„მსჯავრდებულის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №70 |
|
2017 წლის 8 აგვისტო ქ. თბილისი |
1. ბრძანების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“;
ბ) ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესი თანდართული რედაქციით (დანართი №1).
2. დამტკიცდეს მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა (დანართი №2).“.
2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესი“;
ბ) პირველი – მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესი (შემდგომში – წესი) პატიმრობის კოდექსის საფუძველზე აწესრიგებს დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესებსა და პირობებს.
2. მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის კონტროლს ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).
მუხლი 2. მსჯავრდებულის განთავსებისა და დისციპლინურ პატიმრობაში ყოფნის საერთო პირობები
1. მსჯავრდებული უნდა მოთავსდეს დისციპლინური პატიმრობის მოხდისათვის სპეციალურად გამოყოფილ სადღეღამისოდ ჩაკეტილ საკნის ტიპის სადგომში (შემდგომში – სპეციალური საკანი). სპეციალურ საკნებს განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი პენიტენციური დაწესებულების დირექტორის (შემდგომში – დაწესებულის დირექტორი) წარდგინებით.
2. მსჯავრდებულის სპეციალურ საკანში მოთავსებისას არ უნდა დაირღვეს პატიმრობის კოდექსით და მის საფუძველზე გამოცემული აქტებით დადგენილი ნორმები სხვადასხვა სქესისა და კატეგორიის მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსების თაობაზე.
3. სასამართლოს მიერ დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შემდეგ, კონკრეტულ სპეციალურ საკანს, რომელშიც უნდა მოთავსდეს კონკრეტული მსჯავრდებული ბრძანებით განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი.
4. მსჯავრდებულის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) მოთავსებისას, დაწესებულებას მსჯავრდებულთან ერთად წარედგინება:
ა) დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება);
ბ) მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათი;
გ) დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ შესაბამისი დაწესებულების დირექტორის განკარგულების დისციპლინური პატიმრობის აღმასრულებელი დაწესებულებისათვის განკუთვნილი ეგზემპლარი.
5. სასამართლოს მიერ დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ბადრაგირების განმახორციელებელი შესაბამისი მოსამსახურე უკავშირდება დეპარტამენტს დისციპლინური პატიმრობის აღმასრულებელი დაწესებულების შესახებ ინფორმაციის მიღების/დაზუსტების და აღნიშნულ დაწესებულებაში მსჯავრდებულის ბადრაგირების მიზნით.
6. იმ შემთხვევაში, თუ ეს წესი არ არეგულირებს მსჯავრდებულის კვების, ტანსაცმლის, პირადი და სპეციალური საკნის სანიტარიულ-ჰიგიენურ, ნათესავებთან ურთიერთობის, დისციპლინის, გადაყვანა/გადმოყვანის, ბადრაგირების, სამედიცინო და სხვა სოციალურ და სამართლებრივ საკითხებს აწესრიგებს პატიმრობის კოდექსი და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
7. დისციპლინური პატიმრობის აღსასრულებლად მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას მასზე ვრცელდება წესები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ამ რისკის მსჯავრდებულისათვის და რომელთა დაცვაც შესაძლებელია სხვა დაწესებულებაში.
1. დაწესებულება ვალდებულია აწარმოოს მსჯავრდებულის დისციპლინური პატიმრობის მოხდის საქმე (შემდგომში – მსჯავრდებულის საქმე).
2. მსჯავრდებულის საქმის წარმოება იწყება მსჯავრდებულის სპეციალურ საკანში მოთავსების მომენტიდან.
3. საქმეში უნდა ჩაიკეროს:
ა) დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების (დისციპლინური პატიმრობის აღმასრულებელი დაწესებულებისათვის განკუთვნილი) ეგზემპლარი;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ;
გ) დაწესებულების დირექტორის ბრძანება მსჯავრდებულის კონკრეტულ სპეციალურ საკანში მოთავსების შესახებ;
დ) მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათი;
ე) სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეეხება მსჯავრდებულს და გამოცემულია დისციპლინური პატიმრობის მოხდის განმავლობაში.
4. დისციპლინური პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ საქმე დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს.
