ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2017 წლის 12 ივლისი ქ. ხონი |
1.დადგენილებით დამტკიცებული დანართის II თავის შესაბამისი მუხლებიდან ამოღებულ იქნეს:
მუხლის 2 -ის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნტი;
მუხლი 3-ის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი;
მუხლი 4-ის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი;
მუხლი 5-ის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი;
მუხლი 6-ის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი;
მუხლი 7-ის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი;
მუხლი 8-ის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი;
მუხლი 9-ის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი;
მუხლი 10-ის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი;
მუხლი 11-ის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი;
მუხლი 12 -ის მე-2 პუნქტის ,,დ“ქვეპუნქტი;
მუხლი 13-ის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი;
მუხლი 14-ის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი;
მუხლი 15-ის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი;
მუხლი 16-ის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი;
მუხლი 17-ის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი;
მუხლი 18-ის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი;
მუხლი 19-ის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი;
მუხლი 21-ის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი;
2.დადგენილებით დამტკიცებული დანართის III თავის 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) სამსახური თანმიმდევრულად, ინდივიდუალურად განიხილავს ყოველ კონკრეტულ შემთხვევას, ყველა განცხადების თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დადგენილებასთან;
ბ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში სამსახური ვალდებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის (sda.gov.ge) საშუალებით შეამოწმოს რეგისტრაციის ადგილი;
გ) ხონის მუნიციპალიტეტში დროებით საცხოვრებელი ადგილის მქონე იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ ,,სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამით“ გათვალისწინებული დახმარების მიღების მოთხოვნის შემთხვევაში სამსახური ვალდებულია რეგისტრაციის ადგილის განსაზღვრისათვის მოითხოვოს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი.
|