შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების შესახებ
მიღების თარიღი 23.07.1993
ძალაში შესვლა 02.02.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000007
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 28/11/1997
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა
და
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას
შორის
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე
ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
და
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა,
რომლებსაც სურთ საბოლოოდ მოაგვარონ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების საკითხი;
ესწრაფვიან ამ საფლავების შენარჩუნებასა და სათანადო მოვლას
,
და არსებული ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლის დებულებების შესაბამისად,
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საბჭოთა კავშირის სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ 1990 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულების მე-18 მუხლის გათვალისწინებით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ამ შეთანხმებაში მოცემული ცნებების მნიშვნელობა:
a)
„ომში დაღუპული გერმანელები“:
- გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები;
- გერმანიის სამართლის ნორმების თანახმად მათთან გათანაბრებული პირები;
- გერმანიის მოქალაქეობის მქონე სხვა პირები, რომლებიც გარდაიცვალნენ 1914/1918 ან 1939/1945 წლებში მიმდინარე ომის დროს ან მათი დეპორტაციის შემდეგ.
b)
„ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავები“:
ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავები, რომლებიც მდებარეობენ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
c)
„ომში დაღუპულ გერმანელთა სასაფლაოები“:
სასაფლაოები ან სასაფლაოთა ნაწილები, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებობენ ან რომლებიც იძებნება ან ახლად გაიხსნება და რომლებზედაც დაკრძალულნი არიან ომში დაღუპული გერმანელები.
მუხლი 2🔗
1) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა თავის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების დაცვას და მუდმივი განსვენების უფლებას, აგრეთვე არ დაუშვებს ომში დაღუპულ გერმანელთა სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე ისეთი ნაგებობების განლაგებას, რომლებიც ამ სასაფლაოების ღირსებისათვის შეუთავსებელი იქნება.
2) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია, მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით, თავისი ხარჯებით აწარმოოს ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავებისა და სასაფლაოების მოწყობა, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობენ.
მუხლი 3🔗
1) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა წარსულსა და მომავალში უფასოდ და განუსაზღვრელი ვადით გადასცემს სარგებლობისათვის იმ ტერიტორიას, რომელიც წარმოადგენდა ომში დაღუპულ გერმანელთა სასაფლაოს, როგორც ომში დაღუპულ გერმანელთა მუდმივ განსასვენებელს.
2) საკუთრების უფლებებს ეს შეთანხმება არ ეხება. ომში დაღუპულ გერმანელთა სასაფლაოებად გამოყენებული ტერიტორიის საზღვრების აუცილებლობით გამოწვეული ცვლილებები უნდა გაირკვეს მხარეებს ან მათ მიერ დასახელებულ ინსტანციებს შორის ურთიერთთანხმობის საფუძველზე. თუ ორივე მხარის თანხმობით ტერიტორია მთლიანად ან ნაწილობრივ აღარ გამოიყენება გათვალისწინებული მიზნებისათვის, ასეთ შემთხვევაში გერმანიის მთავრობა კარგავს სარგებლობის უფლებას.
3) თუ ტერიტორია 1-ლი პუნქტის მიხედვით იძულებითი საზოგადოებრივი მიზეზების გამო სხვა დანიშნულებისათვის გახდება საჭირო, ამ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა სანაცვლოდ გამოყოფს სხვა ტერიტორიას და გაიღებს ხარჯებს მიცვალებულთა გადასვენებისა და ახალი სასაფლაოების მოწყობისათვის. ახალი ტერიტორიის შერჩევა, მისი მოწყობა და გადასვენება მოხდება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 4🔗
1) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა, შესაბამისი გეგმის წარდგინების შემდეგ, რომელიც არ ითვალისწინებს მისი მხრიდან ხარჯების გაწევას, ნებას რთავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას თავი მოუყაროს ომში დაღუპულ გერმანელთა იმ საფლავებს, რომელთა გადასვენებასაც საჭიროდ მიიჩნევს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა. ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავიდან ამოსვენება უნდა აწარმოონ გერმანიის მხრიდან დასახელებულმა პირებმა და ორგანიზაციებმა.
2) ომში დაღუპულ გერმანელთა გადასვენების თითოეული შემთხვევისათვის უნდა შედგეს სათანადო ოქმი, რომელშიც აღნიშნული იქნება საფლავების ძველი და ახალი ადგილი, მონაცემები პიროვნების შესახებ, ამოსაცნობი ნიშანი წარწერით და პიროვნების იდენტიფიცირების სხვა განსაკუთრებული ნიშნები.
3) თუკი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავები დროთა განმავლობაში ინფრასტრუქტურული ცვლილებების გამო მიტოვებულია და იქ გერმანელი მიცვალებულების დაცვა შეუძლებელია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ნებას რთავს გერმანულ მხარეს სათანადო განცხადები საფუძველზე აღმართოს ყოფილ სასაფლაოებზე სადა და შესაფერისი ფორმის მემორიალი. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ამისათვის უზრუნველყოფს შესაფერისი ადგილის გამოყოფას.
4) თუ ომში დაღუპულ გერმანელთა სასაფლაოზე საბოლოო დაკრძალვისათვის საჭირო იქნება ომში დაღუპულთა იმ ნეშტების დროებითი დაკრძალვა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა მიიღებს შესაბამის ზომებს მათი დროებითი დაკრძალვისა და წესისამებრ სასაფლაოების შესაფერისი გაფორმებისათვის.
მუხლი 5🔗
რამდენადაც ომში დაღუპულ გერმანელთა სასაფლაოებზე გერმანელთა საფლავების გვერდით სხვა სახელმწიფოების დაღუპულთა სასაფლაოებიც იმყოფება, სასაფლაოების დაცვისა და მოვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ეს ფაქტი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული.
მუხლი 6🔗
1) საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ომში დაღუპულ გერმანელთა ნეშტის გადასვენება მოითხოვს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის თანხმობას. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა გადასვენების ნებას რთავს მხოლოდ ამ თანხმობის წარდგენის შემთხვევაში.
2) გერმანიის რესპუბლიკის მთავრობის თანხმობას მოითხოვენ აგრეთვე ის განცხადებებიც საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისადმი, რომელთა მიზანია ომში დაღუპულ გერმანელთა გადასვენება მესამე ქვეყანაში.
3) ომში დაღუპულ გერმანელთა ნეშტის უცხოეთში გადასვენებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს განმცხადებელი მხარე.
4) ომში დაღუპულ გერმანელთა ნეშტის ამოსვენებას შეიძლება დაესწრონ ორივე სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები.
მუხლი 7🔗
1) გერმანიის მხარის მიერ ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ღონისძიებების ტექნიკურ განხორციელებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა ავალებს ორგანიზაციას:
Volksbund Deutsche Kriegsgraberfursorge e.U. (
შემდგომში წოდებული:
Volksbund
- ფოლკსბუნდი).
2) იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას სურს ამ სამუშაოების ჩატარება სხვა ორგანიზაციას დაავალოს, ეს საკითხი გადაწყდება მთავრობებს შორის შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 8🔗
1) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
Volksbund
-ს აღმოუჩენს ყოველგვარ შესაძლებელ დახმარებას, განსაკუთრებით კი ეს ეხება დაშვებას ყველა იმ უწყებასა და დაწესებულებაში, რომლებშიც ამჟამად დაცულია ან მომავალში იქნება დაცული დოკუმენტაცია ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავებისა და გარდაცვლილ ჯარისკაცთა შესახებ. სხვა შეთანხმებები და მოლაპარაკებები უცვლელი რჩება.
2) ამ ღონისძიებების განხორციელების მიზნით
Volksbund
-ს შეუძლია საქართველოს რესპუბლიკაში წარგზავნოს წარმომადგენლები, სპეციალისტები და სხვა პერსონალი.
მუხლი 9🔗
1) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად
Volksbund
-ი შეძლებისდაგვარად იყენებს ადგილობრივ სამუშაო ძალასა და მასალას სათანადო თანმხლები მოწყობილობით, თავისუფალი კონკურენციის პირობების შესაბამისად.
2)
Volksbund
-ს შეუძლია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან ან ევროპის გაერთიანების სხვა რომელიმე ქვეყნიდან საქართველოს რესპუბლიკაში შეიტანოს და უკან გაიტანოს ის მოწყობილობა, სატრანსპორტო საშუალებები და მასალები სათანადო მოწყობილობით, რომლებიც საჭიროა ამ ხელშეკრულებაში აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად.
3) ამ საქონლის საბაჟო შემოწმებისას უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) საქართველოს რესპუბლიკაში დროებით შემოტანილი მოწყობილობა და სატრანსპორტო საშუალებები გაივლიან საბაჟო შემოწმებას შეტანისა და გამოტანის შესახებ საბაჟო აღნიშვნით, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ მოწყობილობა და სატრანსპორტო საშუალებები ისევ უკან იქნება გატანილი;
ბ) მასალა და მისი თანმხლები მოწყობილობა, რომელიც განსაზღვრულია საფლავების, მემორიალის და სასაფლაოების აგების, მოწყობის, გაფორმებისა და მოვლისათვის, შეტანის ბეგარისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახურს დამატებით წარედგინება შეტანისას მიღებული დეკლარაცია.
- შემოტანილი საქონლის ზუსტი სია.
- სათანადო წესისამებრ უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი ვალდებულებათა დეკლარაცია, რომელიც შეიცავს ვალდებულების გარანტიას, რომ დასახელებული საგნები მხოლოდ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნებით იქნება გამოყენებული.
მუხლი 10🔗
1) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად იმ ტერიტორიის გადაცემა, რომელზეც ომში დაღუპულ გერმანელთა სასაფლაოები იმყოფება,
Volksbund
-ს ანიჭებს უფლებამოსილებას, საქართველოში არსებული სამართლებრივი დებულებების ფარგლებში უშუალოდ აწარმოოს ყველა სამუშაო ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების მოწყობისა და გაფორმებისათვის, აგრეთვე იქამდე მისასვლელი გზების, სტუმრების მოსათავსებლად საჭირო ნაგებობებისა და სხვა შენობების მშენებლობა.
2)
Volksbund
-ი ადევნებს თვალყურს, რათა სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას დაცულ იქნეს საქართველოს კანონებით გათვალისწინებული ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის ყველა მოთხოვნა.
მუხლი 11🔗
ეს შეთანხმება ძალაში შედის შეთანხმების მხარეებს შორის ყველა შიდასახელმწიფოებრივი წინაპირობის შესრულების შესახებ ნოტით შეტყობინების დღიდან 1 თვის შემდეგ.
შესრულებული ქ. 1993 წლის ორ ეგზემპლარად, ქართულ და გერმანულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკის მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)