მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ლალი ფაფიაშვილის განსხვავებული აზრი
მიღების თარიღი 22.06.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №3/6/808
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016203
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/07/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.06.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს მოქალაქეები ავთანდილ კახნიაშვილი და მიხეილ ჯიბუტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „საქართველოს მოქალაქეები - თამარ პაპაშვილი და ანა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი და ააიპ „ცენტრი მომავლის ინიციატივები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეები კონსტანტინე კანდელაკი და გიორგი აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეებიაქეები - კონსტანტინე კანდელაკი და გიორგი აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ლალი ფაფიაშვილის განსხვავებული აზრი
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; color:black;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს
პლენუმი
განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №3/6/808
2017 წლის 22 ივნისი
ქ. ბათუმი
პლენუმის შემადგენლობა
:
ზაზა თავაძე
–
სხდომის თავმჯდომარე
;
ირინე იმერლიშვილი
–
წევრი
;
გიორგი კვერენჩხილაძე
–
წევრი
;
მანანა კობახიძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი
–
წევრი
;
მერაბ ტურავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში
–
წევრი
;
ლალი ფაფიაშვილი
–
წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი
–
წევრი
.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება:
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 49-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №808) მომართეს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2016 წლის 21 ივლისს.
2. №808 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 22 ივნისს.
3. №808 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები განსაზღვრავს წინასაარჩევნო პერიოდში სავალდებულო უფასო პოლიტიკური რეკლამის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის განაწილების წესს საზოგადოებრივი და საერთო მაუწყებლებისთვის.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს, ხოლო 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება. 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „პარლამენტის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით“.
6. №808 კონსტიტუციურ სარჩელში ხაზგასმულია დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპის რეალიზებისთვის მოქალაქეთა არჩევნებში მონაწილეობისა და უფასო სარეკლამო დროის პოლიტიკური პლურალიზმისათვის არსებულ მნიშვნელობაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირები, რომლებიც სარგებლობენ უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლებით, არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს და სადავო ნორმების საფუძველზე, მათთვის თანაბარი სარეკლამო დროის გამოყოფა წარმოადგენს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევას.
7. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის ცნებას განსაზღვრავს ამავე კანონის მე-2 მუხლის „რ1“ პუნქტი, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია „ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კვალიფიციური პარტია ან საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია კვალიფიციური პარტია“. ამავე მუხლის „უ1“ პუნქტის თანახმად, კვალიფიციური პარტია თავის მხრივ არის პარტია, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. ხსენებული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანხას იღებს ის პარტია, რომელმაც, დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში, ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი.
8. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ უფასო საეთერო დროის გამოყოფა დამოკიდებულია არა კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების შეხედულებებსა თუ შესაძლებლობებზე, არამედ მათ მიერ წინა არჩევნებზე მიღწეულ შედეგზე. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ არასწორია დამოუკიდებლად არსებული კვალიფიციური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წევრი კვალიფიციური პარტიის ერთ სამართლებრივ სიბრტყეში მოქცევა, რადგან პირველ შემთხვევაში არსებობს კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული შედეგი, ხოლო მეორე შემთხვევაში შეუძლებელია დადგენა, თუ რა შედეგები მოიპოვა საარჩევნო ბლოკის წევრმა ცალკეულმა საარჩევნო სუბიექტმა. აღნიშნული ასევე წარმოადგენს თანასწორობის პრინციპის უხეშ დარღვევას.
9. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმები ზღუდავს კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების უფლებას, სხვა საარჩევნო სუბიექტების ხარჯზე და წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში უფასო სარეკლამო დროის მიზნებისათვის სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება, რომელიც არ იწვევს დიფერენცირებას, ერთი მხრივ, კვალიფიციურ საარჩევნო პარტიებსა და, მეორე მხრივ, იმ სუბიექტებს შორის, რომლებშიც გაერთიანებული იყვნენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები, გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება ისეთ მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს, როგორიც არის სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობა.
10. მოსარჩელეთა თანახმად, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ისეთი ობიექტურად შეზღუდული რესურსის ფარგლებში, როგორიც მაუწყებელთა საეთერო დროა, უფასო წინასაარჩევნო რეკლამის დრო გაანაწილოს იმგვარად, რომ ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მაქსიმალურად მისცეს ყველა იმ საარჩევნო სუბიექტს, რომელიც რეალურად კონკურენტუნარიანია. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ თანაბარი ოდენობის სარეკლამო დროის ბლოკში შემავალი კვალიფიციური პარტიებისთვის გადაცემა, დამოუკიდებლად არსებული კვალიფიური პოლიტიკური პარტიების მსგავსად, (რაც, ბუნებრივია, ამ უკანასკნელისთვის დროის შემცირებას გულისხმობს), ნაკლებად ეფექტურს ხდის სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ ღონისძიებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებითაც.
