„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იტონგ კავკასუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის №2046 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „იტონგ კავკასუსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
მიღების თარიღი 12.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1449
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024193
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/07/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.07.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იტონგ კავკასუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის
№2046 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „იტონგ კავკასუსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მოდგინარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის №1721 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „მოდგინარის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მედ პროჯექტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 დეკემბრის №2596 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „მედ პროჯექტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აკვასითისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 აგვისტოს №09/08/03 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „აკვასითის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აკვასითისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 აგვისტოს №09/08/03 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „აკვასითის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №491 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აკვასითის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იტონგ კავკასუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის №2046 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „იტონგ კავკასუსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.BalloonTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; line-height:12.0pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1449
2017 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იტონგ კავკასუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის №2046 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „იტონგ კავკასუსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იტონგ კავკასუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის №2046 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, რკინიგზის სადგურ „ლილოს“ მიმდებარედ არსებული 44616 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (№1; №2; №3; №4; №5; №6; №7; №8; №9; №10 (ფარდული); №11; №12, №13 (მიწისქვეშა ნაგებობა), №14; №15; №16; №17; №18 (ბეტონის კონსტრუქცია); №19 (ბეტონის კონსტრუქცია); №20 (ბეტონის კონსტრუქცია); №21 (ბეტონის კონსტრუქცია); №22; №23 (ფარდული); №24, №25, №26, №27 და №28) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.15.003.089) და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის მე-7 კილომეტრზე (ნაკვეთი 07/039) არსებული 23705 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 – №17 შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.24.007.039) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 100 000 (ასი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „იტონგ კავკასუსს“ (ს/კ: №405046141).“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
„ა) საპრივატიზებო თანხის, 100 000 (ასი ათასი) ლარის გადახდა 1 თვის ვადაში;
ბ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, 24 თვის ვადაში №01.19.24.007.039 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ღია/დახურული საწყობის ან/და საგამოფენო სივრცის/დარბაზის მოწყობა, ხოლო №01.19.15.003.089 კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სამშენებლო მასალის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკით:
გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25%-ისა – 12 (თორმეტი) თვის ვადაში;
გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი – 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში;
დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო მასალის მწარმოებელი საწარმოს შექმნისა და წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და აირბეტონის ნაწარმის წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:
დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში – არანაკლებ 40 000 (ორმოცი ათასი) კუბური მეტრი აირბეტონის ნაწარმის წარმოება;
დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში – არანაკლებ 80 000 (ოთხმოცი ათასი) კუბური მეტრი აირბეტონის ნაწარმის წარმოება;
ე) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო მასალის მწარმოებელი საწარმოს შექმნიდან არა უმეტეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში ამავე საწარმოში არანაკლებ 30 (ოცდაათი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით.“.
2. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იტონგ კავკასუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის №2046 განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის ვადის ათვლა განხორციელდეს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, ხოლო ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ-გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების ვადის ათვლა განხორციელდეს ამ განკარგულების გამოცემის დღიდან.
3. ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე შპს „იტონგ კავკასუსი“ ვალდებულია, წარადგინოს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იტონგ კავკასუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის №2046 განკარგულების მე-2 პუნქტის „ა – გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების (მათ შორის, ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსახორციელებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის ახალი/შეცვლილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამავე პუნქტის „ბ-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების ვადას.
4. ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე შპს „იტონგ კავკასუსმა“ უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული №01.19.24.007.078., №01.19.24.007.082 და №01.19.24.007.083 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.
5. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „იტონგ კავკასუსი“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „იტონგ კავკასუსს“ შორის 2015 წლის 6 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იტონგ კავკასუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის №2046 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების პირობით.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი