შპს „სტომადენტის“ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1859
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 

 

საქმე№2/1859

განჩინება

საქართველოსსახელით

განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

2017წ ლის 7 ივლისი

. ქუთაისი

ქუთაისისსაქალაქოსასამართლო

მოსამართლეგენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი: შპს „სტომადენტი“ (ს/კ 219619679)

დირექტორი: შპს „რეაბილიტაცია“

წარმომადგენელი: თამარ მუმლაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

გამოარკვია :

 

შპს „სტომადენტის“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა კომპანიის დირექტორის შპს „რეაბილიტაციის“ წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ და მოითხოვა შპს „სტომადენტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „სტომადენტი“ (ს/ნ 219619679) წარმოადგენს, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს და შპს „ტყიბულნახშირის გადამუშავების“ (ს/ნ 219631281), შპს „ზესტაფონის რაიონისპენსიონერთამომსახურებისცენტრის“(ს/ნ230061214),შპს„კურორტიკვერეთის“(ს/ნ 239397979) და შპს „ავტოტრანსპორტის“ (ს/ნ 242569118)სამართალმემკვიდრეორგანიზაციას, რომელიც არ ფუნქციონირებს.

როგორცსსიპ −საჯარორეესტრისეროვნულისააგენტოს 2017წლის27ივნისის№246584წერილიდან ირკვევა, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით,შპს„სტომადენტის“(ს/ნ 219619679),შპს„ტყიბულნახშირისგადამუშავების“ (ს/ნ 219631281), შპს„ზესტაფონის რაიონის პენსიონერთა მომსახურებისცენტრის“ (ს/ნ 230061214) და შპს „კურორტიკვერეთის“ (ს/ნ 239397979) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (ნივთებზე) რეგისტრირებული არ არის.ხოლო,შპს„ავტოტრანსპორტის“(ს/ნ242569118)საკუთრებისუფლებარეგისტრირებულიაუძრავნივთზემდებარე:ქ.ცაგერი,ისიანისქ.№12(საკადასტროკოდი:N89.03.02.205,დაუზუსტებელი ფართობი: 9200.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა ფართით − 300.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა ფართით − 16.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა ფართით − 350.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა ფართით − 510.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა ფართით − 30.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა ფართით −25.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობ(ებ )ის საერთო ფართი − 1231.00 კვ.მ).

შპს „სტომადენტს“ (ს/ნ 219619679) ამჟამად საკუთრებაში ერიცხება მხოლოდ №89.03.02.205საკადასტროკოდზერეგისტრირებულიუძრავიქონება,რომლისსაბაზროღირებულებააღემატება5000.00(ხუთიათას)ლარს.კომპანიაარფლობსწილსსხვასაწარმოში.

როგორცსსიპ−საქართველოსშინაგანსაქმეთასამინისტროსმომსახურებისსააგენტოს2016წლის 04 აგვისტოს MIA 4 16 01952960 წერილიდან ირკვევა, შპს „სტომადენტის“ (ს/ნ 219619679) დამისი წინამორბედი საწარმოების, შპს„ტყიბულნახშირისგადამუშავების“ (ს/ნ 219631281), შპს„ზესტაფონის რაიონისპენსიონერთამომსახურებისცენტრის“(ს/ნ230061214),შპს„კურორტიკვერეთის“ (ს/ნ 239397979) და შპს „ავტოტრანსპორტის“ (ს/ნ 242569118) სახელზე, სატრანსპორტოსაშუალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა. ხოლო შპს „ავტოტრანსპორტის“(მონაცემთა ბაზაში საიდენტიფიკაციო კოდი მითითებული არ არის, მისამართი: ქ. ცაგერი, ლენინის ქ. №43) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება − „კავზ 685“ (ძარის №133762, ძრავის №217874, შასის №799842, გამოშვების წელი − 1983, ფერი − ლურჯი 4/8) სახელმწიფო სანომრე ნიშნითVZY-165. ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ადგილსამყოფლის დადგენა ვერხერხდება. შესაბამისად, შეუძლებელია მისინარჩენიღირებულებისდადგენაც.ორგანიზაციასსაკუთრებაშისხვამოძრავიქონებაარერიცხება.

შპს„სტომადენტს“ (ს/ნ 219619679) არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანებაარერიცხება. ხოლო, უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფობიუჯეტი,რომლისმოთხოვნა უზრუნველყოფილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დაყადაღით. ორგანიზაციისდავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს −79377.13(სამოცდაცხრამეტიათასსამასსამოცდაჩვიდმეტი ლარიდა13 თეთრი)ლარს(16590.09ლარი(ძირითადი)+10259.78ლარი(ჯარიმა)+52527.26(საურავი)).

შპს „სტომადენტს“ (ს/ნ 219619679) მოქმედი საბანკო ანგარიში არ აქვს გახსნილიარცერთბანკში. ორგანიზაციას არერიცხებათანხა, ასევე სალაროში. კომპანიასუფიქსირდება,მხოლოდ დახურული საბანკო ანგარიშსწორების ანგარიში  სს „საქართველოს ბანკში“.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ შპს„სტომადენტი“(ს/ნ219619679)გადახდისუუნაროა,რადგანორგანიზაციას არ შესწევს უნარი, დააკმაყოფილოსკრედიტორთავადამოსული მოთხოვნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს შპს „სტომადენტის“ (ს/ნ 219619679) გაკოტრებას.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,სტომადენტის’’ განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, 16-ე, მე-19, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284− 285-ე მუხლებით და

დაადგინა :

1. განმცხადებლის −შპს ,,სტომადენტის’’ (ს/კ 219619679) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებმიღებულიიქნეს სასამართლოს წარმოებაში.

2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში –სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.

4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულება მალფუჭებადი ნივთის მიმართ ხორციელდება) და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება. აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა სამეურვეო ქონებაში მიიმართება.

5. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდესვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოს) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.

6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.

7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზეთავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში.მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ.

8.განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგიდაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულიაღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 22 აგვისტოს, 13:00 საათზე,ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, დარბაზი №3);

შემდეგი დღის წესრიგით:1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა.

11. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ არაუგვიანეს 2017 წლის 20 ივლისამდე. განჩინება გამოქვეყნდესსასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge;

12. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესისმხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11) .

მოსამართლეგენადი მაკარიძე