11. №808 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად ადგენს და მიუთითებს იმ სამართლებრივ დოკუმენტზე, რომლითაც საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით განხორციელებული საქმიანობა ჩაითვლება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევად. მოსარჩელეთა მითითებით, იმისათვის, რათა კანონი მიღებულად ჩაითვალოს, პარლამენტმა უნდა დაიცვას რეგლამენტით გათვალისწინებული კანონპროექტის განხილვის ეტაპები, რაც არ ყოფილა დაცული სადავო ნორმების მიღების დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის ხსენებულ მუხლთან მიმართებითაც არაკონსტიტუციურია.
12. სარჩელის ავტორები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 მუხლის საფუძველზე, ითხოვენ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმების შეჩერება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. მაშასადამე, აღნიშნული ნორმების თანახმად, პირი უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე.
2. №808 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს სარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლი მე-6 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტს. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლი არ არის მოქცეული კონსტიტუციის მეორე თავში, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, იდავოს დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით სადავო ნორმის შესაბამისობაზე, ისევე, როგორც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ფიზიკური და იურიდიული პირების სარჩელის საფუძველზე იმსჯელოს ნორმატიული აქტების შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
3. აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მესამე პუნქტთან მიმართებით არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
5. მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმები ადგენს თანასწორ მოპყრობას არსებითად უთანასწორო პირების მიმართ. მათი მტკიცებით, ისინი (არჩევნებში დამოუკიდებლად მოასპარეზე კვალიფიციური პარტია) და საარჩევნო ბლოკის წევრი კვალიფიციური პარტიები არ არიან თანასწორი სუბიექტები და ორივე ტიპის პარტიისათვის თანაბარი სარეკლამო დროის გამოყოფა ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს.
6. წინასაარჩევნო სარეკლამო დროის მიღებასთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების არსებითად თანასწორობის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა 2016 წლის 23 მაისის №2/3/591 გადაწყვეტილებაში საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აღნიშნულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების იმჟამინდელი რედაქციის თანახმად, „საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ ეთერში ყოველ საათში, არა უმეტეს 60 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა“.
7. საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ „...წინასაარჩევნო პროცესში ყველა საარჩევნო სუბიექტს გააჩნია თანაბარი უფლება და ინტერესი, ჰქონდეს თანასწორი საარჩევნო გარემო. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტს, სხვა სუბიექტების თანაბრად, აქვს ინტერესი, განახორციელოს წინასაარჩევნო აგიტაცია და მის ფარგლებში გამოიყენოს ყველა ის რესურსი, რომლით სარგებლობის შესაძლებლობას მოქმედი საარჩევნო კოდექსი იძლევა და რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ურთიერთობა/ეფექტური ინტერაქცია საარჩევნო სუბიექტსა და ამომრჩეველს შორის. ერთ-ერთ ასეთ საშუალებას კი უდავოდ წარმოადგენს უფასო წინასაარჩევო რეკლამა. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი ურთიერთობის ფარგლებში არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტი არსებითად თანასწორად უნდა იქნეს განხილული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის №2/3/591 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სუბიექტები, რომელთა შორის თანაბარ მოპყრობას მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევად მიიჩნევს, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ. შესაბამისად, მათ მიმართ თანასწორი მოპყრობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს ვერ შეზღუდავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არ დასტურდება შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციურ დებულებას შორის.
9. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, არსებობს კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტის მოთხოვნებს, თუმცა კონსტიტუციის ხსენებულ დებულებასთან ნორმის არაკონსტიტუციურობის არგუმენტად მიუთითებს მხოლოდ თანასწორობის უფლების დარღვევაზე. მოსარჩელეები აპელირებენ მათი და საარჩევნო ბლოკში შემავალი კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების არსებითად არათანასწორ სუბიექტობაზე. მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების არსებითად უთანასწორობასა და მათ მიმართ თანაბარი მოპყრობის დაუშვებლობაზე მითითება ვერ გამოდგება კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული საარჩევნო უფლების შეზღუდვის დასასაბუთებლად. ამავე დროს, კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არ არის არც ერთი სხვა არგუმენტი სადავო ნორმების კონსტიტუციის დასახელებულ დებულებასთან შემხებლობის შესახებ, ამგვარად, №808 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, „დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №808 კონსტიტუციური სარჩელი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები – „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინებას დაერთოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ლალი ფაფიაშვილის განსხვავებული აზრი.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა
:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი