სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა“ (ს/კ:205209059) (შემდგომში „საზოგადოება“) 5%-ზე მეტი აქციების მქონე აქციონერის მომართვის საფუძველზე, იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებს რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2017 წლის 7 აგვისტოს, 11:00 საათზე , მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის ქ. 74, ლიბერთი თაუერი, მეცხრე სართული.
დღის წესრიგი:
1. ქალბატონ ეკატერინა ვასენინას და ქალბატონ მარგოტ იაკობსის განცხადებების დაკმაყოფილება, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადადგომის შესახებ.
2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ორი ახალი წევრის არჩევა.
ინფორმაციისთვის: სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრობის კანდიდატებად შემოთავაზებულია:
ა) თამაზ ბეჟუაშვილის კანდიდატურა, საქართველოს მოქალაქე, დაბადების თარიღი: 17 ნოემბერი, 1938 წელი; პირადი ნომერი: 01017004224; მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ივ. მაჩაბლის ქ. № 7; ბ.3;
ბ) ანასტასი საფარიანის კანდიდატურა, საქართველოს მოქალაქე, დაბადების თარიღი: 7 ივლისი, 1975 წელი; პირადი ნომერი: 01011020083; მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ბ. ხმელნიცკის ქ. № 44ა; კორპ.4; ბ.41.
აქციონერების მხრიდან ნებისმიერი სხვა კანდიდატის დასახელებას საზოგადოება მიიღებს მხოლოდ 2017 წლის 27 ივლისამდე.
დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატში. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტების მოთხოვნა დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოსაგან კრებაზე როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დირექტორატში ან სამეთვალყურეო საბჭოში 2017 წლის 27 ივლისამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერთა 2017 წლის 7 აგვისტოს რიგგარეშე საერთო კრებაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი სს „კავკასრეესტრი“, 2017 წლის 10 ივლისის 18:00 სთ-ის (საერთო კრების სააღრიცხვო თარიღი) მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2017 წლის 27 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №74
თამაზ მიქაძე
გენერალური დირექტორი