შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (პროექტი: „დაუყოვნებლივი დახმარების პროგრამა − ენერგეტიკა I“ და „დაუყოვნებლივი დახმარების პროგრამა − ენერგეტიკა III“) საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობები

მიღების თარიღი 12.06.1996
ძალაში შესვლა 12.06.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000005
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 28/11/1997
matsne.gov.ge 578 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.06.1996 მიღება
12.06.1996 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (პროექტი: „დაუყოვნებლივი დახმარების პროგრამა − ენერგეტიკა I“ და „დაუყოვნებლივი დახმარების პროგრამა − ენერგეტიკა III“) საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობები p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (პროექტი: „დაუყოვნებლივი დახმარების პროგრამა − ენერგეტიკა I “ და „დაუყოვნებლივი დახმარების პროგრამა − ენერგეტიკა III “) საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების სულისკვეთებით, ესწრაფვიან რა, განამტკიცონ ეს მეგობრული ურთიერთობები პარტნიორული ფინანსური თანამშრომლობის მეშვეობით, აცნობიერებენ რა, რომ ეს შეთანხმება წარმოადგენს ამ ურთიერთობების საფუძველს, განზრახული აქვთ რა, ხელი შეუწყონ საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის 2 მაისს წარმოებული მოლაპარაკებების საფუძველზე, რომლის შედეგები ჩამოყალიბებულია 1996 წლის 6 მაისს ხელმოწერილი მოლაპარაკებების ოქმში, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 (1) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს მთავრობას ან სხვა მიმღებ - წარმომადგენლებს, რომლებიც ორივე მთავრობის მიერ ერთობლივად უნდა იქნან შერჩეული, აძლევს ქვემოთ მოყვანილი პროექტისათვის რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულებისაგან, ფრანკფურტი (მაინი), სესხის − არაუმეტეს 50 000 000 გერმ. მარკის (სიტყვიერად: ორმოცდაათი მილიონი გერმანული მარკის) ოდენობით მიღების შესაძლებლობას: - სესხი არაუმეტეს 10 000 000 გერმ. მარკისა (სიტყვიერად: 10 მილიონი გერმანული მარკა) − პროექტისათვის: „დაუყოვნებლივი დახმარების პროგრამა − ენერგეტიკა I “, თუ შემოწმების შედეგად ამ დახმარების საჭიროება დადგინდება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის 1995 წლის 23 მაისის შეთანხმების საფუძველზე პროექტისათვის უკვე გამოყოფილ იქნა 20 000 000 გერმანული მარკა (სიტყვიერად: ოცი მილიონი გერმანული მარკა). - სესხი არაუმეტეს 40 000 000 გერმ. მარკისა (სიტყვიერად: ორმოცი მილიონი გერმანული მარკა) − პროექტისათვის: „დაუყოვნებლივი დახმარების პროგრამა − ენერგეტიკა III “, თუ შემოწმების შედეგად ამ დახმარების საჭიროება დადგინდება. (2) პუნქტ 1-ში აღნიშნული პროექტები საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმების საფუძველზე შეიძლება სხვა პროექტებით შეიცვალოს. მუხლი 2🔗 (1) მუხლ 1-ში აღნიშნული თანხების გამოყენება, მათი გაცემის პირობები, აგრეთვე განხორციელების დაკისრების პროცედურა განისაზღვრება რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულებასა და სესხის მიმღებ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების მიხედვით, რომლებიც რეგულირდებიან გერმანიაში მოქმედი კანონმდებლობით. (2) თანხმობა მუხლ 1-ში აღნიშნულ თანხებზე  უქმდება, თუ თანხმობის გაცემის წლიდან 8 წლის განმავლობაში სესხის თაობაზე სათანადო ხელშეკრულებები არ იქნა დადებული. მუხლ 1-ში აღნიშნული თანხებისათვის ეს ვადა 2004 წლის 31 დეკემბერს იწურება. (3) იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თავად არ იქნება სესხის ამღები, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სესხის ამღების მხრივ რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულებისადმი ყველა სახის ანგარიშსწორების გერმანული მარკით განხორციელებას იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებსაც პუნქტ 1-ის მიხედვით დასადები ხელშეკრულებები გაითვალისწინებენ. მუხლი 3🔗 საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულებას ყოველგვარი ბეგარისა და სხვა ოფიციალური გადასახადებისაგან, რომლებიც დაკავშირებული იქნება საქართველოში მუხლ 2-ში აღნიშნული ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებასთან. მუხლი 4🔗 საქართველოს მთავრობა სესხთან დაკავშირებული პირებისა და ტვირთის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით ტრანსპორტირებისას მგზავრებსა და მიმწოდებლებს ანიჭებს სატრანსპორტო საწარმოების არჩევის თავისუფლებას, არ მიმართავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც გამორიცხავენ ან გააძნელებენ იმ სატრანსპორტო საწარმოების თანასწორუფლებიან მონაწილეობას, რომელთა ძირითადი სამყოფელი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშია და საჭიროების შემთხვევაში გასცემს ამ სატრანსპორტო საწარმოების მონაწილეობისათვის სათანადო ნებართვას. მუხლი 5🔗 შეთანხმება ძალაში შედის გერმანიის მხარის მიერ საქართველოს მხრიდან შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელების დასრულების შესახებ შესაბამისი შეტყობინების მიღების დღიდან. შესრულებულია თბილისში, 1996 წლის 12 ივნისს, ორ პირად, თითოეული გერმანულ და ქართულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)