულება არ ეხება მაღალი ხელშემკვრელი მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომელთა მონაწილენიც ისინი არიან.
მუხლი 20🔗
ამ ხელშეკრულების შესრულების მიზნით მაღალი ხელშემკვრელი მხარეები რეგულარულად, სულ ცოტა წელიწადში ერთხელ აწყობენ კონსულტაციებს ერთმანეთს შორის და საჭიროების შემთხვევაში შექმნიან შესაბამის კომისიებს.
დავა ამ ხელშეკრულების შესრულებისა და განმარტების გარშემო გადაიჭრება მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 21🔗
ეს ხელშეკრულება სარატიფიკაციოა. სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა შედგება ქ. თბილისში.
ეს ხელშეკრულება ძალაში შედის სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დღიდან.
მუხლი 22🔗
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად, ეს ხელშეკრულება რეგისტრირებული იქნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში.
მუხლი 23🔗
ეს ხელშეკრულება იდება 10 წლის ვადით.
მისი მოქმედება ავტომატურად გრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებით, თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ან მორიგი ხუთწლიანი პერიოდის გასვლამდე არაუგვიანეს ექვსი თვისა მაღალი ხელშემკვრელი მხარეებიდან რომელიმე წერილობითი შეტყობინებით არ განაცხადებს, რომ სურს შეწყვიტოს მისი მოქმედება.
დაიდო ქ. ერევანში, 1993 წლის „19“ მაისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და სომხურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს რესპუბლიკის
სახელით
(ხელმოწერილია)
სომხეთის რესპუბლიკის
სახელით
(ხელმოწერილია)