დაწესებულება ვალდებულია:
ა) განუხრელად შეასრულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მასზე დაკისრებული მოვალეობები;
ბ) აწარმოოს მსჯავრდებული ს საქმე;
გ) უზრუნველყოს დაკავებულ პირთა საკნებში საძილე პირობების ჯანმრთელობის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
დ) უზრუნველყოს სპეციალური საკნების ბუნებრივი და ხელოვნური განათება, გათბობა და ვენტილაცია;
ე) უზრუნველყოს სპეციალურ საკნებში სათანადო სანიტარიული და ჰიგიენური პირობების დაცვა;
ვ) უზრუნველყოს სპეციალურ საკნებში სამედიცინო მომსახურება;
ზ) განახოროციელოს მკაცრი კონტროლი მსჯავრდებულების მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე;
თ) უზრუნველყოს მსჯავრდებულთა დადგენილი წესით იზოლაცია;
ი) შეადგინოს ოქმები დისციპლინური დარღვევების თაობაზე;
კ) მიმართოს მსჯავრდებულს „თქვენობითი“ ფორმით;
ლ) უზრუნველყოს ამ წესითა და დისციპლინურ პატიმრობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი ნორმების შესრულება.
დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია :
ა) მოითხოვოს მსჯავრდებულისაგან კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება და ამ წესის დაცვა;
ბ) დამრღვევათა მიმართ გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ზემოქმედებისა და იძულების ღონისძიებები;
გ) გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ამ წესით განსაზღვრული ღონისძიებები.“;
გ) მე-6 მუხლის:
გ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს ის კვების პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები და სხვა ნივთები და საგნები, რომლებიც განსაზღვრულია იმ დაწესებულების დებულებით, სადაც იხდიდა სასჯელს დისციპლინური პატიმრობის შეფარდებამდე;“;
გ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) დაწესებულებას წარუდგინოს წინადადებები, განცხადებები და საჩივრები როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით.“;
დ) მე-7 მუხლის:
დ.ა ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შეასრულოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები;“;
დ.ბ) მე-2 პუნქტის:
დ.ბ.ა) „ა“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეინახოს ან/და გამოიყენოს ის კვების პროდუქტები, ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები და დოკუმენტები, რომელთა შენახვა ან/და გამოყენება აკრძალულია იმ დაწესებულების დებულებით, სადაც იხდიდა სასჯელს დისციპლინური პატიმრობის შეფარდებამდე;“;
დ.ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საკნის კედლებიდან ჩამოხსნას მსჯავრდებულთა ძირითადი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ასევე დაწესებულების მიერ განთავსებული სხვა ინფორმაცია;“;
დ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის აკრძალულია იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების შეტანა, რომლებიც განსაზღვრულია იმ დაწესებულების დებულებით, სადაც იხდიდა სასჯელს დისციპლინური პატიმრობის შეფარდებამდე.“;
ე) მე-9 მუხლის მე-4 ქვეუპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ან სპეციალური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, რომლის განხორციელებაც დაწესებულებაში შეუძლებელია, მსჯავრდებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიყვანება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.“;
ვ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. დისციპლინური პატიმრობის ვადა და მსჯავრდებულის გათავისუფლება
1. დისციპლინური პატიმრობის კონკრეტული ვადა პატიმრობის კოდექსის 90-ე მუხლით დადგენილ ფარგლებში განისაზღვრება სასამართლოს გადაწყვეტილებით (განჩინებით).
2. დისციპლინური პატიმრობის ვადაში ჩაითვლება პირის სასამართლოში წარსადგენად გამოყენებული დრო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოსატანად გამოყენებული დრო.
3. მსჯავრდებულთა გათავისუფლება ხდება დისციპლინური პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ.
4. გათავისუფლებული მსჯავრდებული ბრუნდება იმ დაწესებულებაში, სადაც იხდიდა სასჯელს დისციპლინური პატიმრობის შეფარდებამდე.
5. თუ მსჯავრდებული დისციპლინური პატიმრობის მოსახდელად გადაყვანილი იყო სხვა დაწესებულებაში და დისციპლინური პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ შეუძლებელია მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში, მას დროებით ათავსებენ იმავე სამართლებრივი რეჟიმის პირობებში, რასაც ითვალისწინებს იმ დაწესებულების დებულება და დღის განრიგი, რომელშიც უნდა მომხდარიყო მისი გადაყვანა.
6. დისციპლინური პატიმრობის მოხდის ვადა არ ითვლება სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.“.
3. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„დანართი №2
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №__ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განკარგულება
№_______
მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ
20 „____“ ______________“ _______სთ ____________________________
შედგენის დრო გამოცემის ადგილი
პატიმრობის კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად
1. წარდგენილ იქნეს სასამართლოს წინაშე დისციპლინური პატიმრობის შესაფარდებლად მსჯავრდებული
სახელი, გვარი _______________________________________________________
დაბადების თარიღი ___________________________________________________
(სრული მონაცემები წარმოდგენილია განკარგულების დანართი №1-ის სახით)
რომელმაც ________ წლის __________________ (საათი, წუთი) _______________
დარღვევის ადგილი ___________________________________________________
ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, რაც გამოიხატა შემდეგში: ___________________________________________
__________________________________________________________________________

(დამატებით განკარგულების დანართ №2–ში ___ (მოინიშნოს)
2. დაზარალებული _________________________________________________________
(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)
3. დისციპლინური დარღვევის მოწმე ___________________________________________
(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)
4. დისციპლინური დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი:
ა) _______________________________________________________________________
ბ) _______________________________________________________________________
გ) _______________________________________________________________________
დ) _______________________________________________________________________
ე) სხვა მტკიცებულებები განკარგულების დანართი №2-ის მიხედვით.
5. მსჯავრდებულს განემარტება, რომ უფლება აქვს გაეცნოს წინამდებარე განკარგულებას, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, გაასაჩივროს დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით.
6. გავეცანი განკარგულების მე-5 პუნქტს, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით
მსჯავრდებული __________________________________ / ________________________
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
7. მსურს მოვიწვიო თარჯიმანი ___________, დამცველი ___________, _____________
(დიახ/არა) (დიახ/არა) (ხელმოწერა)
8. ამ განკარგულების გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში მიემართოს სასამართლოს მსჯავრდებულისათვის სახდელის სახით დისციპლინური პატიმრობის შეფარდებაზე.
9. ამ განკარგულებას თან ერთვის:
დანართი №1, დანართი №2 ____________, დამრღვევის, დაზარალებულის, მოწმის,
(დიახ/არა)
ახსნა-განმარტება ან შენიშვნები _______________________ (რამდენი გვერდი ან არა)
10. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
11. ეს განკარგულება შედგენილია 3 ეგზემპლარად, რომლის:
ა) ერთი ეგზემპლარი გამოცემისთანავე გადაეცემა მსჯავრდებულს, რასაც ადასტურებს ხელმოწერით;
ბ) მეორე ეგზემპლარი განკუთვნილია სასამართლოში წარსადგენად;
გ) მესამე ეგზემპლარი განკუთვნილია პატიმრობის აღმასრულებელი დაწესებულებისათვის.
12. შუამდგომლობთ ___________________________________________ სასამართლოს წინაშე დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ.
დაწესებულების დირექტორი (დირექტორის სახელი და გვარი)
№ განკარგულების დანართი №1
1. დამრღვევის:
ა) ფოტოსურათი
ბ) სახელი ____________________________________________________________
გ) მამის სახელი _______________________________________________________
დ) გვარი _____________________________________________________________
2. სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამრღვევის შესახებ
_____________________________________________________________________

№ განკარგულების დანართი №2
1. დამატებითი ინფორმაცია დარღვევის ფაქტის შესახებ:
_______________________________________________________________________

2. დამატებითი ინფორმაცია დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესახებ:
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
3. სხვა ინფორმაცია:

4. ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„დანართი №3
მსჯავრდებულის მოძრაობის
ბარათი
№ ___________________
1. მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ნომერი და გამოცემის თარიღი:
№ __________________________________
____________________________ თარიღი
2. სასამართლო შეტყობინება _________________________________________________
№___________________________________
____________________________ თარიღი
3. მსჯავრდებულის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი ___________________________
__________________________________________________________________________
4. პირველი ინსტანციის სასამართლოში გაყვანა
_________________________ (თარიღი)
____________________________ (დრო)
პასუხისმგებელი პირები:
გადავეცი / _________________________________ / _____________________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
მივიღე / _________________________________ / _______________________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
5. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანა და მსჯავრდებულის დაბრუნება დაწესებულებაში
_________________________ (თარიღი)
____________________________ (დრო)
პასუხისმგებელი პირები:
გადავეცი/ _________________________________ / _____________________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
მივიღე/ _________________________________ / _______________________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
6. გადაწყვეტილების აღსრულების დაწყება
_________________________ (თარიღი)
____________________________ (დრო)
პასუხისმგებელი პირი
/_________________________________ / _______________________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
7. დისციპლინური პატიმრობის მოხდის შემდგომ საკნიდან გამოყვანა
__________________________ (თარიღი)
____________________________ (დრო)
პასუხისმგებელი პირი
/_________________________________ / _______________________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
|