შპს „დელუქს შიპ სუფლაის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/2334
საოქმო განჩინება
(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)
2017 წლის 30 ივნისი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე
1. გაკოტრების მმართველი – სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“.
წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ.
2. მოვალე – შპს „დელუქს შიპ სუფლაი“.
დირექტორი – დიმიტრი კოღუაშილი.
3. კრედიტორები – სსიპ „შემოსავლების სამსახური“.
წარმომადგენელი – მადონა გეწაძე.
2016 წლის 29 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „დელუქს შიპ სუფლაის“ დირექტორმა და კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით შპს „დელუქს შიპ სუფლაის“ დირექტორის განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“. განჩინება განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 21 ოქტომბერს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის საოქმო განჩინებით შპს „დელუქს შიპ სუფლაის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“.
2017 წლის 31 მაისს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „დელუქს შიპ სუფლაის“ გაკოტრების მმართველმა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახურის ქეისმენეჯერმა ლელა ხაციკიდუმ, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში, სადაც აღნიშნა შემდეგი: აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოკვლეული იქნა შპს „დელუქს შიპ სუფლაის“ (ს/კ – 215147865) ქონება. საიდანაც დადგინდა, რომ საწარმოს უძრავი ქონება არ გააჩნია, ასევე არ აქვს დადებითი ნაშთი არცერთ საბანკო დაწესებულებაში და არ აქვს დებიტორული მოთხოვნები სხვა ფიზიკური თუ იურიდიული კომპანიების მიმართ. კომპანიის აქტივს წარმოადგენდა 22 დასახელების მოძრავი ქონება, 20 დასახელების მოძრავი ქონება შეფასებულ იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 3255 ლარად, ხოლო ავტომანქანა „ZIL 130V1“-ი (სახ. ნომერი: DZD135) და ავტომანქანის მისაბმელი „mod. TC-10A“-(სახ. ნომერი: FA909) შეფასებულ იქნა შსს „მომსახურების სააგენტოს“ მიერ ჯამში 11000 ლარად. ქონების საბაზრო ღირებულებამ სულ შეადგინა 14255 ლარი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა აღნიშნული ქონების რეალიზაცია საჯარო აუქციონზე, სადაც ქონებას ერთიანი კომპლექსის სახით შეძენის სურვილი არავინ გამოთქვა, ხოლო მეორე და მესამე აუქციონებზე ლოტებად დაშლილი ქონება გაიყიდა სრულად. ქონების სრულად რეალიზაციიდან ამოღებულმა თანხამ შეადგინა 3421,75 ლარი. აქედან 18%, რაც შეადგენს 270,27 ლარს, გადარიცხულ იქნა დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში. დარჩენილმა თანხამ შეადგინა 3151,48 ლარი.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მომსახურების საფასური წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე „მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად:
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების ბიუროს საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
„ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება:
ა.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა;
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მოთხოვნა შეადგენს 5000 ლარს და, შესაბამისად, აუქციონის შედეგად ამონაგები თანხა (3151,48 ლარი) უნდა გადაირიცხოს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ შესაბამის ანგარიშზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვინაიდან გაკოტრების მმართველის მიერ სრულად მოხდა სამეურვეო ქონების რეალიზაცია და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილება, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების მმართველმა მოითხოვა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება შპს „დელუქს შიპ სუფლაის“ (ს/კ – 215147865) გაკოტრების საქმის დასრულებისა და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
სასამართლო სხდომაზე გაკოტრების მმართველმა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ წარმომადგენელმა მოითხოვა სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება სს „ფოთის აეროპორტის“ გაკოტრების საქმის დასრულებისა და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის საოქმო განჩინებით დამტკიცდა შპს „დელუქს შიპ სუფლაის“ კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი შემდეგი რიგითობით:
1.1. პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, მათ შორის სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მოთხოვნა 3151,48 (სამი ათას ას ორმოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) ლარის ოდენობით.
1.2. მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები;
1.3. მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.
1.4. მეოთხე რიგი – ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მოთხოვნა 33 462,92 ლარის (ოცდაცამეტი ათას ოთხას სამოცდაორი ლარი და ოთხმოცდათორმეტი თეთრი) ოდენობით;
1.5. მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა.
1.6. მეექვსე რიგი – ყველა სხვა აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები.
1.7. მეშვიდე რიგი – დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.
2017 წლის 30 ივნისის კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულმა კრედიტორ სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ წარმომადგენელმა მადონა გეწაძემ მხარი დაუჭირა გაკოტრების მმართველის შუამდგომლობას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დასრულების შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გაკოტრების მმართველის შუამდგომლობა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დასრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიზანი არის დაიცვას როგორც მოვალის, ასევე კრედიტორთა ინტერესები.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხების ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
აღნიშნული ნორმის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველს წარმოადგენს მოვალე საწარმოს ქონების რეალიზება, რაც ემსახურება რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოკვლეულ იქნა შპს „დელუქს შიპ სუფლაის“ (ს/კ – 215147865) ქონება, საიდანაც დადგინდა, რომ საწარმოს უძრავი ქონება არ გააჩნია, ასევე არ აქვს დადებითი ნაშთი არცერთ საბანკო დაწესებულებაში და არ აქვს დებიტორული მოთხოვნები სხვა ფიზიკური თუ იურიდიული კომპანიების მიმართ. კომპანიის აქტივს წარმოადგენდა 22 დასახელების მოძრავი ქონება, 20 დასახელების მოძრავი ქონება შეფასებულ იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 3255 ლარად, ხოლო ავტომანქანა „ZIL 130V1“-ი (სახ. ნომერი: DZD135) და ავტომანქანის მისაბმელი „mod. TC-10A“-(სახ. ნომერი: FA909) შეფასებულ იქნა შსს „მომსახურების სააგენტოს“ მიერ ჯამში 11000 ლარად. ქონების საბაზრო ღირებულებამ სულ შეადგინა 14255 ლარი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა აღნიშნული ქონების რეალიზაცია საჯარო აუქციონზე, სადაც ქონებას ერთიანი კომპლექსის სახით შეძენის სურვილი არავინ გამოთქვა, ხოლო მეორე და მესამე აუქციონებზე ლოტებად დაშლილი ქონება გაიყიდა სრულად. ქონების სრულად რეალიზაციიდან ამოღებულმა თანხამ შეადგინა 3421,75 ლარი. აქედან 18%, რაც შეადგენს 270,27 ლარს, გადარიცხულ იქნა დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში. დარჩენილმა თანხამ შეადგინა 3151,48 ლარი.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, ხოლო ამავე კანონის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.
დადგენილია, რომ პირველი რიგის მოთხოვნა არის საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, მათ შორის სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მოთხოვნა – 3151,48 (სამი ათას ას ორმოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) ლარის ოდენობით.
მეოთხე რიგის მოთხოვნა არის ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მოთხოვნა 33 462,92 ლარის (ოცდაცამეტი ათას ოთხას სამოცდაორი ლარი და ოთხმოცდათორმეტი თეთრი) ოდენობით;
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ გაკოტრების მმართველის შუამდგომლობა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დასრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-40, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284 –285-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით
დაადგინა:
1. შპს „დელუქს შიპ სუფლაის“ (ს/კ – 215147865) მიმართ დასრულდეს გაკოტრების საქმის წარმოება.
2. გაუქმდეს შპს „დელუქს შიპ სუფლაის“ (ს/კ – 215147865) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
3. შპს „დელუქს შიპ სუფლაის“ (ს/კ – 215147865) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა) მიზნით განჩინება გაეგზავნოს სსიპ „საჯარო რეესტრის“ ეროვნულ სააგენტოს (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს.
4. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს; განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის., ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე: გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი: ნოდარ გიორგიძე