საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.07.2017
ძალის დაკარგვა 29.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/311
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.024.016500
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/07/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/311
2017 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2🔗
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗. იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. იურიდიული დეპარტამენტის უფროსი − პირველი რანგის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.
2. იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − მეორე რანგის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.
მუხლი 2🔗. იურიდიული დეპარტამენტის კონსულტანტი
იურიდიული დეპარტამენტის კონსულტანტი (I კატეგორია) − მესამე რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.
მუხლი 3🔗. პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო
1. პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი − მეორე რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.
2. პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი − მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.
მუხლი 4🔗. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო
1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი − მეორე რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.
2. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი − მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.
მუხლი 5🔗. სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო
1. სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი − მეორე რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, სასამართლო პროცესებში მონაწილეობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.
2. სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი − მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი გახარია