შპს ”ბაგები სითი ჯგუფის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/40113-16
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2017 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე
მოვალე – შპს „ბაგები სითი ჯგუფი“
(საიდენტიფიკაციო ნომერი 205126781)
დირექტორი – ჯუმბერ ხატიაშვილი
წარმომადგენელი – მალხაზ ალბორაშვილი
განმცხადებელი (კრედიტორი) – შპს „linaeus Capitali B.V.“
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ირაკლი წიკლაური
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
შპს „ბაგები სითი ჯგუფის“ წარმომადგენელმა მალხაზ ალბორაშვილმა 2016 წლის 29 დეკემბერს განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს „ბაგები სითი ჯგუფის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 21 თებერვალს , 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
კრედიტორთა კრებაზე მომრიგებელი საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ მაკა თინიკაშვილი, გრიგოლ ვატიტაძე და მარიამ ვაშაკიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 12 ივლისს მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილ იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს „ბაგები სითი ჯგუფის“ გაკოტრების შესახებ.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ გადაწყვეტილებას, საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხები: 1) კრედიტორთა მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ; 2) მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება; 3) მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284–285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 31 ივლისს, 14 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19, შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. კრედიტორთა მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ;
1.2. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება;
1.3. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე – www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე